RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ამერიკა ბალტიისპირეთს რუსეთისაგან დაიცავს

19.11.2008  |  09:50

1/7/6/76.jpegა.შ.შ.-ს სამხედრო საჰაერო ძალების სარდალმა ევროპაში გენერალ როჯერ ა. ბრეიდიმ განაცხადა, რომ ამერიკელები მზად არიან განაგრძონ ბალტიის ქვეყნების დაცვა ჰაერიდან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აგვიოსტოს თვეში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ესტონეთი სერიოზულად ანერვიულდა. ტალინს მაშინვე აღმოსავლეთ საზღვარებზე რუსული ბრბო მოელანდა. ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა წინასწარმეტყველებაში შეჯიბრი მოაწყვეს: როდის განახორციელებს მოძულე მტერი ქვეყნის ოკუპაციას და სად გაჩერდებიან ამის შემდეგ. უმრავლესობა შეჯერდა იმაზე, რომ ბალტიისპირეთს რუსები ერთ-ორ წელიწადში დაიკავებენ და სადღაც ლისაბონთან შეჩერდებიან. გაზეთები იქამდე მივიდნენ, რომ მშობლიურ მიწაზე რუსული სატანკო შენაერთების დარტყმების მიმართულების ხატვა დაიწყეს.

ამერიკელები სასწრაფოდ ანერვიულებული ესტონელების დასაწნარებლად გაისარჯნენ. 3- სექტემბრიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეს F15C Eagle სისტემის ოთხი ამერიკული გამანადგურებელი იცავს. თავისთავად ცხადია, რუსეთის თავდასხმის შეჩერებას ისინი ვერ შეძლებენ. გენერალი ბრეიდი ესტონეთის სამხედრო საჰაერო ძალების ინსპექტირებისა და ინსტრუქციების გასცემად ჩაბრძანდა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მტრის აგრესიის შემთხვევაში. სარდალი ემარის საზაფხულო ბაზაზე გაიყვანეს. .

გენერალი იქ დიდხანს ოხრავდა და ესტონელი საჰაერო ასების ტრქნიკას ათვალიერებდა, რომელიც ორი სასწავლო თვითმფრინავის და კარიბის კრიზისის დროის სამი სატრანსპორტო АН-2-საგან შედგება. ამას შემდეგ, სარდალს მოახსენეს, რომ ზემო ჩამოთვლილიდან ფრენა მხოლოდ ერთ მანქანსა შეუძლია, რამაც ცხადია ენთუზიაზმით არ აღავსო იგი. ბრეიდიმ გადაჭრით განაცხადა, რომ ემარის ბაზა სასწრაფო რეკონსტრუქციას საჭიროებს, ასეთ შემთხვევაში იგი გამანადგურებლების და ნატო-ს მოკავშირეების სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღებას მაინც შეძლებს. სამუშაოები გენერალმა 64 მილიონ ევროდ შეაფასა.

ტალინი თავისთავად ცხადია თანახმაა, თუ რათქმაუნდა მოდერნიზაციას NATO დააფინანსებს. სიტუაციას ნათელი მოჰფინა ალიანსში აშშ-ს ელჩმა კურტ ვოლკერმა. მან საღი მოსაზრება გამოთქვა, რომ არ სჯერა თითქოს კრემლი ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმას აპირებდეს. სიტყვასიტყვით: „რუსეთმა საქართველოში სამხედრო ძალა საზღვრების შესაცვლელად გამოიყენა,მაგრამმე არ მჯერა, რომ იგი NATO-ს ქვეყნებზე თავდასხმას გეგმავს. ალიანსმა ძალიან მკაფიოდ აჩვენა, რომ მოკავშირეები ორგანიზაციის ყველა წევრს დაეხმარებიან და ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს".

უხეშად რომ ვთქვათ, დასავლეთმა ესტონეთის რუსეთისაგან დასაცავად 64 მილიონი ევროს გაღება არ ისურვა. ესტონეთმა უკვე საკმაოდ მოაბეზრა თავი. 12 ნოემბერს ტალინში ჩავიდა ა.შ.შ.-ს თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი და მაშინვე წააწყდა კითხვას - აქვს თუ არა ნატო-ს ესტონეთის დაცვის გეგმა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში? მინისტრმა გაღიზიანებულმა უპასუხა, რომ ალიანსი დაგეგმვით მუდმივად არის დაკავებული. უკანასკნელად ბალტიისპირეთის უსაფრთხოება სექტემბერში განიხილეს და არავითარი მიზეზი არ არსებობს საიმისოდ, რომ მას მერე უფრო რეალურად ჩაითვალოს რუსული საფრთხე.

ამის მიუხედავად, ესტონელების შიში გადამდები აღმოჩნდა.ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანმა ჟიგიმანტას პავილენისმა კატეგორიულად განაცხადა,რომ მოსკოვის წაქეზება არ შეიძლება და ასე ახსნა : „თუ ევროპა შემდეგშიც ვერ მოახერხებს ერთი ხაზის შენარჩუნებას და საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანას ვერ მოახერხებს, რუსეთი შეძლებს ამიერ-კავკასიაში არა მხოლოდ დიდი ხნით დამკვიდრებას, არამედ შექმნის პირობებს შემდგომი პროვოკაციებისათვის. ერთხელაც შესაძლოა ეს სამწუხაროდ დასრულდეს მთელი კავკასიის რეგიონისთვის და ევროკავშის მთელი პოლიტიკისთვის,როგორც კავკასიაში, ისე აზიასა და აღმოსავლეთ ევროპისაში".

როგორც ჩანს, ლიტვაც ოკუპაციის წინაშე შიშის ტყვე აღმოჩნდა. როგორც ჩანს რუსული ტანკების შემოტევა ბალტიისპირელებისთვის ისევე აუცილებელია, როგორც მაზოხისტისათვის მათრახი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100