RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

მოიზომებენ თუ არა ქართველი სამხედროები ნატოს ფორმა?

19.11.2008  |  16:37

1/7/7/77.gifდღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ვალენსიაში. მოსკოვის მისამართით ტრადიციული ბრალდებების გარდა(აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით), ის ისაუბრებს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გეგმებზეც. ამასთანავე, MAP-ის (ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა) მიღებაზე ოცნება სულ უფრო და უფრო ილუზორული ხდება.

მართალია, ა.შ.შ მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში შესვლას. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბარამიძემ, ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ბუშის ადმინისტრაციამ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა, დეკემბერში საქართველოს MAP-ში ჩართვის თაობაზე. რამდენიმე დღის შემდეგ, ამერიკის თადაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა ცეცხლზე ნავთი დაასხა, იმის განცხადებით, რომ მოსკოვს არ აქვს უფლება წინ აღუდგეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას.

ვალენსიის დღევანდელ სხდომაზე რუსეთის წარმომდგენელს ალიანსში დიმიტრი როგოზინსაც კი უარი ეთქვა გამოსვლაზე. საპასუხოდ მან საერთოდ იგნორირება გაუკეთა ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. რუსი დიპლმატის თქმით, ასამბლეის ხელმძღვანელობა " საკუთარი თანამშრომლებისგან მოითხოვს აგვისტოში კავკასიაში განვითარებული მოვლენების ცალმხრივ და დამახინჯებულ აღქმას".

მოკლედ, აგვისტოს შესახებ იმდენი საშინელება მოისმინა მსოფლიომ სააკაშვილის პირიდან, რომ ვალენსიაში წარმოთქმული აღიარებები სავარაუდოდ სენსაციური არ იქნება. შტატების პოზიციაც უკვე დიდი ხანია ცნობილია. რაც შეეხება MAP-ის მინიჭებას, როგორც კავკასიის საკითხების ქართველი ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რუსეთმა თავისას მიაღწია, საქართველოს შანსები თითქმის აღარ დარჩა.

. საქართველოსთვის სრულიად მოულოდნელად კატეგორიული "არა" გაისმა ბელგიის ხელისუფლების მხრიდან. ახლახან სენატის კომისიის თავმჯდომარემ ჟოზი დიუბემ განაცხადამ რომ ის საქართველოს ალიანსში შესვლის დაბლოკვას აპირებს მანამ, "სანამ სააკაშვილი იქნება სახელმწიფოს ლიდერი".

ამასთანავე, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და საბერთძნეთი წარმოადგენენ ჯგუფს, რომელიც კვლავ დარწმუნებულია, რომ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება ნაადრევია. თბილისში კი დარწმუნებული არიან, რომ : ასეთი პოზიცია მოსკოვის გაღიზიანების თავიდან არიდების გამო ფიქსირდება. ეს ქვეყნები იძულებულნი არიან ანგარიში გაუწიონ რუსეთს, ვინაიდან მის ენერგორესურსებზე არიან დამოკიდებულნი.

საქართველოში, როგორც ჩანს, უკვე შეეგუენ, რომ ალიანსისკენ გზა უფრო ეკლიენი იქნება, ვიდრე მოელოდნენ. საქმე საგრძნობლად გაართულა აგვისტოს მოვლენების შედეგებმა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დიდი დარტყმა მიაყენეს.

"თავდაცვითი ინფრასტრუქტურა ძალიან დაზიანებულია", ასე განაცხადა საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ, როდესაც კომენტარს უკეთებდა სააკაშვილისა და ობამას გუშინდელ სატელეფონო საუბარს.

ალასანიამ, მიხეილ ნიკოლოზის ძის ბიძაშვილმა, გამოთქვა იმედი, რომ ა.შ.შ-ის სათავეში დემოკრატიული პარტიის მოსვლა, თბილისს საქმეს არ გაურთულებს: "საქართველოსა დახმარება და მისი ალიანსში გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერა, ორივე პარტიის განწყობიდან გამომდინარეობს".

ასევ აქვთ ლონდონის იმედი, რომელსაც მოსკოვთან ცივი ურთიერთობები აქვს. თანაც დიდ ბრიტანეთს თვით ღმერთისგან აქვს დავალებული ენერგკონცერნის "British Petrolium" ინტერესების დაცვა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ტრანზიტული ნავთობსადენების ლომის წილი ეკუთვნის.

ნიცაში აფეთქებული უერთიერთ სიყვარულის ფონზე, რუსეთისა და ევროკავშირის გათვლებით, ვაშინგტონი და ლონდონი სავარაუდოდ ვერ დააკმაყოფილებენ სასოწარკვეთილ საქართველოს.

ქართველი ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან: "საქართველო-ნატო" საბჭოს შექმნით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა მიგვანიშნეს იმაზე, რომ MAP-იც და მისი თანმდევი ალიანსში გაწევრიანებაც აქტუალურობას კარგავს. ახლა ამის გარეშეც ორივე მხარეს აქვს პროდუქტიული თანამშრომლობის საშუალება. ამასთან ერთად, მოსკოვის გაღიზიანების გარეშე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100