RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

შეეძლო თუ არა საქართველოს ომის შეჩერება?

19.11.2008  |  17:15

1/7/8/78.jpeg"სააკაშვილის ხელისუფლებამ მთელი რესურსები ბოლომდე ამოწურა. მან არ გადაჭრა პრობლმები, რომლებიც ქვეყანას გაუჩნდა მისივე არასწორი პოლიტიკის გამო. ამიტომაც ეს ხელისუფლება მორალურად ვალდებულია წავიდეს",-განაცხადა ტელეკომპანია "კავკასიის" საღამოს ეთერში, გადაცემა "ბარიერში", საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, შექმნილ სიტუაციაში ქართულმა ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, რომ მის რიგებში არსებობს რეალური ძალა, რომელიც შეძლებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას. "ოპოზიციამ არ უნდა ეძებოს პატრონი საზღვარგარეთ, მან უნდა დაამტკიცოს, რომ საქართველო სრულფასოვანი სახელმწიფოა, და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში, ეს სახელმწიფო შეინარჩუნებს აღებულ პროდასავლურ კურსს და გააგრძელებს დასავლური ფასეულობების განმტკიცებას", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ექსპერტებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე გადაცემაში "ბარირი" საუბარი მიდიოდა იმ შედეგებზე, რომელსაც საქართველო მოელის ჟენევაში მიმდინარე კონსულტაციისგან, რომელიც კონფლიქტების დარეგულირებას ეხება. როგორც გაირკვა, ტელესტუდიაში შეკრებილი ექსპერტბი ამ კონსულტაციისგან გაბსაკუთრებულს არაფერს ელიან. "აგვისტოს მოვლენების წყალობით ჩვენ მთელი მსოფიოს ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით, მაგრამ ამავდროულად საქართველომ დაკარგა თავისი როლი და დანიშნულება საერთაშორისო არენაზე", - აღნიშნა პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა და ხაზი გაუსვა: - იმდენი ტყუილი შეთხზეს ამ დროის განმავლობაში ხელისუფლებამ და ადგილობრივმა მასმედიამ, რომ დღეს საქართველოს მოსმენა მსოფლიოში არავის სურს.

1/7/9/79.jpegპოლიტოლოგის აზრით, ომი დაიწყო არა 6-7 აგვისტოს, არამედ ერთი წლით ადრე. უკანასკნელი წლების მანძილზე სააკაშვილის ხელისუფლება, მანამდე კი შევარდნაძისაც, საკუთარი ხელით ანგრევდა იმას, რასაც საქართველომ მიაღწია სამშვიდობო პროცესში მთელი მსოფლიოს ძალისხმევის დახმარებით. ქვეყანა, ცისკარისვილის თქმით, იმართებოდა ტელე-ეთერის საშუალებით. მისი მეშვეობით საზოგადოებამ გაიგო ის, რაც ხდებოდა ჯარში, ვის ნიშნავდნენ ამა თუ იმ პოსტზე, აგრეთვე რა ხდება ქვეყანაში და მსოფლიოში.

"მასმედია მიზანდასახულად ამახინჯებდა საზოგადოებრივ აზრს, ამას კი იმ გამოკითხვების შედეგები უწყობდა ხელს, რომლებიც ქვეყნდებოდა ინგა გრიგოლიას გადაცემებში" , - აღნიშნა მან. არ შეიძლება, რომ ხელისუფლება თავს უშეცდომოდ თვლიდეს და არ ჰქონდეს თვითკრიტიკის არანაირი გრძნობა, ყურადღება გაამახვილეს ექსპერტებმა. საჭიროა იმის აღნიშვნა, რომ გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რა შეცდომები დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ აგვისტოს მოვლენების დაწყებისას, პარლამენტის დეპუტატებმა შოთა მალაშხიამ და კობა ხაბაზმა უპასუხეს, რომ მისი სტრატეგიული ხაზი იყო სწორი, ხოლო შეცდომები, შესაძლებლია, ტაქტიკურ ხასიათს ატარებდნენ და ეს როდესმე აუცილებლად გამოაშკარავდება.

საქართველოს არ შეეძლო არ ეპასუხა რუსეთის ქმედებებზე, ამტკიცებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ სტუდიაში შეკრებილთათვის მათი მტკიცებები არა დამაჯერებლი აღმოჩნდა. " საქართველოს შეეძლო ომის შეჩერება, შეეძლო არ ჩართულიყო სამხედრო წინააღმდეგობაში. მით უმეტეს, რუსეთის მრავალ მილიონიან არმიასთან", - აღნიშნავდა თითქმის ყველა გამომსვლელი. მათი თქმით, არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ხლისუფლებაში არის ხალხი, რომლებიც შესაძლებლად მიიჩნევენ კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდებით მოგვარებას, სწორედ ამან მიიყვანა ქვეყანა იმ შედეგებამდ, რომლებიც მან საგვისტოში მიიღო.

"საქართველოს ხელისუფლება ქმნის მითებს, და ახლაც კი ცდილობს შემდეგი ლეგენდის გავრცელებას, რომ აგვისტოს ომი გარდაუვალი იყო. მაგრამ მე , როგორც ადამიანი, აქტიურად ჩართული ამ ხელისუფლების ქმედებებში 2003 წლიდან, და როგორც საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ვაცხადებ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ომის შეწყვეტის, არამედ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი გვქონდა", - განცახდა საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში ეროსი კიწმარიშვილმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100