RSS
на русском en in english
21.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ჟენევის შერიგება სროლების შეჩერების გარანტია არ არის

21.11.2008  |  14:32

1/8/5/85.jpegჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს, რუსეთის აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ევროკავშირის, ეუთო-სა და გაეროს დელეგაციები წარმატებებზე საუბრობენ. გააჩნია რა აქვთ მხედველობაში. შეხვედრის შედეგებს ექსპერტებიც პოზიტიურად აფასებენ და იქვე განმარტავენ: შეხვდნენ, ისაუბრეს და არ უჩხუბიათ, როგორც წინა შეხვედრაზე. ეს უკვე კარგია. თუმცა მოსკოვი და თბილისი მოკლე პაუზის შემდეგ საომარ პროვოკაციებში ისევ ადანაშაულებენ ერთმანეთს.

თავიდან იყო დაპირებები, რომ ჟენევის შეხვედრა ნაკლებად პროდუქტიული და სკანდალურიც კი იქნებოდა. შეხვედრის ორგანიზატორებმა ყველაფერი გააკეთეს რაც მათზე იყო დამოკიდებული საიმისოდ,რომ კონფლიქტის მხარეებს კარი არ გაეჯახუნებინათ. მაგალითად, გადაიჭრა ურთიერთობის საკითხი: სამუშაო ენებად რუსული და ინგლისური აირჩიეს. მანამდე როგორც საქართველო, ისე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მოლაპარაკებებში თანჯიმნის მონაწილეობას მოითხოვდნენ.

თითქოს დელეგაციების სადავო საკითხებიც მოგვარდა: პრობლემა იმით გადაიჭრა,რომ გეგმით გათვალისწინებული სხდომის ნაცვლად შეხვედრა ორი სამუშაო ჯგუფის არაფორმალური კონსულტაციის ფორმატით შეცვალეს, სადაც ყველა მხარე თანაბრად იყო წარმოდგენილი, მაგრამ. . .

თბილისში საზეიმოდ აცხადებენ, რომ ცხინვალის და სოხუმის მოთხოვნა თანაბარ სტატუსზე არ იქნა დაკმაყოფილებული. „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა მოწვევა ისე მიიღეს, როგორც კერძო პირებმა.მათი დელეგაციის სტატუსი არანაირად არ არის საქართველოს და რუსეთის სტატუსის თანაბარი.", - ამტკიცებს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტები კი პირიქით, ჟენევის მოლაპარაკებებში მათი მონაწილეობის ფაქტს, პირდაპირ დამოკიდებულებაში ასახელებენ თანაბარი სტატუსის მინიჭებასთან.

დაე, ჰქონდეს თითოეულს თავისი აზრი ამასთან დაკავშირებით,დელეგატები ხომ მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ და არც ერთი მათგანი არ წასულა. ეს უკვე პროგრესია! ამაში დარწმუნებულნი არიან მოსკოვშიც და ჟენევაშიც. ამის გარდა კიდევ რა შეფასებები გააკეთა, სამმა დედაქალაქმა, მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ უცნობია.

დავუბრუნდეთ შედეგებს, რომლებიც გამოქვეყნებულია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრტოს ხელმძღვანელის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა: ჟენევის განხილვა „ხისტი იყო" , მაგრამ „საუბარი შედგა". გაერო-ს გენერალური მდივნის სპეც-მდივანმა საქართველოში იოჰან ვერბეკმემ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ ხარისხიანი ნახტომი გავაკეთეთ წინ, უკან მოვიტოვეთ უნაყოფო პროცედურები და აზრიან დისკუსიებს შეუდექით".

ამასთან თითოეულმა მხარემ გამოავლინა პრინციპულობა და საკუთარი პოზიციების ურყეობა. შენარჩუნებული იყო ევროპის მშვიდობისმყოფელი იმიჯიც. ბრიუსელში უკვე შემდეგ რაუნდზე ფიქრობენ,რომელიც სავარაუდოდ ისევ ჟენევაში 1-2 დეკემბერს,ხოლო შემდგომ 15-16 დეკემბერს შედგება.

მართალია საქართველო თავის სკეპტიციზმს არ მალავს - თითქოს, ჟენევაში დაწყებული მოლაპარაკებები უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, ან ყოველ შემთხვევაში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი"-ს ხელმძღვანელი და „რესპუბლიკური პარტიის" წევრი პაატა ზაქარეიშვილი ვარაუდობს, მანამდე ვიდრე გამოიკვეთება „ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია კავკასიაში უფრო მკაფიოდ, რომელიც დამდეგი წლის თებერვალსა და მარტში აქტიურად ჩაერთვება მუშაობაში".

რაც შეეხება თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის დათბობას, ამას უახლოეს ხანში საქართველოში, არც პოლიტოლოგები და არც პოლიტიკოსები არ ელიან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100