RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოს წინაშე რუსლ ბიზნესაც მიუძღვის ბრალი

24.11.2008  |  14:30

1/8/9/89.jpegსაქართველოს საპარლამენტო კომისია უახლოეს პერიოდში განიხილავს რუსეთის კომპანიების უკანონო მოღვაწეობას ქვეყნის ტერიტორიაზე. საქმე ეხება რუსული მობილური კავშირის ოპერატორებს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველოში რუსულ ბიზნესზე "ზეწოლაა"?

ჯერჯერობით ქართველ პარლამეტარებს ყველაზე მეტად თვალში მობილური კავშირის ოპერატორები არ მოუვიდათ. ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს, კომუნიკაციების ნაციონალურმა კომისიამ (GNCC) "მეგაფონი" 5 ათასი ლარით დააჯარიმა, საქართველოს ტერიტორიაზე ანუ სამხრეთ ოსეთში, უკანონო მოღვაწეობისათვის. სექტემბერში, ამავე მიზეზით - 500 ათასით. პროპორციულად ჩადენილი "ცოდვისათვის". სახელდობრ, კომისიის მონაცემებით, თავდაპირველად "მეგაფონის" სიგნალი ფარავდა სამხრეთ ოსეთის ნაწილს - ცხინვალს და ჯავრის რაიონს. მაგრამ საომარი კონფლიქტის დროს, აგვისტოში არეალი გაფართოვდა და რესპუბლიკის მთელი ტერიტორია, ასევე საქართველოს გორის და ქარელის რაიონები მოიცვა.

რუსული ოპერატორი ჯიუტად უარყოფს ყველა ბრალდებას, არც პირველი და არც უკანასკნელი ჯარიმის გადახდა არ სურს.

პარლამენტარებმა სიტუაცია კონტროლზე აიყვანეს. სადეპუტატო კომისიის თავჯდომარის შოთა მალაშხიას განცხადებით , "რუსეთმა უნდა აგოს პასუხი აგრესიაზე და ანექსიაზე და ეს ეხება რუსული კომპანიების შმოქმედებას, რომლებიც მუშაობენ როგორც საბანკო სისტემებში, ასევე მობილურ კავშირებში".

ზუსტად როგორ აპირებენ " რუსული კომპანიები ქართულ სამართლებრივ მოედანზე დაბრუნებას" ეს ჯერ არ არის ნათელი. მით უფრო ძნელია ამის გაკეთება, რადგანაც მას შემდგომ, რაც ამჟამინდელმა სახლემწიფო მინისტრმა, (წარსულში ეკონომიკის მინისტრი) კახა ბენდუქიძემ აღიარა, რომ "საქართველოში იყიდება ყველაფერი , ნამუსის გარადა", რუსმა ბიზნესმენებმა, პოლიტიკურ კონიუქტურას იგნორირება გაუკეთეს და არ დაიშურეს ინვესტიციები .

ქვეყნის ენერგეტიკაში, საბანკო სფეროში, მეღვინეობაში, გადამამუშავებელ წარმოებებში და ა.შ. ლომის წილი - დიდი ხანია უკვე რუსი ბიზნესმენების ხელშია. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ 2004-2005 წლებში რუსეთი, ინვესტორთა რეიტინგის სათავეში იყო. გასულ წელს ის მეხუთე პოზიციაზე მოექცა. ახლა კი, არაოფიციალური მონაცემებით,- უკევ მეათეზე იმყოფება. ამავე დროს, ქართული წარმოების გიგანტები - ძირითადი "ატომური ელექტროსადგურები", რუსთავის ქარხანა "აზოტი", ოქროს მომპოვებელი კომბინატი "მადნეული", გადამამუშავებელი ქარხანა ბათუმში და რამდენიმე სოლიდური ალკოჰოლური კომპანია ეკუთვნის რუს ბიზნესმენებს ანდა ქართველებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100