RSS
на русском en in english
16.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საპარლამენტო გამომძიებლები მოუსმენენ სპიკერს

25.11.2008  |  11:16

24 ნოემბერს, თბილისში, ტარდება აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის კიდევ ერთი სხდომა. ის მოუსმენს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და ეკონომიკის მინისტრს ეკატერინე შარაშიძეს.

1/9/8/98.jpegკომისიის წინაშე ვალი უკვე მოიხადეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმურმა "ლიდერებმა". აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაიას თითქმის ეგრევე გამოაძევეს. აგვისტოს მოვლენებთან მას აშკარად არ ჰქონია კავშირი, არც აფხაზეთში ყოფილა 15 წლის განმავლობაში.

"სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის" ლიდერის დიმიტრი სანაკოევის მონაწილეობა უფრო სერიოზული ჩანდა. აგვისტომდე მისი სტრუქტურა რესპუბლიკის ტერიტორიის თითქმის მეოთხედს აკონტროლებდა. თუმცა, სანაკოევმა საბოლოდ გაიყო აქიშბაიასთან ხელისუფლების სადავეები. იმიტომაც დაიღვარა აღიარებებში.

"ცხინვალის მთავრობამ არაერთხელ მომმართა და სერიოზული თანხა შემომთავაზა, რათა მე დავბრუნებულიყავი, მათ აღიარეს, რომ ასეთი რანგის ადამიანის ცხინვალიდან გაშვება არ ღირდა", - განაცხადა სანაკოევმა. მან განაცხადა, რომ 2 აგვისტოს საქართველოს სამშვიდობო ძალების მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა. "1 და 2 აგვისტოს სავნეთში ქართველი სამშვიდობოები მოკლეს, სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო გამწვავება სიტუაციამ, რომელმაც კულმინაციას 7 აგვისტოს მიაღწია".

მანვე აღნიშნა, რომ "სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი" ტერიტორიებიდან 10-11 აგვისტოს 17 000 ადამიანი გამოვიდა. ჩვენი ადმინისტრაცია სოფელ ქურთაში იმყოფებოდა, ჩვენ არ ვემზადებოდით ევაკუაციისთვის და მხოლოდ 7 აგვისტოს დავიწყეთ მოსახლეობის გაყვანის ორგანიზება". ბატონმა სანაკოევმა სრული დარწმუნებით განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრისათვის ყველაფერი გააკეთა.

"ასეთი რანგის ადამიანის" მორიგი გულახდილობა ცხინვალში ერთმნიშვნელოვნად შეაფასეს. ოსურმა რადიომ და ტელევიზიამ სანაკოევზე შემდეგი რამ განაცხადა: "ნაგავი, რომელსაც ვერაფრით გამოასწორებ".

28 ნოემბერს საპარლამენტო კომისიაზე თვით პრეზიდენტი სააკაშვილია მიწვეული. საკითხების განხილვას საქართველოს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადასცემენ. სპიკერმა დავით ბაქრაძემ ახსნა, რომ " ამ კომისიის მუშაობა შექმნის საქართველოს პარლამენტარიზმის ახალი ისტორიას".

თუმცა ქვეყნის მოსახლეობა სხვა აზრზეა. ყოველ შემთხვევაში, ახლანდელი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელიც თბილის ყოველკვირეულმა გაზეთმა "კვირის პალიტრა" ჩაატარა, 46,4 პროცენტი კომისიის მუშაობას საკმაოდ ნეგატიურად აფასებს. მხოლოდ 12% დადებითად.

ოპოზიციამ აზრი საკმაოდ დამამცირებლად გამოთქვა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა: "ჩვენი მასმედიის მიხედვით, რომ ვიმსჯელოთ, საქართველომ ომი მოიგო. გერმანიაშიც რომ ტელეარხი რუსთავი 2 ყოფილიყო, იქაც დღემდე ხალხს ეგონებოდა, რომ ჰიტლერმა მოიგო მეორე მსოფლიო ომი. ჩვენ კი არა მხოლოდ ომი, არამედ ქვეყანაც წავაგეთ. ხელისუფლება კი ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა. თავდაცვის მინისტრი ადგილზე დარჩა, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. თუმცა, შეცვალეს კულტურის მინისტრი. როგორც ჩანს, მან არასწორად დაგეგმა სამხედრო ოპერაციები. მან სტალინის ძეგლი ზედმეტად მიიჩნია და გადაწყვიტა მისი გორიდან მოცილება, თითქოს მან წააგო ომი. შემდეგ რუს მწერლებს დაესხნენ თავს - ზოგმა პოლიტიკოსმა თბილისის მერიას მიმართა იმ ქუჩების დასახელების შესაცვლელად, რომლებიც ასე თუ ისე რუსეთთან არის დაკავშირებული. ეს სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების შიზოიდური ახირებები, რომლებმაც წონასწორობა დაკარგეს".

ოპოზიციური პარტია "ახალი მემარჯვენეები" კიდევ უფრო შორს წავიდა. 21 ნოემბერს გაერთიანების წამომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ გამოააშკარავა მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო კანცელარიის მინისტრი კახა ბენდუქიძე რუს აგენტებად.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100