RSS
на русском en in english
16.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სომხეთის სამოციქულო ეკლესია საქართველოს ადანაშაულებს

25.11.2008  |  11:18

1/9/9/99.jpegკვირას საქართველომ აღნიშნა "ვარდების რევოლუციის" ხუთი წლისთავი. ეს დღე ემთხვევა ქვეყნის მეტად პატივსაცემ რელიგიურ დღესასწაულს - გიორგობას (საქართველოს მფარველის - წმ. გიორგის დღე ). სამწუხაროა, რომ დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე სომხური და ქართული ეკლესიები ერთმანეთთან მორიგ დაპირისპირებაში შევიდნენ.

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის უმაღლესმა საბჭომ საპროტესტო ნოტით მიმართა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. საქმე იმაშია, რომ ამ დღეებში თბილისის სომხურ ტაძარში "წმინდა ნორაშენი" შელახეს ქალაქის მეცენატების მიხეილის და ლიდია ტამამშევების საფლავები.

ტაძრის ეზოში, ქართველი მღვდლის ტარიელ სიკინჭელაშვილის ბრძანებით შევიდა ბულდოზერი და გადაიტანა ტამამშოვების საფლავის ფილები. დაზიანებულია ასევე საკურთხეველი, კედლის მოხატულობა, ფრესკები. სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა აიძულეს დაებრუნებინათ ფილები უწინდელ ადგილას, მაგრამ სკანდალის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

"საქართველოში არ არსებობს კანონი სარწმუნოების თავისუფლების შესახებ და ამიტომაც სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართულ ეპარქიას არ გააჩნია არავითარი იურიდიული სტატუსი, შესაბამისად ჩვენ არ გვეკუთვნის ის სომხური ტაძრები და ეკლესიები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებენ", - განაცხადა სომხური სამოციქულო ეკლესიის პრესს-მდივანმა.

ინცინდენტის დარეგულირებაში მაღალჩინოსნები ჩაერთნენ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოს ელჩი. "საქართველოს ხელისუფლება დაპირდა "წმინდა ნორაშენის" ეკესიის საკითხი კონტროლის ქვეშ აიყვანაოს და აღკვეთოს მასზე ხელყოფის ფაქტები", - ასეთი კომენტარი გაუკეთა შემდგარ დიალოგს პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა. მან აღნიშნა, რომ სომხური ეკლესიის ხელყოფა არ შეესაბამება ორი სახელმწიფოს შორის მიღწეულ, ურთიერთობათა მაღალ ხარისხს. აი ჭეშმარიტად, ღმერთს-ღმერთის და კეისარს -კეისრის.

აღნიშნული ტაძრის გარშემო სიტუაციის გართულება - უკვე რიგით მესამეა. მისი განმუხტვა არც თუ ისე მარტივია. საქმე იმაშია, რომ ქართული საპატრიარქოს რწმენით, საკამათო შენობა - ეს ძველი ქართული წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაა. ასეთებად ითვლება ეკლესიები ჯავახეთშიც, საქართველოს რაიონი, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებითაა დასახლებული.

"სომხური ტაძრების კუთვნილების პრობლემა, საქართველოში ჯერ კიდევ 1994 წლიდან არსებობს. თავის დროზე სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნოდა დაახლოებით სამი ათეული საკულტო ნაგებობა. დღეს საქართველოს სომხურ ეპარქიას მხოლოდ ორი სომხური სამოციქულო ეკლესია ეკუთვნის. "ნორაშენის" ტაძრის კუთვნილების საკითხი ასევე გადაუჭრელი რჩება ", - განაცხადა ეჩმიაძინის პრესს-მდივანმა, მღვდელმა ვაგრამ მელიქიანმა.

პასუხის გაცემა, ვინ არის აქ მართალი ან მტყუანი , რთულია. როგორც ჩანს, სომხურ და ქართულ კონფესიებს შორის კუთვნილებებზე კამათში კომპრომისის გამოძებნა არარეალურია. ამასთან, ეს კონფლიქტი გვახსენებს დღევანდელ საქართველოში ყველაზე პრობლემურ საკითხს - ნაციონალურს.

ხუთი წლის განმავლობაში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ახალგაზრდა დემოკრატებმა მოახერხეს "სასიკვდილოდ" დაცილებოდნენ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, ომის პირამდე მიეყვანათ წინააღმდეგობა ჩრდილოელ მეზობელთან. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს აბრაამ ლინკოლნის მფრინავი ფრაზა "მე ვამარცხებ ჩემს მტრებს იმით, რომ მათ მეგობრებად ვაქცევ" "ახალგაზრდა რეფორმატორების" ცხოვრებაში პირდაპირ უკუღმა გარადისახა. ისინი მეგობრებს მტრებად აქცევენ. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შექმნილი ვითარება, დღეს იძულებულია საერთაშორისო საზოგადოებამ გადაჭრას. ამასობაში სულ უფრო ხშირად უჩნდებათ პრეტენზიები ხელისუფლებისადმი საქართველოში სომხურ და აზერბაიჯანულ დიასპორებს. ექსპერტები გვაფრთხილებენ, ეს შესაძლოა ძალზედ მწარედ მოუბრუნდეს ქართულ ხელმძღვანელობას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100