RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართული ოპოზიცია მოსკოვთან არ ურთიერთობს

26.11.2008  |  13:56

1/0/0/100.jpegმიხეილ სააკაშვილის უკანასკნელი ვერსიით, ქართველ ხალხს ორი მტერი ჰყავს- სიღარიბე და რუსეთი. ეს ლამის ერთადერთი პოსტულატია, რომელიც არ იწვევს აზრთა სხვადასხვაობას ქვეყნის მთავრობასა და ოპოზიციას შორის. მხოლოდ ერთ მინიშნებაზეც კი მოსკოვთან დიალოგზე , ოპოზიციის უმრავლესობა განზე დგება.

გასულ კვირას პარლამენტის ყოფილი წევრი ლევან პირველი, რომელშიც აქამდე არივის ეპარებოდა ეჭვი, როგორც ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის წარმომადგენელზე ევროპაში, რუსეთის დედაქალაქს ეტუმრა. რისთვის?

ქართული სააგენტო GHN თავდაპირველად იტყობინებოდა - პირველ რიგში ესტუმრა მოსკოვს იმისათვის, რომ: მიიღოს მონაწილეობა კონფერენციაში "ცივილიზაციების ომი", რომელიც "რუსული გაზეთის" მიერ იყო ორგანიზებული, ხოლო შემდგომ თავად პირველის სიტყვებზე დაყრდნობით, გადმოსცა, რომ ის აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან, მათ შორის სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან და ფედერაციის საბჭოსთან.

დღეს კი, იგივე სააგენტო ასეთ ციტირებს ახდენს შერისხული პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის: "მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებს სამი მხარე: ქართული, რუსული და ევროპული, ხოლო მე მონაწილეობას ვიღებ როგორც საქართველოს წარმომადგენელი". ამასობაში, ოპოზიციონერთა რიგებში არავინ აღფრთოვანდა როგორც მოსკოვთან დაწყებული დიალოგით, ასევე მოლაპარაკებების ფორმატით. უფრო მეტიც, ქართული რეჟიმის მოწინააღმდეგეები, რომლებიც სხვა და სხვა პარტიებს, მოძრაობებს და მიმდინარეობებს ეკუთვნიან, უცბად და ერთხმად განუდგნენ ლევან პირველს.

მიზეზები კი შემდეგი მოყავთ.

პირველის თანაპარტიელი, მრეწველთა პარტიის ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ახცადებს: "არაფერია ცნობილი მის მიერ, ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის რანგში რუსეთში გამართული მოლაპარაკებების შესახებ. საერთოდ მე არ ვფლობ ინფორმაციას ევროპაში ასეთი საბჭოს არსებობის შესახებ და არასოდეს მიმიღია მონაწილეობა ასეთ მოლაპარაკებებში".

კონსერვატიული პარტიის ლიდერი კახა კუკავა: "გაერთიანებულ ოპოზიციას არანაირი კავშირში არ აქვს ამ ადამიანთან. შესაძლოა ის წარმოადგენს რომელიმე ჯგუფს, მაგრამ მე ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს".

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია: "ევროპაში საერთოდ არ არსებობს ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო და შესაბამისად, შეუძლებელია ლევან პირველი იყოს მისი თავმჯდომარე. ჩვენ არანაირ კავშირში არ ვართ ამ ადამიანთან. უნდა გაირკვეს, რომელ ოპოზიციას გულისხმობს ის და რომელი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეა".

ლეიბორისტები, რომლებიც ადრე აპირებდნენ მოსკოვთან დიალოგს, ასევე უარყოფენ ევროპაში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს არსებობის ფაქტს. გარდა ამისა, ერთ-ერთმა მათგანმა , სოსო შატბერაშვილმა განაცხადა : "ინფორმაცია, იმის შესახემ რომ ლევან პირველი აწარმოებს რუსეთთან რაღაც შეხვედრებს, ჩვენ მას-მედიიდან შევიტყეთ. ლევან პირველი ჩვენ არ დაგვკავშირებია".

მაშ იყო თუ არა შეხვედრები? ზემოთ ნახსენები ლევან პირველის ციტატის გარდა არანაირი შეტყობინებები და კომენტარები არ გაჟღერებულა -არც რუსეთის და არც დასავლური მედია საშუალებებით.

ქართველი ოპოზიციონერების დემარში კი ამტკიცებს: პოლიტიკოსები, რომლებიც იზიარებენ ნაწილობრივ მაინც რუსეთის პოზიციას საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში, შიდაპოლიტიკურ არენაზე, საქართველოში უბრალოდ არ არსებობენ და არც იქნებიან, როგორი სიტუაციაც არ უნდა აეწყოს ქვეყნის შიგნით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100