RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

მზად არიან თუ არა საქართველო და რუსეთი ერთმანეთის მოსასმენად?

26.11.2008  |  17:45

1/0/2/102.jpegაგვისტოს მოვლენების მოვლენებიდან 3 თვის შემდეგ კითხვა, თუ ვინ დაიწყო ომი, მღელვარე დებატებს და კამათს აღარ იწვევს. მსოფლიო საზოგადოებამ აღიარა: ომი საქართველომ დაიწყო. ადგილობრივი ოპოზიცია სკანდირებს: ქვეყნის გადასარჩენად ომი აცილებულება სავალდებულო იყო.

ყოველ კვირეული გამოცემის „კვირის პალიტრა" საზოგადოებრივმა გამოკითხვამ აჩვენა,რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელისუფლების ყევლაზე დიდ შეცდომად და პოლიტიკურ მარცხად რუსეთთან ომს მიიჩნევს.

ხელისუფლება კი შელოცვასავით იმეორებს: სხვა გამოსავალი არ იყო. როგორც ჩანს რუსეთის მისამართით გამოთქმული ბრალდებები ამჟამად რუსეთის გამართლებამ შეცვალა. აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა: „საქართველოს რუსეთისაგან არასოდეს მიუღია იმის პირობა, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლის სანაცვლოდ ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს მიიღებს". როგორც ჩანს აქ შემდეგი ლოგიკაა, როგორც კი საქართველო ნატო-ში შევა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ესეიგი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ჩათვლით ალიანსის ბაზები განთავსდება. რასაც რუსეთი არანაირი ფორმით არ მოითმენს. აქედან გამომდინარე - ომი გარდუვალია.

ბაქრაძის თქმით, მოსკოვის მისამართით კონკრეტული კითხვები იყო. იყო ასევე თქოვნა: დეტალურად აიხსნას თუ რატომ წარმოადგენს საქართველო რუსეთისათვის პრობლემას და რატომ არის საშიში? თუმცა კონკრეტული და ნათელი პასუხები არასოდეს ყოფილა. „ჩვენ მხოლოდ შემდეგი შინაარსის პასუხი მივიღეთ: „თქვენ თავად იცით ჩვენ რა გვინდა",- აღნიშნა სპიკერმა.

ბატონ ბაქრაძეს თავისი გულწრფელობის დასტურად ბიბლიაზე არ დაუფიცია და იქნებ ამიტომაც მისი ტყუილში გამოჭერა რთული არ არის.

აგვისტოს მოვლენებამდე ორი თვით ადრე მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთთან 2000 წელს დადებული შეთანხმებიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ. 1991 წლის ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ამ დოკუმენტის შესაბამისად მიმდინარეობდა ეკონომიკის აღდგენა და იქმნებოდა პირობები დევნილთა დასაბრუნებლად. მაშინვე ივნისში ქართულ მხარეს შესთავაზეს შეთანხმებაზე ხელმოწერა,რომლის მიხედვითაც იგი არ გამოიყენებდა ძალას სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებაში. დევნილთა დაბრუნებაზე რუსეთი მხოლოდ ამ პირობით იქნებოდა თანახმა, მაგრამ წინადადებაზე უარი მიიღეს. სისხლისღვრამდე სამი კვირით ადრე შეთანხმების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: „ეს თემა მთლიანად თითიდან გამოწოვილია. ჩვენ არ ვესვრით ჩვენივე თანამემამულეებს".

მოყვანილია ასეთი არგუმენტიც: თითქოს ადრე ხელმოწერილი შეთანხმებები მაინც არ სრულდება. არც დევნილები დაბრუნებულან საკუთარ სახლებში და არც ურჩი რეგიონები ჩქარობენ საქართველოს ნიშნის ქვეშ დადგომას. . . აი აქ კი საქართველოს ხელისუფლებას ვერც ტყუილში და ვერც ეშმაკობაში ვერ გამოიჭერ. თუმცა რაც შეეხება ნატო-ში შესვლის საკითხს, აფხაზები და ოსები ალიანსთან თანამშრომლობის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. ამიტომაც მოსკოვსა და თბილისს შორის უთანხმოება წლიდან-წლამდე იზრდებოდა.

გასაგებია, თუ რატომ არ მოეწერა ხელი თანამშრომლობის და მეგობრობის შესახებ შეთანხმებას. რუსეთი მოითხოვდა, რომ ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ყოფილიყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე მესამე ქვეყნების დამოუკიდებელი ბაზები არ განთავსდებოდა. საქართველო ამბობდა, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში თითქოს არსებობს დადგენილი ფორმატი, რომელშიც ნებისმიერი შესწორების შეტანა დაუშვებელია, მაგრამ ქვეყანა ზეპირი პირობის მისაცემად მზადაა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100