RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ვარდების რევოლუცია: პირველი ხუთწლეულის შედეგები

27.11.2008  |  09:40

ვარდების რევოლუციის შედეგები და გაკვეთილები, ქვეყნის მიერ განვლილი გზის შეფასება - ეს იყო, სამშაბათს საღამოს, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში თოქ-შოუ "ბარიერის", მონაწილეების ძირითადი განსჯის თემა.

1/0/6/106.jpegდღესდღეობით "კავკასია"- ერთადერთი ქართული ტელეკომპანიაა, რომელიც ეთერში უშვებს პოლიტიკურ დებატებს და თოქ-შოუს, თუმცაღა, ახალი წლიდან ანალოგიური გადაცემების ეთერში ჩაშვებას პირდება ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობაც.

დისკუსიაში მონაწილეების რიცხვში, ამჯერად საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი წარმომადგენლები არ იყვნენ, რამაც სერიოზული საყვედური გამოიწვია გადაცემის წამყვანის, ჟურნალისტის ალექსანდრე ელისაშვილის მხრიდან.

მისი თქმით, მან რამდენჯერმე დაურეკა მთავრობის და პარლამენტის მთელ რიგ წარმომადგენლებს და სთხოვა გადაცემაში მოსვლა, მაგრამ ყველანი ერთხმად აცხადებდნენ, რომ მათ არ სცალიათ და არ იქნებიან ქალაქში.

"ისინი საჯარო მოხელეები არიან, იღებენ ხელფასს იმ გადასახადების ხარჯზე, რომელსაც სახელმწიფო ჩვენგან იღებს, რიგითი მოქალაქეებისაგან და ისინი უბრალოდ ვალდებულნი არიან მოვიდნენ გადაცემაში",- აღნიშნა წამყვანმა.

გადაცემაში მოვიდნენ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მომხრეები, დღევანდელი ოპოზიციონერები - რესპუბლიკური პარტიის წევრი თინათინ ხიდაშელი, მწერალი რატი ამაღლობელი და პოლიტოლოგი გიორგი მარგველაშვილი. დისკუსიაში მონაწილეობას ღებულობდნენ ასევე ჟურნალისტები გიორგი უძილაური, ია ანთაძე, ლუბა ელიაშვილი და ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.

ყველა გამომსვლელი ერთსულოვანი იყო ახლანდელი სიტუაციის შეფასებისას: სააკაშვილის ხელისუფლებამ დასახული ამოცანები არ შეასრულა, მან თავისი თავი ბოლომდე ამოწურა, ჩაიკეტა ნაჭუჭში და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მისი ხელისუფლებიდან წასვლა იქნებოდა.

ახლახანს გამართული აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომის შემდეგ, თოქ-შოუს მონაწილეებს არ შეეძლოთ არ შეხებოდნენ ეროსი კიწმარიშვილის ჩვენებების თემას, მაგრამ თავმჯდომარის და კომისიის წევრების გაკრიტიკებასთან ერთად მათ ყოფილი ელჩიც გააკრიტიკეს. თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოვლენებზე ყვებოდა ჭორის დონეზე და არ ამტკიცებდა თავის სიტყვებს დოკუმენტებით, რაც მისთვის, როგორც ელჩისთვის უპატიებელია. გივი თარგამაძის ქცევა კი, რომელმაც ეროსი კიწმარიშვილს საწერი კალამი ესროლა, ხიდაშელმა შეაფასა როგორც თავხედი დეპუტატის ქმედება და გამოხატა გაკვირვება იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის არც ერთ წევრი ამ ფაქტმა არ აღშფოთა, სამაგიეროდ ყველა ერთხმად კიცხავდა კიწმარიშვილს, რომელმაც ხელისუფლების გაკრიტიკება გაბედა.

სერიოზული ბრალდებები სააკაშვილის და მისი მთავრობის მისამართით კიწმარიშვილის ჩვენებებში ვერც ლუბა ელიაშვილმა ვერ აღმოაჩინა, მან რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ელჩს ბრალი დასდო, იმაში, რომ მან თავისი ბრალდებები არ დაადასტურა დოკუმენტალურად და განსჯის საგანი მთავრობის წარმომადგენლებთან პირადი საუბრები გახადა.

"მე მოვისმენდი ყოფილი ელჩისგან, ისევე როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრისაგან ირაკლი ოქრუაშვილისაგან არა ბრალდებას ყოფილი თანამოაზრეების მისამართით და არამედ მონანიებას, ისინიც ხომ გადადგომადე იღებდნენ მონაწილეობას ყველა იმ უკანონობაში, რაშიც დღეს ადანაშაულებან მთავრობას",- განაცხადა ელიაშვილმა.

ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა, თავის მხრივ აღნიშნა, რომ საქართველოს მართავს ბოროტმოქმედი ხელისუფლება და კომისიებში სხედან ისინი, ვინც სინამდვილეში დასაკითხთა როლში უნდა იყვნენ.

"ჩვენ დამნაშავე მთავრობა გვყავს და რასაც ჩვენ ვხედავთ ე.წ. კომისიის სხდომებზე, -ეს ფარსია. უნდა მოვკითხოთ მათ, ვინც ეხლა შეეკითხვებს სვამენ, - გივი თარგამაძეს, გიორგი გაბაშვილს და სხვებს", - აღნიშნა ადვოკატმა.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია საერთოდ არ არსებობს, ხოლო ის დეპუტატები, რომლებთაც ევალებათ ხელისუფლების ოპონირება, თავის როლს არ ასრულებენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100