RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სააკაშვილს უკანასკნელი მოკავშირეებიც ტოვებენ

27.11.2008  |  14:47

1/0/7/107.jpegთუ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ქვეყნები სცოდავდნენ „არაპროგნოზირებადი წარსულით", საქართველომ ყველას გადააჭარბა. აქ არაპროგნოზირებადი წარსული და ასევე ბუნდოვანი აწმყო აქვთ, ამიტომაც არა თუ რაიმეს პროგნოზირება, არამედ გამოცნობაც კი შეუძლებელია.

გუშინ აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე საქართველოს ყოფილი ელჩის რუსეთში ეროსი კიწმარიშვილის გულწრფელობა, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ვერსიის საფუძველი გახდა. მან სააკაშვილი  დაადანშაულა ამ ავანტიურაში და იმაში რომ, აგვისტოს მოვლენებისათვის  მზადება რამდენიმე წლით ადრე დაიწყო.

კომისიის თავმჯდომარე, მეამბოხეს  სისხლის სამართლის საქმეს დაჰპირდა.  მაგრამ არა სახელმწიფოს მეთაურის გამოაშკარავებისათვის, არამედ... დიპლომატიური პოსტზე გამოჩენილი გულგრილობისათვის, კერძოდ ელჩი მალავდა ინფორმაციას, რომელიც ვალდებულებისამებრ  საგარეო საქმეთა სამონისტროსათვის  უნდა მიეწოდებინა.  

თავის მხრივ, კიწმარიშვილი ირწმუნება, რომ ქვეყნის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლებს ქონების ექსპროპრიაციისათვის  და განმარტა: სააკაშვილმა მას პირადად წაართვა წილი ტელეკომპანია „რუსთავი2"-ში.

შეგვიძლია კონსტანტირება: პრეზიდენტს მისი ყოფილი მოკავშირეები ტოვებენ. მიხეილ სააკაშვილისა და აწ გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას (რომელიც დაიღუპა 2005 წელს, დღემდე გაურკვეველ ვითარებაში) გუნდთა ინტერესები პირისპირ  შეეჯახნენ ერთმანეთს.

შეჯახების ინიციატორად სწორედ  ეროსი კიწმარიშვილი გამოვიდა. მან მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, თავად გამოთქვა სურვილი ჩვენება მიეცა დროებითი კომისიისათვის. გუშინდელ დღემდე, მისი სამუშაოდან სენსაციებს არავინ ელოდა. საქართველოს პარლამენტი, უკრაინის რადა არ გახლავთ და მიხეილ სააკაშვილი თავისი ნათესავი იუშენკოსაგან განსხვავებით დეპუტატებთან საერთო ენას მშვენივრად პოულობს. გასაკვირი არ არის,რომ წინა გამოსვლები მხოლოდ პრეზიდენტის დადგენილებას ამყარებდა: „საქართველო იძულებული იყო რუსეთის აგრესიისათვის ეპასუხა".

თვით ბრიგადის გენერალი მამუკა ყურაშვილი, რომელმაც ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა, კომისიის სხდომაზე გამოსვლისას ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის გამართლებას ყველანაირად ცდილობდა. „ზემოდან არანაირი მითითება არ მიმიღია და საერთოდ მე კანტუზირებული ვიყავი"-განაცხადა მან. მაგრამ ქარიშხლის აცილება თვით ისეთ წყნარ ყურეში,  როგორიც დროებითი საგამომძიებლო კომისიაა, არ მოხერხდა...

ამჟამად ეროსი კოწმარიშვილი საქართველოს, რუსეთის და დასავლეთის მედია-საშუალებების მთავარი გმირია. მისის ჩვენება ციტატებად გაფრინდა:„2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებაში პირადად მიხელ სააკაშვილია დამნაშავე", „ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მან აქტიურად დაიწყო აფხაზეთში ომისათვის მზადება", „დასავლეთმა სააკაშვილს მწვანე შუქი მისცა", საქართველოს აგვისტოს მოვლენების თავიდან აცილება შეეძლო, მაგრამ სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში „უაზროდ" მოიქცა".

საპარლამენტო უმრავლესობას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, „ახალგაზრდა რეფორმატორებს" როგორც სჩვევიათ, თავიანთი საუკეთესო ტრადიციების მიხედვით მოიქცნენ. ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების  საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ  გივი თარგამაძემ, კიწმარიშვილისათვის პირის დაკეტვა ფიზიკურად სცადა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ხელჩართული ბრძოლის გაჩაღებაში,  მას კოლეგებმა შეუშალეს ხელი. თარგამაძემ ოპონენტისათვის მხოლოდ კალმის სროლა მოასწრო.

ახლა ისევე როგორც სააკაშვილის სხვა მოწინააღმდეგეებს, კიწმარიშვილსაც „კრემლის აგენტად" სცნობენ. ეს სავსებით პროგნოზირებადია, იმ ზემოთ ხსენებული არა პროგნოზირებადობისგან განსხვავებით. რუსეთის სასარგებლოდ  შპიონაჟში ეჭვმიტანილია ყველა, ვინც სხვაგავარად ფიქრი გაბედა.

მითუმეტეს, რომ როცა კიწმარიშვილი ელჩი იყო, მასა და მიხეილ ნიკოლოზი ძეს შორის შავმა კატამ გაირბინა. კულუარული ინფორმაციით დიპლომატის გამოწვევის მიზეზი, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან უკმაყოფილება გახდა. მას რუსეთში კიწმარიშვილის „საეჭვო" კონტაქტები აღიზიანებდა, კერძოდ კი რუსეთის ფედერაციაში ქართული დიასპორის პრო-რუსულად განწყობილ ლიდერებთან მჭიდრო კავშირები.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100