RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ვინ მოკალი შვილო?

27.11.2008  |  18:00

1/0/8/108.jpeg"როგორ თუ ვინ? - წაიბურდღუნებს თქვენი პირმშო, მოაცილებს რა კომპიუტერს უბიწო მზერას. -  ქართველი (ანდა რუსი, ოსი, უკრაინელი, პოლონელი...) . ის ხომ ჩემი მტერია! შენ რა პატარა ხარ - თვითონ ვერ ხედავ?" და შესაძლოა პირმშომ საბოლოოდ დაგამციროთ, არც თუ ისე ბავშვური, მაგარამ ნამდვილად მაგარი მეომრის ჭეშმარიტებით: "თუ  მე პირველი ვერ მოვასწრებ, მაშინ ის მომკლავს მე!"

ეს მოგონილი დიალოგი, ძალიან მალე, 2008 წლის ბოლომდე, შეასაძლოა რეალობად იქცეს. სწორედ ეს ვადა მიუთითა ერთმა ცნობილმა რუსულმა კომპანიამ, თავისი დამაინტრიგებელი პროექტის ინტერნეტში ანონსირებისას. კერძოდ კი : სრულდება სამუშაო "კომპიუტერულ თამაშზე, ახალ ომზე- რუსეთის ფედერაცია, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის წინააღმდეგ ".

თამაშს სახელწოდებაც არ აქვს სახუმარო: "დაპირისპირება: იძულება მშვიდობისაკენ".

სცენარის მოკლე აღწერილობა.

"დგას 2009 წელი. რუსეთ - საქართველოს აგვისტოს ხუთ დღიანი ომის შემდეგ, გავიდა სულ რამდენიმე თვე, რომლის შემდეგაც სააკაშვილმა მიიღო თავისი დასავლელი მეგობრების მხრიდან მხარდაჭერა და გაბედა  აფხაზეთის და ოსეთის მორიგი დაპყრობა ეცადა. არ დარჩენილა გვერდით, არც ნატოს ბლოკი, წამოაყენა პოლონეთი როგორც თავისი წარმომადგენელი, ასევე უკრაინა, რომელმაც განახორციელა სევასტოპოლის შავი ზღვის ფლოტში ბლოკადა. რუსეთი ვერ დარჩებოდა გვერდით და საპასუხო დარტყმა მიაყენა ".

და იმისათვის რომ ახალგაზრდა ტვინებმა ბოლომდე გაიაზრონ, ხოლო ნორჩმა გულებმა ღრმად შეიგრძნეს მთელი უტყუარი სიძლიერე "საპასუხო დარტყმისა" და საბოლოო გამარჯვების სიტკბო, იმავე სუსტ მტერზე, ურთიერთ მოპაექრე არმიებს გააჩნიათ  სუპერ თანამედროვე შეიარაღება. საომარი გემები აღჭურვილია რაკეტებით "მალაქიტი ", "გარპუნი" და მფრინავი რაკეტებით "ტომაგავკი". ცაში ფეთქდება უპილოტო საფრენი აპარატები. ხოლო ბავშვის წარმოსახვაში არსებულ მკველობის სახმელეთო საშუალებებზე, ხომ ლაპარაკიც ზედმეტია...

"საოცრად მაღალია რეალიზმის დონე", თავმდაბლურად აღნიშნავევ პროექტის ერთ-ერთ ღირსებას, ავტორები და მართლაც. უნაკლო ხარისხის დამაჯერებლობით იქება წარმოდგენილი საომარი მოქმედების თეატრი : კავკასიის მხატვრული ბუნება, ცნობადი მიდამოები, აფეთქების ტალღების დარტყმის ეფექტები, დასახიჩრებული ტექნიკა, დაზიანებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და ა.შ. ერთი სიტყვით, ბევრია გაკეთებული იმისათვის, რომ მოაჯადოვონ ბავშვი, აუბნიონ თავი -რეალური "პიფ-პაფ", "ოი, ეი, ეი"-თი .

მართალია კვდება ამ შემთხვევაში არა "ყურცქვიტა" და არა აბსტრაქტული ზღაპრის პერსონაჟი, არც ფაშისტი, წყეული დამპყრობელი, რომელმაც სახალხო სიძულვილი დაიმსახურა, არამედ სხვა, იმ ხალხის წარმომადგენელი, რომელიც "უხსოვარი ცარიზმის" დროიდან ითველბოდა მოძმედ, რომელიც გმირულად, მხარ და მხარ სსრკ-ს მრავალნაციონალურ სხვა მეომრებთან ერთად ებრძოდა ფაშისტებს.

სხვათაშორის, დიდი სამამულო ომის შემდეგ მასიურმა ცნობიერებამ უცებ ვერ აღიქვა მარტივი ჭეშმარიტება: გერმანიის გასულელებული ხალხიც დაშავდა და მან შვა არა მხოლოდ ჰიტლეტი, იყო გოეთე , ჰეინე, შოპენგაუერი, ჰოფმანი და მრავალი სხვა, რომლებიც მსოფლიო კულტურის სიამაყეს წარმოადგენენ...

საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტი ერთადერთი პიროვნება არაა, რომელიც მისმა ხალხმა არგუნა კაცობრიობას. დარწმუნებულნი არიან თუ არა "საქართველოს წინააღმდეგ ახალი ომის" ავტორები, იმაში, რომ ნორჩი მეომერებისათვის სიტყვა "ქართველი" არ დარჩება სამუდამოდ სიტყვა "მტრის" სინონიმი?  რომ ისინი შეძლებენ სიამაყით აღმოაჩინონ თავისთვის სახელები, - მაგალითად მეფე დავით აღმაშენებელი, პოეტი შოთა რუსთაველი, მხატვარი ნიკო ფიროსმანი , დღევანდელი თანამედროეობიდან - რეჟისორი გიორგი დანელია, მსახიობი სოფიკო ჭიაურელი, მომღერლები ზურაბ სოტკილავა, ნანი ბრეგვაძე, თამარ გვერდწითელი, მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი, ფეხბურთელი დავით ყიფიანი...

მაგრამ....მოკვლა და განადგურება - აი რაში იქნებიან მაგრები! მტრების განადგურება, რომლებიც სინამდვილეში არიან - რეალურად არსებული სახელმწიფოს, კონკრეტულად გამოსახული იმავე აზარტულ თამაშში გეოგრაფია-ტოპოგრაფიით, მოქალაქეები. რომ აღარაფერი ვთქვათ, აგვისტოს მოვლენების პირდაპირ ხსენებაზე, რომელიც სასარგებლოა და უნდა ახსოვდეთ პოლიტიკოსებს და არამც და არამც ბავშვებს. არც თუ ისე დიდი ღირსება და დიდება შემატა ამ მოვლენებმა ორივე მხარეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100