RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

რაისი საქართველოსა და უკრაინისთვის მაპი-ს მინიჭებას დაჟინებით აღარ მოითხოვს

28.11.2008  |  18:09

8/4/6/846.jpegა.შ.შ.-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურების უახლოეს შეხვედრაზე იგი საქართველოს და უკრაინის ალიანსის წევრობისათვის სამოქმედო გეგმის ( მაპ-ის) მოითხოვნაში აღარ იქნება კატეგორიული.

რაისმა დააზუსტა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში მიღების იდეა დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის და არა აშშ-ს.

„არის ბრიტანეთის, მაგრამ ხაზსს უსვამ არა აშშ-ს იდეა, გადაისინჯოს ბუქარესტის დეკლარაციის შესრულების სხვა გზები. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს და უკრაინის ნატო-ში მიღებისას გაცილებით დაბალი კრიტერიუმები იქნება გამოყენებული. ეს ასევე არ ნიშნავს პროცესის მიმდინარეობის დაჩქარებას" - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

გენერალურმა მდივანმა თავისივე კოლეგები, ცოტა არ იყოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელთა უმრავლესობა უკანასკნელ მომენტამდე, საქართველოს და უკრაინის ალიანსში მიღებას დაუყოვნებლივ მოითხოვდა, რა თქმა უნდა მაპი-ს გვერდის ავლით.

როგორც ჩანსმ კონდოლიზა რაისმა რეალობა გაითვალისწინა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ამ ქვეყნებისათვის ალიანსის სამოქმედო გეგმას მინიჭების საკითხს, რეგულარულად ჭრიან საფრანდეთი და გერმანია. ამის თაობაზე ერთი დღით ადრე უკრაინაში აშშ-ს ელჩმა უილიამ ტეილორმა შეშფოთება გამოხატა. „ალიანსის რამდენიმე წევრმა ნათლად გამოხატა, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს დეკემბრის სამიტზე მაპ-ს არ მიიღებენ. თუ მაპი-ს მიღება შეუძლებელია, ჩვენ სხვა გზებს გამოვნახავთ იმის მისაღწევად, რაც უკრაინისა და საქართველოს ლიდერებს და ხელისუფლებას სურს. შესაძლოა შეერთების ყველა ტრადიციული პროცესი უკვე არააქტუალურია. იგი იმდენად პოლიტიზირებული და კონტრავერსიულია, რომ მასზე უარის თქმა ღირს. არსებობს სხვა გზები მთავარი ეტაპის, ნატო-ს წევრობის მისაღწევად".

ამ იდეას თბილისში სიხარულით შეხვდნენ. სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა მაშინათვე გვაუწყა, თუ რა უნდა გააკეთონ ამერიკელებმა, რათა სააკაშვილის ადმინისტრაციამ თავი უფრო მშვიდად იგრძნოს.

„ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში შესასვლელად ახალი მექანიზმი უნდა შეიმუშაოს. პოლონეთს მაპი არ ჰქონდა და ამის მიუხედავად იგი ალიანსშია. აქედან გამომდინარე საქართველოსა და უკრაინისთვის ალიანსში მიღების ახალი ფორმულა უნდა შეიქმნას."-განაცხადა მინისტრმა.

მართალია, ბერლინი და პარიზი ახალ ფორმულასაც აუცილებლად გააპროტესტებს. ასეთ მიუღებლობის პოზიციაზე, მათი მისამართით პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ უკვე გამოთქვა პრეტენზიები. კაჩინსკიმ თავის მორიგი გაბედნიერების, ახალგორთან სროლის შემდეგ განაცხადა:

„მე ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი უხერხულ სიტუაციაში ჩავაყენე. მათი მტკიცება, რომ რუსეთმა შეთანხმება შეასრულა გარკვეულ ფილოსოფიას სცდება. პირველ რიგში რუსეთისათვის დათმობა, მეორე რუსეთისათვის დათმობა და მესამე რუსეთისათვის დათმობა. თქვენ მკითხავთ, მეოთხე? რუსეთისათვის დათმობა"!

სარკაზმი პირველ რიგში საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის ეკუთვნოდა. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მან ეს ვერ შეამჩნია. სამაგიეროდ პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა სასწრაფო გამოძიების დაწყების შესახებ დაპირება გააკეთა. იმის გასარკვევად თუ რა მოხდა კაჩინსკის საქართველოში ვიზიტისას და საქმეში შინაგანი უშშიშროების სააგენტო ჩართო(АВБ) . 26 ნოემბერს სპეც-სამსახურის მოხსენება გაჩნდა. მისი ციტირება ვარშავის „დზენნიკ"-ში გამოქვეყნდა. „გასროლები საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების მანქანის ახლოს, ქართული პროვოკაციაა". გაზეთმა დაამატა, რომ შინაგანი უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელმა კშისტოფ ბონდარიკმა ეს დოკუმენტი 16 ძირითად პოლონელ პოლიტიკოსს გაუგზავნა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100