RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველომ ცხინვალი 53 წუთში დაიკავა

01.12.2008  |  14:23

ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემები საქართველოს ჯარს 9 აგვისტოს გაუჩნდა, როდესაც რუსეთის ავიაციამ ქალაქის დაბომბვა დაიწყო.

"ამის შემდეგ ქართულ ჯარებს რამდენჯერმე მოუწიათ უკან დახევა. ბევრი ამბობს, თითქოს ჩვენ ცხინვალი არ აგვიღია. ეს ასე არაა. ბრძანებიდან 53 წუთში ცხინვალი მთლიანად ჩვენი იყო", - გააკეთა კომენტარი საომარმა მინისტრმა.

8/5/9/859.jpegრამდენადაც არ უნდა იყოს გასაკვირი, კომისია არ დაეჭვებულა. როგორც ჩანს, დეპუტატები კარგად ვერ არიან არითმეტიკაში. მოვლენების სარწმუნო ქრონოლოგია დიდი ხანია ცნობილია მთელი მსოფლიოსთვის. 8 აგვისტოს ღამით პირველის ნახევარზე, ქართულმა ჯარმა დაიწყო ცხინვალზე შეტევა. 14:00 -ზე სააკაშვილი ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა, რომ ქართულ ჯარებს ქალაქში საომარ მოქმედებებზე, სამ საათიანი მორატორიუმი შემოაქვთ იმისათვის, რომ იქედან ლტოლვილები გამოიყვანონ. გამოდის, რომ აღნიშნული 53 წუთი 2 დღე-ღამეზე გაიწელა. რის შემდეგაც ქართულმა ჯარმა დაიხია, ისე რომ ვერ მოასწრო ცხინვალის მთლინად დაკავება.

კეზერაშვილის თქმით, ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს , იმისათვის, რომ არ დაეშვათ რუსული არმიის გაშლა და საქართველოს შეაირაღებული ძალების მთლიანი განადგურება.

"რუსული ჯარის შეყვანა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 20 ივლისს დაიწყო, როდესაც როქის გვირაბთან გადმოსხეს პსკოვის დივიზიის საომარი-საჰაერო ძალის ქვედანაყოფები, - ირწმუნებოდა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი. - 25 ივლისისათვის იქ მივიდა ვოლგოგროდის მე-20 მოტომსროლელი ბრიგადა, ნოვოროსიისკის მე-7 სადესანტო-საშტურმო დივიზია და ბუდონოვსკის მოტომსროლელი ბრიგადა".

გეოგრაფიაშიც ვერ ერკვევა კარგად მინისტრი. ამ გვირაბში შესასვლელი ყოველთვის რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. რუქაში აბნეულმა მინისტრმა 7 აგვისტოს საღამოს, საქართველოს პრეზიდენტს მოახსენა არსებულ სიტუაციაზე, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების მოძრაობაზე და შეთავაზა არ დაეშვათ მათი გაშლა, რათა ქართული ჯარი სრულად არ განადგურებულიყო.

მართალია, არსებობს ერთი არასასიამოვნო წვრილმანი. 7 აგვისტოს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჯერ არ აწარმოებდა საომარ მოქმედებებს. როგორც ჩანს, საომარი მინისტრი იქედან გამომდინარეობდა, რომ რუსეთს შეუძლია ჯარის კონცენტრირება თავის ტერიტორიაზე მხოლოდ საქართველოზე თავდასხმის გამო. ამიტომაც გადაწყვიტა არ დაეშვა "გაშლა" , ცხინვალში ჯარების შეყვანით.

თუმცაღა, შესაშინებელი გაშლა მაინც მოხდა. კეზერაშვილი პატივისცემას იმსახურებს -ის იყო პირველი, ვინც ზღურბლიდანვე არ დაიწყო ქართული იარაღის დიად გამარჯვებებზე მოყოლა და განაცხადა მარცხზე.

"საომარი თვალსაზრისით ჩვენმა ჯარმა მარცხი განიცადა. მე არ მგონია, რომ რეგიონში არსებობდეს ისეთი არმია, რომელიც თავისი რაოდნეობით შეძლებს აღუდგეს რუსულ არმიას,- აღნიშნა მინისტრმა. - მაგრამ მანაც ვერ მიაღწია მიზანს. საქართველოში შენარჩუნდა ხელისუფლება, ქვეყნის ეკონომიკა არ დაინგრა, არ მოხდა ჩვენი საზღვრების შემდგომი განადგურება ".

მინისტრმა ახსენა რეზერვისტთა გაწვევის პროგრამაც და აღიარა, რომ მან ვერ იმუშავა "სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო". ერთიც და მეორეც დგინდება უბრალო ფაქტით : ყოველგარი მომზადების გარეშე, როგორც კი ცეცხლის წინა ხაზზე მოხვდნენ, რეზერვისტებმა ვერაფერი გააკეთეს. ფაქტი არც ისე სასიამოვნოა, ამიტომაც მინისტრმა საუბარი გადაიტანა სხვა თემაზე, სამხედრო მოსამსახურეებზე.

"იგეგმება გამოქვეყნდეს წიგნი ომის მსვლელობისას ქართველი ჯარისკაცების კონკრეტულ გმირულ საქმეებზე - თქვა კეზერაშვილმა. - ეხლა მიმდინარეობს ფაქტების შეგროვება ".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100