RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ბალტიისპირეთის ტრიოს ნატო-მდე ხმის მიწვდენა სურს

02.12.2008  |  10:05

ტალინის შემოგარენში ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები შეხვდნენ და ერთსულოვნად გადაწყვიტეს დაიცვან და დაეხმარონ საქართველოს, ნატო-ში შესვლაში.

8/7/0/870.jpeg„ჩვენ ერთობლივი მუშაობის, ყველა შესაძლებლობა ალბათ ჯერ კიდევ არ გამოგვიყენებია, მაგრამ ახლა სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის გადაწყვეტასა და წინადადებების შეტანაში ჩვენ მთელ ძალისხმევას მივმართავთ იქითკენ, რომ ჩვენი ხმა ისე ჟღერდეს, როგორც სამის ხმა"-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლიტვის პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა.

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ სამივე ერთად ევროპას უკეთ გააგონებენ. მართალია ადამკუსს წამოსცდა, რომ დეკემბერში ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე გასამმაგებული ძალისხმევა საქართველოსათვის მაპი-ს (სამოქმედო გეგმა ნატო-ს წევრობისათვის) მიღების მისაღწევად შესაძლოა უანაყოფო აღმოჩნდეს. „როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში სიტუაციის შეფასებით, დეკემბერში ეს თითქმის სასწაული იქნება. მე ვიცი, რომ ეს ალბათ არ მოხდება, მაგრამ ეს მათ ვალდებულებების ყველა შესრულებისაგან არ ათავისუფლებს. არც ჩვენ გვანთავისუფლებთ კიევისა და თბილისის მხარდაჭერისაგან. შესაძლოა მომდევნო წლის აპრილში, პროგრესი მიღწეულ იქნას და ეს ქვეყნები ალიანსში მიწვევას მიიღებენ".

ადამკუსი ცოტა არ იყოს თვალთმაქცობს. სინამდვილეში ბალტიისპირული ტრიოს რეპერტუარში, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ნატო-სადმი მუდარა: ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის რუსეთისგან დაცვა.

არც ისე დიდი ხნის წინ ჩრდილო-ატლანტიკური ბლოკის ორგანიზაციის წევრი ქვეყვების არა ფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც კავკასიური კრიზისის შედეგებს ეხებოდა, ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფოს ლიდერმა ნატო-საგან მათი ქვეყნების რუსეთის შესაძლო აგრესიისაგან დაცვის გეგმის შემუშავება მოითხოვა.

ევროპის დიდიმა ნაწილმა ეს შანტაჟად აღიქვა. გერმანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საცაა რუსული ტანკები რიგაზე ან ვილნიუსზე წავლენ. ბერლინმა აღნიშნა, რომ შტაბის რუკების გადაფურცვლა და ორიოდე სწავლების გატარება, რუსების მთელი ფრონტიდან მოსაგერიებლად, აშკარად ცოტაა. საჭიროა მილიარდობით დოლარის ღირებულების თავდაცვის ინფრასტრუქტურის შექმნა. ბალტიისპირეთს რბილად შესთავაზეს, ამ თანხების საკუთარი ძალებით მოძიება.

სამი რესპუბლიკის ხელისუფლებას მსუბუქი პანიკა დაეწყო. მართალია ალიანსის ხელმძღვანელობამ აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის გეგმის შემუშავება მაინც დაიწყო, მაგრამ ეს უფრო გაურკვეველი პერსპექტივების მქონე საშტაბო თამაშს ჰგავს. არ არის გასაკვირი, ალიანსისი ახალბედა წევრების აფორიაქება, რომლებიც შიშობენ, რომ რუსების მოგერიება ევროპის გარეშე მოუწევთ.

ესტონეთის ყოფილი ელჩი რუსეთში ნარტ ხელმემ განაცხადა, რომ ნატო-ს დახმარების, არ სჯერა. მისი აზრით, რუსები ბალტიისპირეთზე თავდასხმას მაინც გადაწყვეტენ. თვით მეგობარი პოლონელები და მეგობარი ჩეხებიც კი მხოლოდ სიძულვილის პორციის მორიგი დეკლარირებით შემოიფარგლებიან. ამიტომაც სასწრაფოდ აუცილებელია საკუთარი მინი-ნატო-ს შექმნა და მეხუთე კოლონის ანუ ადგილობრივი რუსების დაუყოვნებლივ განეიტრალება.

ადგილობრივი ექსპერტები ირწმუნებიან, რომ რიგა და ტალინი უკვე რუსეთის შპიონაჟის აქტიური სამოქმედო არეა. მის ბალტიისპირეთში მცხოვრებ აგენტებს თავისუფლად შეუძლიათ აღმოსავლელი მეზობლის საზღვრის გადაკვეთა. დაზვერვითი სამუშაოების წარმოება და სეპარატიზმის კერების გაღვივება.

27 ნოემბერს ესტონეთის პარლამენტის დეპუტატმა მარკო მიხკელსონმა მომავალი აგრესიის მტკიცება იპოვა. ბრინჯაოს ჯარისკაცის სკანდალით ცნობილი ორგანიზაცია „ღამის დაზვერვა"-მ ესტონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხოვრებთა გამოკითხვა ჩაატარა. გაირკვა მათი დამოკიდებულება „ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რუსეთის ავტონომიის" საკითხზე ამ მხარეში. მას მხარი დაახლოებით 80% დაუჭირა. მიხკელსონი პანიკაშია: „მოსკოვი ესტონეთს ისევე მოექცევა, როგორც საქართველოს".

ამასთან ერთად სეპარატიზმის კერები აღმოჩნდა ლატვიაშიც.რესპუბლიკის შემადგენლობიდან დემონსტრატიულად გავიდა სუიტები - ლატვიელი კათოლიკების ეთნიკური ჯგუფი. ეს ერთ დღიანი აქცია იყო.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100