RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ვინ გააერთიანებს ოპოზიციას, ლიდერი თუ კერპი?

02.12.2008  |  12:06

8/7/3/873.jpegსაქართველოში არსებული სიტუაცია დღითიდღე პოლიტიკურ დეტექტივს ემსგავსება. პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ მორიგი და ძალიან სერიოზული ძალთა გადანაწილება დაიწყო, რის შედეგადაც უკვე დეკემბერში ახალი პარტიების და გაერთიანებების არენაზე გამოსვლაა მოსალოდნელი,

ამ პროცესმა პრეზიდენტის „ნაციონალური მოძრაობა"-ც მოიცვა, რომლის რიგებიც ამ ბოლო ხანებში სულ უფრო მიზანმიმართულად მცირდება.

როგორც გაზეთი „კვირის რეზონანსი" იუწყება კონსერვატორები საახალწლოდ „დიდი დემოკრატიული გაერთიანების" შექმნას გეგმავენ. ზოგიერთი მონაცემების თანახმად ისინი „ხალხის პარტიასთან" (ლიდერი კობა დავითაშვილი) და „ერთიანი საქართველოსათვის" (ლიდერი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქროაშვილი) ერთად იქნებიან ბლოკში. კულუარებში ამბობენ, რომ ამ ბლოკს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. შესაძლოა გაერთიანებას სალომე ზურაბიშვილის პარტია „საქართველოს გზა"-ც შეუერთდეს.

საერთო ენა გამონახეს „რესპუბლიკელებმა" (დავით უსუფაშვილი) და „ახალმა მემარჯვენეებმა" (დავით გამყრელიძე). ისინი ბლოკის შექმნას არ ჩქარობენ, თუმცა როგორც ორივე ლიდერი აცხადებს უკვე მჭიდროდ თანამშრომლობენ, იმედით, რომ სხვა პარტიებსაც მიიზიდავენ. ქართველი ანალიტიკოსების აზრით პირველ რიგში ნინო ბურჯანაძეს თავის მოძრაობასთან ერთად.

თბილისში აღნიშნავენ,რომ ბურჯანაძე მონდომებით იკრებს ქულებს. ასე რომ არ მართლდება მოსაზრება, რომ ქართული რევოლუციის ქალიშვილს არ შეუძლია დაქსაქსული ოპოზიციის გაერთიანება, რომელთან ბრძოლაშიც, გასული წლის ნოემბერში მან მტკიცე ხასიათი გამოავლინა.

ახლა, ქართველი პოლიტოლოგები ამტკიცებენ: თუ ადრე „ახალი მემარჯვენეები" და „რესპუბლიკელები" ბურჯანაძის ხსენებაზე „იძაბებოდნენ" ახლა ისინი თანამშრომლობასთან ახლოს არიან. . .

გასული წლის ნოემბრის მოვლენების შემდგომ „ახალი მემარჯვენეები" ბურჯანაძის მისაღებში საპროტესტო აქციის შემდეგ მივიდნენ. მან ისინი არ მიიღო. ოპოზიციონერები შესასვლელში რამდენიმე დღე დარჩნენ და იშიმშილეს, რადგან მაშინდელი პარლამენტის ხელმძღვაენლმა მათთვის საკვების მიტანა აკრძალა.

შეძლებენ „ახალი მემარჯვენეები" წარსულზე თვალის დახუჭვას? მითუმეტეს,რომ ქართველისათვის ყველაზე დიდ პრობლემას, მეორე ქართველთან მოლაპარაკება წარმოადგენს. აი ფილოსოფოსისა და პუბლიცისტის გურამ ასათიანის საინტერესო დაკვირვება: „განსაცვიფრებელია, მაგრამ ქართველები თითქოს ყველაზე მეტად ქართველებს მტრობენ, ხოლო ქართველის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ, რადგან სწორედ მასთან უნდა მეტოქეობა, დატოლება და ძალის მოსინჯვა". ალბად ამ თავისებურებით აიხსნება, რომ აქამდე ოპოზიცია პათოლოგიურ უუნარობას ამჟღავნებდა გაერთიანების საკითხში.

თუ „ნაციონალურმა მოძრობამ" თავისი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის სახელით პოლიტიკურ მეტოქეებს სამშობლოს ნაცვლად კრემლის მსახურებაში ადანაშაულებს, ეს უკანასკნელნი თავის რიგებში „ნაციონალური მოძრაობის" აგენტებს" ეძებენ. „ახალი მემარჯვენეების" ლიდერი აგვისტოს მოვლენების გამოძიების დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელს, პაატა დავითაიას, მერაბიშვილის (შსს-ს შეფი ერთადერთი შევარდენი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" არ დაუტოვებია) აგენტს უწოდებს. ასეთივე ბრალდებები ჟღერს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის გიორგი თარგამაძის მისამართითაც. თუმცა აქ უფრო ჩახლართული ისტორიაა: მას „ორმაგ აგენტს" უწოდებენ. ერთერთი ვერსიის თანახმად, მის უკან საქართველოს შსს დგას, ხოლო მეორე ვერსიით „ქრისტიან დემოკრატები" მოსკოვის „ინსტრუმენტს" წარმოადგენენ.

ქვეყანაში ხალხი ვარაუდებში იკარგება: ვის დაეყრდნონ? რომელი პოლიტიკური პარტია გადავა ლამაზი პასკვილებიდან რეალურ მოქმედებაზე, რომელიც დაპირებულ სტაბილურობას და კეთილდღეობას მოიტანს?. .

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100