RSS
на русском en in english
13.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

კავკასიური ცარცის წრე

04.12.2008  |  11:08

ლეონიდ ჟუკოვიცკი - ცნობილი რუსი მწერალი და პუბლიცისტია. მისი ნაწარმოებები მსოფლიოს 40 ენაზეა ნათარგმნი. დღეს ის GeorgiaTimеs - ის მკითხველებს უზიარებს თავის ხედვას სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციაზე.

9/0/2/902.jpegარც თუ ისე დიდი დრო გავიდა გასული აგვისტოდან - კავკასიის ხუთ დღიანი ომი კი თუ არ დაავიწყდათ, მაშინ ჩრდილში გადავიდა. უკანასკნელი პერიოდის საომარი მოქმედებების ზონა თითქოს ცარცით შემოხაზეს: შემოდით ფრთხილად. პოლიტიკოსები დრო და დრო უხალისოდ ეჩხუბებიან საქართველოს აგრესიისათვის და კიცხავენ რუსეთს გადამეტებული რეაქციისათვის. გამოდის, როგორც ძველ ანეგდოტშია: ან მან მოიპარა ქურქი, ან მას მოპარეს - მოკლედ ულამაზო ისტორიაა. ერთი სიტყვით, მსოფლიო პოლიტიკურმა ელიტამ იშვიათი გულგრიობით გადაიტანა ლოკალური კავკასიის კათალიციზმი: დასავლურ სახელმწიფოებს საქართველო, ზოგადად, არ აინტერესებთ, სამხრეთ ოსეთი მათთვის საერთოდ არ არსებობს, მონიშნული ნავთობსადენი არასად არ იყო გადაჭრილი - ასე რომ, ღირს კი ამ წვრილმანებზე აღელვება?

მე, მეჩვენება, რომ კავკასიონის ქედის სამხრეთ მხარის მოვლენები სერიოზულ ანალიზს იმსახურებს. ნებისმიერი კონფლიქტი, რომელშიც ასე თუ ისე ჩარეულია დიდი სახელმწიფოები, ეს ყუმბარაა, რომელსაც შეუძლია სხვა ვითარებაში ააფეთქოს დენთის საწყობი. გაიხსენეთ, რა წვრილმანებით იწყებოდა ის, რასაც ეხლა საერთაშორისო ტერორიზმს ეძახიან! მადლობა ღმერთს, ხუთ დღიანმა ომმა არ გამოაძრო მსოფლიო წესრიგის დაქანებული შენობიდან საყრდენები. ამ დროს შეეძლო, სამწუხაროდ, შეეძლო.

მე არ მივეკუთვნები მოქმედი მთავრობის აღტაცებულ თაყვანისმცემელთა რიგებს, ვხედავ მათ მუშაობაში მრავალ შეცდომას და მწერლის მოვალეობად ვთვლი, რომ ღიად ვილაპარაკო მათ შესახებ. მაგრამ რა შეგვიძლია წავუყენოთ საყვედურად, ახლად არჩეულ რუსეთის პრეზიდენტს, კავკასიაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებოთ?

ქცევის არასწორი ხაზი აირჩია? მაგრამ მცდარ არჩევანზე შეიძლება ვილაპარაკოთ მაშინ, როდესაც არჩევანი არსებობს. ქონდა კი დიმიტრი მედვედევს არჩევანის გაკეთების რაიმე საშუალება ?

ქართული ტანკები მიწასთან ასწორებენ ცხინვალს, ქალაქი დანგრეულია, ხალხი იხოცება და სამხრეთისკენ მირბის. რა გავაკეთოთ? მოვითხოვოთ უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა? რომელიმე დასავლური ქვეყანა აუცილებლად ისარგებლებს ვეტოს უფლებით. მაშინ რა? - ველოდოთ გენერალური ასამბლეის მოწვევას? მაგრამ იმისათვის რომ თანამედროვე იარაღით აგურებად დაანგრიო სამხრეთ ოსეთი, სამი დღეც საკმარისია. რამდენი ხალხი დაიღუპება - ხუთი, შვიდი, თხუთმეტი ათასი? არა და, ათიდან რვა რესპუბლიკის მცხოვრებს რუსეთის პასპორტი აქვს. ვის სჭირდება მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია დაიცვას თავისი მოქალაქეები? მედვედევს არ ქონდა ვარიანტები - მან ქედს იქეთ გაგზავნა ჯარები იმიტომ, რომ არ შეეძლო სხვანაირად მოქცეულიყო.

ამბობენ, რუსეთის რეაქცია არაპროპორციული იყო - თურმე, საკმარისი იყო განედევნათ სამხრეთ ოსეთის საზღვრებიდან სააკაშვილის ჯარისკაცები. რაში დაჭირდათ გორის აღება და შემდგომ არმიის ფოთში შეყვანა? მაგრამ არც თუ ისე შორს დახეული არმია გადაჯგუფდება, გორიდან მოადგება გამაგრება, ფოთიდან სხვა და სხვა სახის კეთილისმსურველები ზღვით შემოიტანენ ახალ იარაღს და ლოკალური კონფლიქტი გადაიზრდება გაწელილ ომში, რეგულარული დაცხრილვებით და პერიოდული დივერსიებით.

"იძულება მშვიდობისაკენ" -არც თუ ისე სწორი ფორმულირებაა, მაგრამ ის საკმაოდ ზუსტად ასახავს საქმის არსს: აუცილებელი იყო აჭარხლებული ქართველი ლიდერისათვის გაექროთ სურვილი ომისა, პრეზიდენტობსის ვადის ბოლომდე მაინც. მრავალი დასავლელი პოლიტიკოსი ლანძღავს მედვედევს, აგრესიაზე ასეთი სასტიკი პასუხისათვის - მაგრამ ვინმემ მაინც შესთავაზა მეტად შეგნებული მოქმედების ხაზი?

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100