RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ნატო და რუსეთი თანამშრომლობას უბრუნდებიან

04.12.2008  |  15:05

ბრიუსელში შემდგარ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება რუსეთთან დიალოგის განახლებაზე.

9/0/8/908.jpegამის შესახებ განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა იანს დე ხოოპ სხეფერმა:" მოკავშირე ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ მე გამოვალ მოწოდებით რუსეთთან კონტაქტის განახლების შესახებ. ალიანსი მხარს უჭერს არაფორმალური ნატოს საბჭო - რუსეთის შეხვედრის ელჩების დონეზე ჩატარებას. რომლის მიზანიც იქნება კონტაქტების აღდგენა და იმ საკითხების განხილვა რომლებიც ჩვენ გავაერთიანებენ ან გვაცალკევებენ".

შეგახსენებთ, რომ კონტაქტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და რუესეთის ფედერაციას შორის შეჩერებული იქნა 19 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთის გარშემო განვითარებული კონფლიქტის გამო. მაშინ ბლოკმა მიუღებლად მიიჩნია რუსეთის ჩარევა, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის უთანხმოებში.

რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის თქმით "რეზულტატი რომელიც ჩვენ მივიღეთ, გაანალიზებული იქნება წვრილმანებამდე, რასაც შემდეგ მოჰყვება ოფიციალური რუსეთის რეაქცია. თუმცა ახლავა შეიძლება ითქვას, რომ დიალოგის განახლება ეს მთავარი შედეგია იმ სამუშაოსი, რომლის ჩატარებაც ჩვენ ამ წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის კრიზისისთანავე დავიწყეთ".-შეტყობინა დიპლომატმა "ინტერფაქს"-ს.

"რუსეთმა მომავალშიც ის უნდა გააკეთოს, რასაც თვლის სავალდებულოდ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად, ნაციოალური ინტერესების დასაცავად, საერთაშორისო სამართალზე დაყდნობით".-დაამატა მან.

შესაძლებელია, ვინმეს მოუნდეს ლოგიკური შეუფარდებლობის დანახვა "დიალოგის აღდგენსა" და "რუსეთი კვალავაც ისე მოიქცევა რორც თვლის საჭიროდ". სინამდვილეში კი აქ არ არის არანაირი ურთიერთ გამომრიცხავი აზრი. ვინაიდან უკანასკნელ თვეებში განვითარებული მოვლენებისა და ფაქტების უბრალო შედარება, მოყოლებული აგვისტოს კონფლიქტიდან, მხოლოდ ადასტურებს: რუსეთის მიერ დაკავებულმა პრინციპულმა და სიტიუაციიდან გამომდინარე ხისტმა პოზიციამ, სწორედაც , რომ აიძულა დასავლეთი ბევრ რამეში გადაეხედათ თავიანთი შეფასებებებისა და დასკვნებისათვის, მისაღებად მიეჩნიათ არგუმენტაცია, რომელსაც თავიდან მიუღებლად მიიჩნევდნენ.

გუშინ იან დე ხოპ სხეფერმა საქართველო-ნატოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ალიანსი არ წამოაყენებს პირობებს რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენისათვის, გადმოსცემს "რია ნოვოსტი". ამას გარდა მან აღნიშნა: " სიტუაცია სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში უნდა განიხილოს ჟენევის მოლაპარაკებებზე. ეს ნატოს საკითხი არ არის, თუმცა კი ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია სამშვიდობო გეგმის მედევედევი-სარკოზის ყველა პუნქტის დაცვა და შესრულება".

გენერალური მდივნის სიტყვებით, მას დავალებული აქვს არაფორმალორ დონეზე ჩაატაროს პოლიტიკური კონსულტაციები, რუსულ მხარესთან, იმისათვის რომ მისცეს შეფასება, შესაძლოა თუ არა რუსეთი-ნატოს საბჭოს მუშაობა ოფიციალურად განახლდეს. " პირევლ პირობად ითვლება ის, რომ რუსებმა თანხმობა განაცხადონ და ამ მხრივ ჩვენ უკვე გვაქვს პოზიტიური ინდიკატორები",- აღნიშნა სხეფერმა. ალიანსში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა დიმიტრი რაგოზინმა ცოტა უფრო ადრე განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან დიალოგი შესაძლოა განახლებულიყო მიმდინარე წლის ბოლომდე.

თავის მხრივ ა.შ.შ.-ს სახელმწიფო მინისტრმა კონდოლიზა რაისმა შეგვატყობინა, რომ მისი ქვეყანა "პრინციპში მხარს უჭერს" ნატო-რუსეთის დიალოგის განახლებას "გარადა, შესაძლო სამხედრო თანამშრომლობისა", გადმოსცემს "იტარ-ტასს"-ი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100