RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

გრძელი გზა ნატოსკენ...

02.12.2008  |  16:17

ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედის დაწყებამდე, საქართველოს და უკრაინის ნატოში შესვლის მომხრეთა და მოწიანაღმდეგეთა ძალებმა გარკვეული ცვლილებები განიცადა.

პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელიც ყოველთვის აქტიურად ლობირებდა უკრაინის და საქართველოს ალიანსში შსვლას, სკანდალურ ისტორიაში გაეხვია.

9/1/0/910.jpegშეგახსენებთ, 22 ნოემბერს საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს გაესეირნათ, რუსეთის ჯარის მიერ კონტროლირებად ახალგორში და ვითომც და მოხვდნენ დაცხრილვის ქვეშ. დაბრუნების შემდეგ ლეხ კაჩინსკიმ გადაწყვიტა აეგორებინა სკანდალი. პოლონეთის პრეზიდენტმა წერილიც კი გაუგზავნა ევროკომისიის თავმჯდომარეს ჟოზე მანუელ ბაროზუს.

"ალიანსის ზოგი ქვეყანა ევროპული ინტერესების წინააღმდეგ მიდის, ეწინაღმდეგება რა საქართველოს და უკრაინის ნატოში შესვალას, - აცნობა ევროპას პოლონეთის პრეზიდენტმა. - საქართველოში შექმნილი სიტუაცია ევროკავშირისათვის გამოცდა იქნება. შეძლებს თუ არა ევროპა გააჩეროს აღორძინებული რუსული იმპერიალიზმი, რომელიც, როგორც ისტორია გვასწავლის, არასოდეს კმაყოფილდება დათმობებით".

ჟოზე მანუელ ბაროზუმ პასუხის გაცემაც კი ვერ მოასწრო. კაჩინსკის მოსდგა პოლონეთის პრემიერ - მინისტრი დონალდ ტუსკი. მან სასწრაფო გამოძიება დაიწყო, რათა გაარკვიოს, კონკრეტულად რა მოხდა კაჩინსკის საქართველოში სტუმრობის დროს . მან საქმეში ჩართო საშინაო უსაფრთხოების სააგენტო. მან სამი დღის შემდეგ გამოიტანა შემდეგი ვერდიქტი: "პოლონეთის და საქართველოს პრეზიდენტების ავტომობილების სიახლოვეს გასროლები ქართული პროვოკაცია იყო ".

კაჩინსკის ყველა მხრიდან შეუტიეს. დონალდ კუკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ლამის მთელი პოლონეთი შესწირა ამ ამბავს.

პირველ რიგში პრემიერმა დაითხოვა პრეზიდენტის დაცვის უფროსი კშიშტოფ ოლშოვცი, მიუხედავად კაჩინსკის პროტესტისა. მან შეურაცყოფად მიიღო და განაცხადა, რომ საერთოდ არ საჭიროებს დაცვას. მაგარამ ეს დასაწყისი იყო. მთავრობის დაცვის ბიურომ, რომლის მეურვეობის ქვეშაც გადაიყვანეს პრეზიდენტი, განაცხადა, რომ კანონი "ავალდებულებს დაიცვას თანამდებობის პირი და არ ითვალისწინებს ამ მოქმედების გაუქმების შესაძლებლობას".

ჩეხეთში საწინააღმდეგო სიტუაციაა. იქ ქვეყნის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი ცდილობდა დაეშოშმინებინა პრემიერი მირეკ ტოპოლანეკი. პრემიერი დასაწყისშივე იყო ამერკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სიტემის, ჩეხეთში განთავსების ერთ-ერთი მთავრი მომხრეთაგანი. აგვისტოს შემდგომ მისი პოლიტიკური კრედო შეივსო საქართველოს ალიანსში დაუყოვნებლივი მიღებით, რათა მოახვიოს ბოროტების იმპერიას "დემოკრატიის სარტყელი". ამ იდეის გატანისას, ტოპოლანეკი მეოთხე თვეა ეძებს პრაღის მიდამოებში რუს სამხედრო ფორმირებებს.

"მე არ მსურს, რომ ჩეხეთში იდგნენ რუსული ბირთვული რაკეტები, - მტკიცედ განაცხადა პრემიერმა. - მე მინდა ვხედავდე ა.შ.შ-ის ჯარისკაცებს - ქვეყნის , რომელიც დაგვეხმარა ჩვენ მონური დანატოვარისგან გავთავისუფლებულიყავით. ძველი რუსული იმპერიალიზმი იკრებს ძალას. ჩემთვის მიუღებელია იმ ქვეყნის პრემიერობა, რომელიც მას გაჰყვება ".

პრეზიდენტი სიტუაციას სულ სხვა სახით აღიქვამს.

"მე მამწუხრებს, სურვილის არ ქონა დავინახოთ რეალობა ისეთად, როგორიც ის არის, - თქვა მან. - მე არ შემიძლია ვცურავდე ოქროს საქართველოსა და ბოროტ რუსეთის შესახებ მსჯელობის მოდურ ტალღაზე. ეს სამყაროს გამარტივებული გაგებაა. რუსეთმა მოძებნა საკუთარი მოქმედებების მტკიცე გამართლება. საქართველოს თავდასხმა, სამხრეთ ოსეთზე და რეგიონში სამოქალაქო მოსახლეობის ხოცვა - ჟლეტვა".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100