RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ხელისუფლება და ოპოზიცია ”რუსთავი 2” იყოფენ

05.12.2008  |  09:39

9/1/5/915.jpegთბილისში მორიგი ომი გაჩაღდა ტელე-ეთერისთვის. ჯერ კიდევ არ მიწყნარებულა ვნებათაღელვა ტელეარხის "იმედი" გამო. ოპოზიცია თითქმის ერთი წელია მოითხოვს ტელეარხის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნებას, რათა განახლდეს სრულფასოვანი მაუწყებლობა შერისხული ტელეარხისა, რომელმაც იზარალა საკუთარი მეპატრონის ბადრი პატრკაციშვილის პოლიტიკური შეხედულებების გამო. ახლა დავა "ვარდების რევოლუციის" მთავარი რუპორის "რუსთავი 2" გამო გაჩაღდა.

თავიდან მისმა დამაარსებელმა, საქართველოს ექს-ელჩმა რუსეთის ფედერაციაში ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოში შეიტანს სარჩელს ქვეყნის ხელისუფლებაზე, ტელეკომპანიის აქციების "ექსპროპრიაციის" გამო. რამოდენიმე დღის შემდეგ ქართველმა ბიზნესმენმა, ტელეარხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ქიბარ ხალვაშმა გენერალური პროკურატურისგან მითხოვა დაიწყოს გამოძიება და აღძრას საქმე მთავრობის მიერ "რუსთავი 2" და "მზე" ტელეარხების უკანონოდ "წართმევის" ფაქტზე.

როგორ განვითარდება მოვლენები? ვიწინასწარმეტყველოთ ძნელია. მართალია არსებოსბს პერცედენტი, ტელეარხი "იმედი".

2007 წლის დასასრულს ეს ტელარხი დარბეული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც-დანიშნულების რაზმების მიერ, რათა არხის მეპატრონეს მომავალში აღარ გასჩენოდა სურვილი ანტი-სამთავრობო განცხადებების გაკეთებისა. განაახლა მაუწყებლობა ტელეარხმა "იმედი" მხოლოდ 2008 წლის მაისში. ამას დაჟინებით მოითხოვდა დასავლეთი. მათ სურდათ საქართველო დემოკრატიის აკვნად ეხილათ კავკასიაში, ხოლო ამგვარი მეთოდით გაჩუმება სხვაგვარად მოზროვნე მასმედიისა კი მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმის მამართველებს ჩვევიათ- მაგალითად, ვენესუელის ლიდერი.

უცხოელი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაჟინებული რეკომენდაციების შემდეგ ლიცენზია ტელეკომპანიის "იმედი" მაუწყებლობისათვის არღდგენილიქნა და ქონებაზე ყადაღა მოიხსნა. თუმცა ტელეარხის მუშაობის ფორმატი შეიცვალა: ოპიზიციური და სარეთოდ პოლიტიკური გადაცემები არხზე აღარ გადის. მთავრობა ამას მეპატრონის შეცვლით ხსნის.

შგახსენებთ, რომ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ამა წლის დასაწყისში მოელოდნენ, რომ ტელეკომპანია მისი ქვრივის ინნა გუდავაძის მფლობელობაში გადავიდოდა, მაგრამ მოულოდნელად ამავე ტელეკომპანიის მფლობელობაზე პრეტენზია განაცხადა ოლიგარქის ბიძაშვილმა, ა.შ.შ-ს მოქალაქემ ჯოზეფ კეიმ: გაირკვა რომ, "იმედის" ქონება მასზეა გადაფორმებული. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები ადანაშაულებენ ჯოზეფ კეის თაღლითობასა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებაში. მათი აზრით კეი საქართველოს ხელისუფლებასთან არის შეთქმული და დაინტერესებულია ტელეარხი ჩამოაცილოს ოპოზიციურ მიმართულებას. მითუმეტეს, რომ თავად ჯოზეფ კეიმ დადო პირობა: ამიერიდან "იმედი" საერთოდ აღარ იქნება დაკავებული პოლიტიკით. სასამართლო განხილვების რაოდენობა ოლიგარქის ქვრივსა და ამერიკელ კეის შორის საკმარისზე გაცილებით მეტია, მაგრამ სიტუაცია არ იცველება.

მსგავსი სცენარი შესაძლებელია განმეორდეს "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში. კიწმარიშვილის და ხალვაშის დავა ხელისუფლებასთან ტელეკომპანიის აქციების გამო, შესაძლოა უსასრულოდ გარძელდეს.

მეორეს მხრივ, ეხლა სულ სხვა ფსონებზეა საუბარი. საერთაშორისო დამკვირვებლები მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან შეწყვიტონ ყოველგვარი-"ოფიციალური თუ არაოფიციალური კონტროლი ტელევიზიებზე და ქვეყანაში უზრუნველყონ გარანტირებული სიტყვის თავისუფლება". წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა დაკარგავს დონორულ დახმარებას ანუ 4,5 მილიარდ დოლარს. ალბათ სწორედ ამიტომ იკავებს თავს ხელისუფლება კომენტარებისგან, კიწმარიშვილის და ხალვაშის პერეტენზიებზე "რუსთავი 2"-ის აქციებთან დაკავშირებით. ცოტათი გასაოცარია, რომ თავად ტელეკომპანიის თანამშრომლები არანაირად არ რეაგირებენ მათ განცხადებებზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100