RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოს მიერ ევროპის ”სავიზო” დაპყრობა

05.12.2008  |  12:57

9/2/0/920.jpegჩრდილოატლანტიკური ალიანსის მინისტერიალის გადაწყვეტილებას, გადაიდოს საქართველოსთვის და უკრაინისთვის მაპ - ის (ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმა) მინიჭება, თბილისში ოპტიმიზმით შეხვდნენ. "მწვავე დებატების შემდეგ საქართველომ ნატოში ინტეგრაციის გზისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა", - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახლემწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ. ასევე თავდაჯერებულად გაჟღერდა ევროკავშირში ქვეყნის დაჩქარებული ინტეგრაციის დანაპირები, ახლახანს დანიშნული პრემიერ-მინისტრის გრიგოლ მგალობლიშვილისაგან.

"უახლოეს მომავალში, ქართველებს საშუეალება ექნებათ ევროკავშირის ქვეყნებში ისარგებლონ გამარტივებული სავიზო რეჟიმით. უკვე რამდენიმე კვირაში დაიწყება ამ საკითხზე მოლაპარაკებები" განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ამასთან, საქართველოს მოქალაქეების პერსპექტივები გამარტივებული სქემით გაემგზავრონ პარიზში ანდა რომში, არც ისე მალე იქნება შესაძლებელი, როგორც ამას ახალი სახელმწიფო მინისტრი წინასწარმეტყველებს.

ამ გაცხადებამდე, ზუსტად ერთი დღით ადრე, საგარეო კავშირების და სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა, თბილსში ვიზიტის დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ "საქართველო ჯერ არ არის მზად ევროკავშირში ღრმა ინტეგრაციისათვის".

"მოდით ეტაპობრივად ვიმოძრაოთ. საქართველომ ჯერ კიდევ ბევრი უნდა გააკეთოს დემოკრატიული რეფორმების დარგში", - უკეთებდნენ ციტირებას ევროკომისარს ადგილობრივი მედია საშუალებები.

მგალობლიშვილთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მან დაადასტურა, რომ ევროკავშირი მზადაა თბილისთან თანამშრომლობის ენერგიულ განვითარებაზე. ფერერო-ვალდნერის თქმით, ევროკავშირი აპირებს აქტივიზირებულ მუშაობას, თავისუფალი სავაჭრო ზონის და გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესაქმნელად. თუმცაღა, მალე მივა თუ არა ეს შედეგამდე, მან არ თქვა. უფრო მეტიც, გასაგებად აღნიშნა, რომ ეს არც თუ ისე ახლო პერსპექტივაა:

"პროსცესი მხოლოდ ახლა დაიწყო. ჩვენი გზის დასაწყისში ვართ. კონკრეტული განხილვები ამ საკითხთან დაკავშირებით იანვარში დაიწყება, სამუშაო ჯგუფების ბრუსელში შეხვედრაზე. ჩვენ სერიოზული სამუშაო გველის". ეს სამუშაო, პროგრამის "აღმოსავლური პარტნიორობის" რეალიზაციის პირველი ეტაპია, რომელიც ა.წ. მაისში იქნა მიღებული. ის, ავტორთა ჩანაფიქრით, დაეხმარება პოსტსაბჭოთა სივრცის ექვს ქვეყანას ევროპის კავშირში ინტეგრაციაში ანუ გარკვეულ დრომდე, სრულფასოვანი წევრობის სანაცვლოდ, აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელორუსიას, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას სთავაზობენ ითანამშრომლონ ევროპასთან, ფორმატში "27-ს პლიუს ექვსი".

იდეის არსის შესახებ "დამოუკიდებელ გაზეთს" მოუყვა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა კარლა ბილდტა ირენა ბუსიჩმა.

"შვედეთმა და პოლონეთმა, - განმარტა მან, - შესთავაზა ევროკავშირს გატარდეს უფრო ძლიერი პოლიტიკა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებაში. ეს პროგრამა საშუალებას მოგვცემს გავაღრმავოთ ორმხრივი თანამშრომლობა ევროკავშირსა და აღნიშნულ ქვეყნებს შორის, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, მიგრაცია და თავისუფალი ვაჭრობა, რაც ასევე შეუწყობს ხელს შიდა რეფორმების განხორციელებას. ვვარაუდობთ, რომ "რეფორმირების საქმეში, ქვეყნების დაჟინებული მუშაობით" ევროკავშირი მათ შესთავაზებს "უფრო ღრმა ინტეგრაციას".

"აღმოსავლურ ექვსეულს", რომელიც ევროპიკენ მიილტვის, მატერიალურ დახმარებასაც პირდებიან. 2020 წლამდე, აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელორუსიას, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას თითოეულს გამოუყოფენ 350 მილიონ ევროს.. თუმცაღა, ეს თანხა საგრძნობლად ნაკლებია, ვიდრე ორგანიზაციის გაფართოებასთან დაკავშირებული ევროკავშირის ხარჯები. ექსპერტებმა დასაწყისშივე გამოთქვეს ვარაუდი, რომ "აღმოსავლური პარტნიორობა" გახდება მოსკოვისათვის, მორიგი გაღიზიანების ფაქტორი. მათი ლოგიკით, მოსკოვი სავარაუდოდ, არ დაიწყებს მშვიდად დაკვირვებას თუ როგორ ანვითარებს ევროკავშირი დემოკრატიულ ინსტიტუტებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამასთან, პროგრამა წინ ეღობება რუსეთის სწრაფვას, შექმნას ერთიანი ეკონომიკური სივრცე დსთ-ს ტერიტორიაზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100