RSS
на русском en in english
20.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოს მთავრობა: დანიშნვები, მოხსნები და გადადგომები

08.12.2008  |  17:08

9/4/3/943.jpegექსპერტები და პოლიტოლოგები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარემოცვაში არ შედიან თვლიან, რომ სააკაშვილმა იმ მთავრობის მოხსნით, რომლიც დასამტკიცებლად სულ რაღაც ერთი თვის წინ წარუდგინა პარლამენტს იმპულსური, მოულოდნელი და იძულებითი ნაბიჯი გადადგა. ეს ყოველივე მან იმისათვის გააკეთა, რომ ინფორმაციულ კომპანიაში ირაკლი ალასანიას დაასწროს. ალასანია გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტიდან გადადგა.

„სააკაშვილს სურდა, ყველასათვის დაემტკიცებინა, რომ ალასანია თავად კი არ გადადგა, გადააყენეს"- თვლის „ახალი მემარჯვენეების" პატიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე.

მისი განცხადებით ალასანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია, პირადად მისთვის ჯერ კიდევ პარასკევს დილით იყო ცნობილი, მაშინ როცა სამთავრობო კულუარებში საკადრო ცვლილებებზე არაფერი იცოდნენ.

„ჩვენ ველოდით, რომ სააკაშვილი მისთვის ამ არასასიამოვნო ფაქტის გადასაფარად რაიმეს იღონებდა. აგონიაში მყოფმა სააკაშვილმა, არაადეკვატური ნაბიჯი გადადგა" - აღნიშნა ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში, გადაცემა „ბარიერში" მამუკა კაციტაძემ. მისი თქმით, გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრის განთავისუფლების კვალდაკვალ, მისი ყველა მოადგილეებისა და დიპლომატების თანამდებობიდან მოხსნის შესახებ არაადეკვატური და უპრეცენდენტოა.

„მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანაში, საგარეო საქეთა მისნიტრის მოხსნას არ ახლავს მისი სამინისტროს თანამშრომლებისა და ელჩების მოხსნის აუცილებლობა,ხოლო გრიგოლ ვაშაძემ მისი მინისტრის პოსტზე წარდგენისთანავე, მისთვის დაკისრებული განცხადება გააკეთა, იმის თაობაზე, რომ ყველა ელჩმა გადადგომის შესახებ განცხადება აუცილებლად უნდა დაწეროს"- აღნიშნა კაციტაძემ.

იგი თჳლის, რომ ეს განცხადება ამტკიცებს, რომ სააკაშვილიმა მინისტრებისა და ელჩების მოხსნით საზოგადოებას დაანახა, რომ ირაკლი ალასანია მან გაუშვა.

„მთავრობისათვის ეს გადადგომა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ საკადრო კარუსელი დაატრიალა"- აცხადებს პოლიტიკოსი.

მას ეთანხმება „მომავლის პარტიის" ლიდერი გია მაისაშვილი,რომელიც თვლის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მთლიანად იმპულსიურ რეაქციებზე და გადაწყვეტილებებზეა აშენებული.

„სააკაშვილი ნარცისიზმითაა მთვრალი. მან ისევე როგორც თავის დროზე ელცინმა მისნიტრთა კაბინეთი დაითხოვა ისე, რომ დაავიწყდა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი, არ იცვლება" - განაცხადა მაისაშვილმა.

მან საქართველოს ახლანდელი მთავრობა იმ გემს შეადარა,რომელსაც ღია ოკეანეში კორპუსი დაუზიანდა და ახლა იძირება. „ბევრი მისი ჩინოვნიკი გარბის გემიდან,რომელიც იძირება - ბურჯანაძე, ნოღაიდელი, ადრე ოქრუაშვილი, სხვებიც გაიქცევიან, მაგრამ ამ ხალხისგან არ ღირს არავითარი ახალი იდეებისა და მიმართულებების ლოდინი" - თვლის მაისაშვილი.

სამხედრო ექსპერტმა და ჟურნალისტმა კობა ლიკლიკაძემ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის დათხოვნა ირაკლი ალასანიას საპროტესტო ნაბიჯით იყო განპირობებული. ლიკლიკაძემ განაცხადა, რომ გრიგოლ მგალობლიშვილის განცხადება, იმის თაობაზე, რომ ახალი მინისტრები მთავრობაში, ახალ სისხლსა და ენერგიას შემოიტანენ მისთვის გაუგებარია.

„მე არ მესმის რატომ არის ახლი მთავრობა ახალი სისხლი. სახეები ხომ იგივე დარჩა? იგივე გრიგოლ ვაშაძე,იგივე ნიკა გვარამია. აქ ისევეა, როგორც რიაზანოვის ფილმებში, მეტი კითხვებია ვიდრე პასუხები. ვფოქრობ, რომ ბათუ ქუთელიას თავდაცვის მისნიტრის მოვალეობის შემსრულებლად და არა მინისტრად დანიშნვით, სააკაშვილი იმედს იტოვებს, რომ მომავალში, ირაკლი ალასანიას თბილისში დაბრუნდების შემდეგ, იგი შეძლებს მის დათანხმებას დაიკავოს თავდაცვის მისნიტრის პოსტი" - აღნიშნა ლიკლიკაძემ.

კობა ლიკლიკაძე იმედოვნებს, რომ საკადრო ცვლილებები ინერციული და ნაჩქრევი არ იყო და ძირეულად იყო გააზრებული.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100