RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ვის უნდა ნატოში შესვლა საქართველოში?

09.12.2008  |  15:16

9/5/7/957.jpegგასულ კვირას ევროპის ქვეყნებმა დაბლოკეს ამერიკის ძალისხმევა, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაერთიანების შესახებ. პარალელურად, თბილისში ენთუზიზმით მიიღეს ე.წ. ყოველწლიური ნაციონალური პროგრამის ფორმატი. ამასთანავე, იზრდება იმ ოპოზიციონერთა რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის ნეიტრალიტეტს და ამ ტერიტორიაზე მესამე ქვეყნის ბაზების განთავსების წინააღმდეგები არიან.

საქართველოში ასეთ ნაკლებად პოპულარულ პოზიციას უკვე რამდენიმე წელია ემხრობა პოლიტიკური გაერთიანება „იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი. ადრე ის ხელმძღვანელობდა იგორ გიორგაძის საქველმოქმედო ფონდს (ყოფილი უშიშროების მინისტრი; ბრალდებულია რუსეთთან კავშირში). ასე რომ, მისი წინადადება, არ შესულიყო საქართველო ალიანსში, თბილისში ასე აღიქმებოდა - „ბებია-იაგა წინააღმდეგია".

ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში ირინა სარიშვილმა აღნიშნა: „ნატოს ბაზების განვითარებას ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ისტორია. ჩვენი ერთადერთი ხსნა - ნეიტრალიტეტია. თანაც აგვისტოს მოვლენების შემდეგ ის გაცილებით აქტუალურია, ვიდრე ადრე. აფხაზეთსა და ჩრდილო ოსეთში რუსული ბაზებია, ქვეყნის მეორე მხარეს იქნება ნატოს ბაზები. ჩვენ გადავიქცევით პოლიგონად".

ირინა სარიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე უარის თქმაც კი, შეიძლება გარკვეულმა ძალებმა სათავისოდ გამოიყენონ. მაგალითად, ალიანსში გაერთიანების გარეშე ხელი მოეწეროს შეთანხმებას, მესამე ქვეყნის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების შესახებ.

"შავ ზღვაში საქართველოს ნაპირებთან კვლავ არიან ამერიკული ხომალდები. - აღნიშნავს სარიშვილი. მათ ჩამოიტანეს საქართველოში ჰუმანიტარული დახმარება, მაგრამ გაუგებარია, რატომ რჩებიან აქ დღემდე?"

სარიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციისთვის ნეიტრალიტეტის იდეა არა პოპულარულია.

მიუხედავად ამისა, პოლიტიკური მოძრაობა „იმედი" ერთადერთი არაა, ვინც ანტინატოურ პოზიციაზე დგას.

გასულ კვირას, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანების წინააღმდეგია:

„ყველა აქტიურმა მცდელობამ, რომელსაც ბოლო წლებში საქართველო ალიანსში ინტეგრაციისთვის იღებდა, დამანგრეველი შედეგები მოიტანა. საქართველო უნდა განვითარდეს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ნებისმიერი სამხედრო ბლოკებში გაერთიანების გარეშე. მხოლოდ ეს გადაარჩენს საქართველოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ზესახელმწიფოების საომარი არენა და ვერასოდეს გავხდებით დამოუკიდებლები".

მისმა თანამებრძოლმა კახა ძაგანიამ ჩვენს კორესპონდენტთან საუბრისას განმარტა: "ჩვენ არა მხოლოდ ნატოში, არამედ ყველა სხვა სამხედრო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინააღმდეგები ვართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ როგორც ვაშინგტონთან, ისე რუსეთთან თანამშრომლობას. მათ შორის სამხედრო სფეროში. მაგრამ ვიმეორებ, საქართველო არ უნდა შევიდეს რომელიმე სამხედრო ბლოკში".

საყურადღებოა, რომ ლეიბორისტები ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, მხარს უჭერდნენ ალიანსში გაწევრიანებას. „ჩვენ მაშინ გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკში შევდიოდით. ხელი მოეწერა საერთო მემორანდუმს, სადაც ასეთი პუნქტიც იყო. თუმცა სინამდვილეში, ყოველთვის ვიყავით ნატოში შესვლის მოწინააღმდეგეები. ამ მიზეზით ხელისუფლება ხშირად გვდებდა ბრალს კრემლთან ურთიერთობაში".

და ყველაზე საინტერესო. მარტო დარჩენილმა ლეიბორისტებმა გადაწყვიტეს, სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით მემორანდუმი მოამზადონ. იმედს გამოთქვამენ, რომ ამ საკითხში ოპოზიცია ერთსულოვნებას გამოიჩენს . დოკუმენტი მზად უახლოეს დღეებში იქნება.

სავარაუდოდ, ეს იმედი გამართლდება. მოქმედი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ხომ მისი რეჟიმის ყველა მოწინააღმდეგე გამოდის. მაგრამ ნატოს საკითხთან დაკავშირებით ასეთი ერთიანობა არ შეიმჩნევა.

მაგალითად, რესპუბლიკელები და „ახალი მემარჯვენეები", რომლებიც მძლავრი ტანდემის შექმნას ცდილობენ და ერთობლივ მოქმედებებზე მოლაპარაკებებს ისეთ მძიმე წონის პოლიტიკოსებთან აწარმოებენ, როგორებიც არიან ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ალასანია, აღნიშნავენ, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია - ეს ყველაზე უფრო საიმედო გზაა ქვეყნის უსაფრთხოებისა და მთლიანობისათვის.

ამსვე ამტკიცებს ხელისუფლება. ამის შესახებ კიდევ ერთხელ განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ:

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100