RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ალასანიას კოზირები - საქმე და არა ლოზუნგები

10.12.2008  |  09:40

9/6/4/964.jpegორმა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ - რესპუბლიკელებმა და "ახალმა მემარჯვენეებმა" განაცხადეს თავისი ალიანსის შექმნის შესახებ. მასთან შეერთებას აპირებს "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", რომელსაც შერისხული ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობს.

გამოიკვეთა სავარაუდო ლიდერიც. ეს საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ირაკლი ალასანიაა. უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ხნის მანძილზე სავსებით გაუგებარი იყო, ვინ გაუმკლავდება რთულ ამოცანას - გააერთიანოს ოპოზიციონერების დაქსაქული რიგები. იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზეც კი, თოთოეულმა "რიგმა" თავისი კანდიდატი წარადგინა, სულ ექვსნი იყვნენ.

მთავარი მეამბოხის და გამაერთიანებლის როლი ორი თვის წინ, თავის თავზე აიღო ნინო ბურჯანაძემ - რომელიც ახლახანს სათავეში ჩაუდგა, მის მიერ შექმნილ პარტიას "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო". თუმცაღა, როგორც ჩანს, ოპოზიცია ირაკლი ალასანიას გარშემო ერთიანდება.

" რესპუბლიკელების" და პარტია "ახალი მემარჯვენეების" ოფიციალური შეთანხმების ხელმოწერის დროს, მისმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა: "ალიანსი ემზადება ირაკლი ალასანიასთან თანამშრომლობისათვის, ხოლო ნინო ბურჯანაძემ უნდა დათმოს პრეზიდენტობის ამბიციები". მან კი თავის რესპუბლიკელ კოლეგასთან დავით უსუფაშვილთან ერთად ჩამოაყალიბა გაერთიანების მთავარი მიზანი: გამოიყვანოს ქვეყანა უმძიმესი პოლიტიკური, ეკონომიკური და საომარი კრიზისიდან.

საერთო ენა ამ ორმა პარტიას, დიდი ხანია ნაპოვნი აქვთ, მაგრამ თავიანთი ურთიერთობების გაფორმებას, არ ჩქარობდნენ. რატომ? შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ ყველაზე რთული, სწორედ ლიდერის საკითხი რჩებოდა გადაუწყვეტელი.

დავით გამყრელიძემ უკვე წარადგინა საკუთარი კანდიდატურა უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებზე. დავით უსუფაშვილი, მართალია არ იყრიდა კენჭს, მაგრამ ასეთ ამბიციაზე ალბათ უარს არ იტყოდა.

ახლა გამოდის, რომ უკიდურეს შემთხვევაში, ეს ორნი და ასევე ირაკლი ოქრუაშვილი მზად არიან გადასცენ "მარშალის კვერთხი" 36 წლის ირაკლი ალასანიას.

საინტერესოა, რომ რამდენიმე კვირის წინ, იგივე "ახალი მემარჯვენეები" და "რესპუბლიკელები" მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ნინო ბურჯანაძის პარტიასთან, რომელიც, სხვათა შორის, ხუთი წლის განმავლობაში ორჯერ ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას. აგვისტოს მოვლენების შემდეგ, სწორედ მან, ესროლა პირველმა ღია გამოწვევა სააკაშვილს. ნინო ანზორის ასულმა მოთხოვა ეპასუხათ: რატომ დაიწყეს და წააგეს ომი? ეს რკინის ქალი, როგორც ბევრი ეძახის მას, მაშინ ინიციატივით გამოვიდა, გაერთიანდეს ოპოზიცია ლოზუნგით, ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. მაგრამ...

გასულ პარასკევს, ყველა ოპოზიციურ პარტიის სამომავლო გემებში, შემოიჭრა პრეზიდენტის დეიდაშვილი ირაკლი ალასანია. მან უცაბედად დატოვა მაღალი პოსტი სახელმწიფო სამსახურში და მაშინვე შევიდა მოლაპარაკებებში "ახალ მემარჯვენეებთან". ამან მისცა პოლიტოლოგებს საბაბი აღენიშნათ: ალასანიას არ აქვს საკუთარი პარტია. მას მოუწევს ან მისი შექმნა, ანდა რომელიმე იმ პარტიის სახელით გამოსვლა, ვის იდეოლოგიასაც იზიარებს.

რამდენად დასაბუთებულია ირაკლი ალასანიას ოპოზიციურ ბანაკში გადასვლა და რამდენად უშეცდომოა მათი არჩევანი, ვინც უპირატესობას ყოფილ მუდმივ წარმომადგენელს აძლევს? მრავალი ექსპერტი ჯერდება აზრს, რომ უფრო მეტად ძლიერი მოწინააღმდეგე საქართველოს პრეზიდენტს არ ჰყოლია, მთელი რევოლუციის ხუთწლედის განმავლობაში.

დაე, ასე იყოს. მაგრამ შეიტანს კი ახალი და ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, მორიგ უთანხმოებას ოპოზიციურ მოძრაობაში, რომლის კონსოლიდაციაც რეალურად მოინიშნა ნინო ბურჯანაძის ძალისხმევით?

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ალასანიამ და ბურჯანაძემ სავსებით შესაძლებელია მოილაპარაკონ. "მათ შორის შენარჩუნებულია მეგობრული ურთიერთობები. მათ სავსებით შეუძლიათ გააერთიანონ ძლაისხმევა რეჟიმთან წიანაღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად", - თვლის ის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100