RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოს მორიგი მინისტრთა კაბინეტის მორიგი დავალებები.

11.12.2008  |  15:33

9/8/6/986.jpegდღეს მიხეილ სააკაშვილი პირველად წარსდგა განახლებული მინისტრთა კაბინეტის წინაშე. მან მოუწოდა "კოორდინირებული საქმიანობისკენ ევროპასთან დასაახლოებლად, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ და შეიარაღებული ძალების რეფორმირების, აღმშენებლობისა და განვითარების სწორი მიმართულებისაკენ".

როგორ შესრულდება დავალებები - ამაზე ჯერჯერობით მხოლოდ მკითხაობა შეიძლება. მაგრამ თავად პრეზიდენტს ეჭვი არ ეპარება წარმატებულ შედეგში: - "მინისტრთა კაბინეტში ახალი დანიშვნები იმაზე მიუთითებს, რომ რომ ჩვენ, როგორც ქვეყანა და სახელმწიფო, კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდებით ევროპულ ინსტიტუტებსა და ევროპას, რათა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა შევინაჩუნოთ".

რა თქმა უნდა, ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში უპირველესი როლი ეკისრება უკვე დაბრძენებულ დიპლომატს გრიგოლ ვაშაძეს. მან ოცდაათი წლის ეკა ტყეშელაშვილი შეცვალა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი დღეს დილით, ჯერ კიდევ ზემოხსენებული მთავრობის სხდომის დაწყებამდე წარუდგინეს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლექტივს. თავის ახალ თნამშრომლებს ვაშაძემ მოახსენა (სავარაუდოდ პრეზიდენტის მითითებით): "საქართველოს შიდა პოლიტიკის ვექტორი არ იცვლება. ჩვენი მიზანია - ევროკავშირთან და ნატოსთან მაქსიმალური დაახლოება".

ბრიუსელში დეკემბრის შეხვედრების შემდეგ, ალიანსის კარი საქართველოსთვის გადაულახავ დაბრკოლებად იქცა და ახლა ყველა, მთელს იმედებს საქართველო ევროკავშირზე ამყარებს.

ახლა რუსეთი, საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცდილობან ერთმანეთზე გავლენის მოხდენას ევროპელების დახმარებით. შესრულებულია თუ არა სარკოზი-მედვედევის შეთანხმების ყველა პუნქტი, შეუშვან თუ არა ევროკავშირის დამკვირვებლები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და რა უწოდონ მათ, რესპუბლიკა, სეპარატისტები თუ დამოუკიდებელი სახელმწიფოები? ეს რამოდენიმეა იმ მრავალი ძნელად მოსაგვარებელი საკითხებიდან, რომელთა გარკვევასაც მოურიგებელი მეზობლები, ძველი მეგობრების დახმარებით შეეცდებიან.

მოსკოვის, თბილისის, ცხინვალის, სოხუმის, ევროკავშირის, ეუთოსა და ნატოს წარმომადგენლები ერთმანეთს ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ჟენევაში შეხვდებიან.რას მოიტანს მოლაპარაკებების მესამე რაუნდი? ამავე დროს, განიხილება იგივე, რაც წინ უძღოდა პირველ ორ რაუნდს: დელეგაციის სტატუსი, მისი შემადგენლობა და შეხვედრების ფორმატი.

საქართველოს მხრიდან ზუსტად ამით დაკავდება ვაშაძე. მისი პროფესიონალიზმი არავისში ეჭვს არ იწვევს. თვით ოპოზიციაც კი თვლის, რომ ერთადერთი "ჭკვიანური" დანიშვნაა ხელისუფლების "საკადრო შიზოფრენიაში". კომენტარს აკეთებს ექსპრტი გია ხუხაშვილი: "ერთადერთი სერიოზული ნიშანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრად ვაშაძის დანიშვნა.ამ ,ეთოდოთ საქართველოს მთავრობა ცდილობს შეაშინოს ვაშინგტონი კურსის შეცვლისა და რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებით". განვმარტავთ: ვაშაძე ცნობილია რუსეთისადმი დადებითი დამოკიდებულებით.

მიხედავად ამისა, ქართველ პოლიტოლოგთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ვაშაძისთვისაც, და მთელი მინისტრთა კაბინეტისთვისაც არც ისე იოლი იქნება მიაღწიონ პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ პრიორიტეტებს.

ნაკლებად სკეპტიკური დამოკიდებულება არ გამოუწვწვია ეკონომიკის მინისტრად 35 წლის ლაშა ჟვანიას დანიშვნასაც. საქმე იმაში არ არის, რომ მან მაშინვე და დღესაც, გრიგოლ ვაშაძე გააკრიტიკა, გაუგებარია, რატომ მოსთხოვა ვაშაძემ ყველა ელჩს დაეწერათ განცადებები გადადგომის შესახებ.

"არა მხოლოდ მინისტრები, ხელისუფლებებიც იცვლებიან, მაგრამ საერთოდ ეს ცვლილებები დიპლომატიურ კორპუსს არ ეხება", - ცხარობდა ჟვანია. სხვათა შორის, აქამდე ის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ასე რომ, იცის, რაზეც ლაპარაკობს. მაგრამ ეყოფა კი, მას პროფილური მინისტრისთვის საჭირო ეკონომიკური განათლება?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100