RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სტუმრად რუსეთში

12.12.2008  |  14:14

9/9/8/998.gifპირველად, აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოს ეკლესიის ხელმძღვანელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში ჩავიდა, რათა გამომშვიდობებოდა სრულიად რუსეთის პატრიარქს ალექსი მეორეს. გუშინ ილია მეორე თანამემამულეებს რუსეთში მცხოვრები ქათველების კავშირის ოფისში შეხვდა.

საერთო მწუხარებამ გააერთიანა რუსები და ქართველები. ქართული დიასპორა საქართველოდან ჩამოსული მაღალი სტუმრის ვიზიტს, ორ ერს შორის ასაღორძინებელი ურთიერთობისთვის აუცილებელ პირველ მერცხალს უწოდებს.

და მართლაც, რუსეთში საქართველოს მიწის რამდენიმე ათეულ კვადრატულ მეტრზე ისეთი ატმოსფერო სუფევდა, რომ არა მხოლოდ ლაპარაკი, ფიქრიც კი ნამდვილად უადგილო იყო ურთიერთშუღლზე, საზღვრებსა და საერთოდ ერთმანეთს შორის ყოველგვარ გაურკვევლობაზე. ვიდრე პატრიარქი მობრძანდებოდა, დარბაზში თანაბრად ისმოდა ქართული და რუსული საუბარი, და საუბრობდნენ ყველაფერზე, პოლიტიკური თემა კი სულაც არ ყოფილა ძირითადი.

როდესაც დარბაზში პატრიარქი შემობრძანდა, მისი პირველი სიტყვები იყო: "დებო და ძმებო! ჩვენს ქვეყნებს შორის ახლანდელი დაძაბული ურთიერთობა დროებითია, უფალი გვაერთიანებს". განაცხადა მან ქართულად და იგივე სიტყვები რუსულადაც გაიმეორა.

შემდეგ პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, ძმური ურთიერთობა, რომელიც ორი ქვეყნის ხალხებს შორის ჩამოყალიბდა, შენარჩუნდება. "მე ამაში მოსკოვში ვიზიტის დროს დავრწმუნდი".- განაცხადა მან და დაამატა, რომ საქართველოში რუსები ისევე კომფორტულად გრძნობენ თავს, როგორც ქართველები რუსეთში.

ზოგიერთს ეჭვი ეპარებოდა, ჩამოვიდოდი თუ არა მე, მაგრამ ეს იყო ფუჭი ეჭვები. მე ჩამოვედი და გამოვხატე თანაგრძნობა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისა და მთელი რუსი ერისადმი."

რა თქმა უნდა, პატრიარქი გვერდს ვერ აუვლიდა ორ ქვეყანას შორის ყველაზე მტკივნეულ საკითხს - ტრიტორიუილ მთლიანობას. "ეს პოლიტიკური დაძაბულობა არაბუნებრივია ჩვენთვის. არაბუნებრივია ისიც, რომ აფხაზეთმა სურვილი გამოთქვა საქართველოს დაშორებოდა. მე ვფიქრობ, აუცილებელია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საზღვრების გახსნა, სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, დევნილების დაბრუნება თავის სახლებში"

ქარველი ხალხი უკვე დიდი ხანია რთულ სიტუაციებში, ილია მეორეს იმედად და საყრდენად აღიქვამს. საკმაოდ შესამჩნევია პატრიარქის როლი ქვეყანაში, პოლიტიკური კრიზისის დროს. ის "კეთილგონიერებისკენ" მოწოდებდა, როდესაც ქუხდა "ვარდების რევოლუცია". გასულ წელს ნოემბრის მოვლენების შემდეგ ხელისუფლებას ოპოზიციასთან არიგებდა. დაუღალავად არწმუნებდა მეომარ მხარეებს აგვისტოში, შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები.

ამ ვიზიტის დროს, თანმემამულეებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პატრიარქი პირისპირ შეხვდა რუსეთის ფედერაცისს პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს. მათი საუბრის დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ყოველგვარი პოლიტიკური ქვეტექსტების გარეშე.

ქართველთა კავშირის ოფისში მოსმენილი საუბრებიდან თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში მცხოვრები რუსები, ისევე როგორც რუსეთში მცხოვრები ქართველები იმედოვნებენ, რომ კონფლიქტური სიტუაციები უახლოეს მომავალში მოწესრიგდება. ამის შესახებ საუბრობდა საქართველოში რუსული დიასპორის წარმომადგენელი, კულტურულ-საგანმანათლებლო საერთაშორისო კავშირის "რუსული კლუბის" პრეზიდენტი ნიკოლაი სვენტიცკი. "საქართველოში მცხოვრები რუსები იმედოვნებენ, რომ ეს რთული პერიოდი მალე დასრულდება. ახლაც კი გრძელდება ერთობლივი პროექტები, ძალიან ბევრი გეგმაა მომავლისთვის,"-აცხადებს ის. სვენტიცკი ასევე არწმუნებს სკეპტიკოსებს, რომ საქართველო ძველებურად რჩება ტოლერანტულ და სტუმართმოყვარე ქვეყნად, ომსა და პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობას, გავლენა არ მოუხდენია კეთილმეზობლურ ნაციონალურ ტრადიციებზე.

საქართველოში მცხოვრებ რუსებს, ეს ქვეყანა თავის სამშობლოდ მიჩნიათ და მრავალი ქართველისთვის სამშოლბლოდ იქცა რუსეთი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100