RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

კონკრეტიკის ნაცვლად საქართველომ ჟენევის გამოცანა მოამზადა

16.12.2008  |  09:58

0/2/6/1026.jpeg12 დეკემბერს, სოხუმში გაეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას აფხაზეთმა განაცხადა, რომ აპირებს ჟენევის დაგეგმილ მოლაპარაკებების მესამე რაუნდში წამოწიოს 2006 წელს ჭუბურხინდში (აფხაზეთი. გალის რაიონი) შეწყვეტილი ოთხმხრივი მოლაპარაკებების შესახებ საკითხი. ამჯერად აფხაზეთის, გაეროს, რუსეთის და საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით. თუმცაღა უკანასკნელმა, უკვე უარყო ეს ინიციატივა.

თავდაპირველად მოლაპარაკებების აღდგენის საკითხი გამოქვეყნდა აგვისტოს ომის დასრულებისთანავე, მაგრამ გაგრძელება არ მოჰყოლი. აი ახლა კი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, კვლავ დაუბრუნდა ამ საკითხს, გაეროში გენერალური მდივნის წარმომადგენელთან იოჰან ვერბეკესთან საუბრისას.

ადრე, 10 წლის განმავლობაში, კვირაში ერთხელ ჭუბურხინდში იკრიბებოდა, ეს შემადგენლობა. რუსეთს წარმოადგენდა მშიდობისმყოფელი ძალები. დღის წესრიგში უცვლელად იყო სიტუაცია ე.წ. უსაფრთოების ზონაში (გალი და ზუგდიდის რაიონების სასაზღვრო ტერიტორიები). მნიშვნელოვანი ძვრები მოლაპარაკებებმა არ გამოიწვია. ხოლო შეაჩერეს ისინი კოდორის ხეობაში, საქართველოს სპეცოპერაციის შემდგომ. მას წინ უძღვოდა ის, რომ ემზარ კვიციანმა (სააკაშვილის რწმუნებული სვანეთში) და მისმა ადგილობრივმა მომხრეებმა, მოითხოვეს ქართული ძალოვანი უწყებების მეთაურების გადაყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიარაღებული აჯანყებით იმუქრებოდა. მაშინ სწორედ ამ ძალოვნებმა განახორციელეს, პრევენციული სამხედრო ოპერაცია ხეობაში, რომელიც კვიციანის "სამშობლოა". რომლის შემდგომაც იქ დარჩნენ. აფხაზეთმა გამოთქვა პროტესტი სასაზღვრო ზონის მილიტარიზაციის წინააღმდეგ. ამან არ იმოქმედა. ბუნებრივია, მოლაპარაკებები ამის შემგომ ვერ გაგრძელდებოდა.

თბილისი, კატეგორიულად გამორიცხავს ჭუბურხინდში ოთხმხრივი მოლაპარაკებების პროცესის აღდგენის შესაძლებლობას და საკუთარი არგუმენტები მოჰყავს - ახლა ამას აგვისტოს მოვლენებს უკავშირებენთ. "ჭუბურხინდში შეხვედრების აღდგენა ლეგალიზებას უკეთებს რუსული ჯარის აფხაზეთში ყოფნას, - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის დარგში თემურ იაკობაშვილი - ადრე შეხვედრები, რუსეთის მშიდობისმყოფელთა ძალების ფორტმატში იმართებოდა, ხოლო ახლა მშვიდობისმყოფელი ძალები არ არსებობენ, ხოლო აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია".

იაკობაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მხარემ მოამზადა ჟენევისათვის "ჭუბურხინდში შეხვედრების ფორმატის აღდგენის სანაცვლოდ, თავისი წინადადებები ადმინისტრაციულ საზღვარზე უსაფრთხოების საკითხებზე". მაგრამ კონკრეტულად როგორი - არ განუმარტავს.

ზოგიერთი ადგილობრივი პოლიტოლოგი, ქართული ხელმძღვანელობის ამგვარ ლოგიკაში შემდეგს ხედავენ: ჭუბურხინდში მოლაპარაკებების აღდგენა, ეჭვის ქვეშ დააყენებს ევროკავშირის დამკვირვებლების აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნის მიზანშეწონილობას.

12 დეკემბერს, გაეროს დელეგაციასთან შეხვედრისას სერგეი შამბამ შესთავაზა მისიას მანდატის გაგრძელება, მაგრამ კორექტირებით, კონკრეტულად კი, სახელწოდების შეცვლით (დღეს ეს არის "გაეროსა სადმკვირვებლო მისია საქართველოში", ხოლო მანდატის მოქმედების ვადა იწურება თებერვალში. ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღება ნახევარ წელიწადში ერთხელ).

შამბას თქმით, აფხაზეთის მხარე დადებითად აფასებს ქვეყანაში გაეროს წარმომადგენლების მოღვაწეობას, "რასთან დაკავშირებითაც ოფიციალური სოხუმი სთავაზობს შენარჩუნდეს პრაქტიკულად ყველა ფუნქცია, რომელიც აქამდე გაეროზე იყო მიმაგრებული".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100