RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საარჩევნო რეფორმა - ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის

16.12.2008  |  16:51

საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებას იწყებს. ოპოზიცია დარწმუნებულია: პორველ რიგში ეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისათვის არის საჭირო.

0/3/7/1037.jpegუახლოეს დღეებში საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფის სპეციალური საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნება. ასეთი განცხადება გააკეთა პრესკონფერენციაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქარაძემ. მისი თქმით, ზემოხსენებული ჯგუფის ექსპერტებს მოუწევთ გადაწყვიტონ - აუცილებელია ახალი საარჩევნო კოდექსის შექმნა თუ საკმარისი იქნება ცვლილებების შეტანა მმოქმედ კანონმდებლობაში.

თუმცა, მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისა, ისევ გაურკვევლი რჩება, კონკრეტულად რომელი მდგომარეობა ან ნორმატიული აქტები მოძველდა? მაგრამ ბაქრაძე ბუნდოვანი კომენტარით შემოიფარგლა: "საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ბოლო არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ ბუნებრივია, არსებობს რესურსი, რათა საარჩევნო კანონმდებლობა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს."

მან, ასევე მოუწოდა ამ საქმიანობაში ჩართვისაკენ არასაპარლამენტო ოპოზიციას და იმ პარტიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან. დაპირდა რა, რომ ხსენებული საპარლამენტო ჯგუფი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმუშავებს.

სხვათაშორის, ჯერ კიდევ მაისში, საქართველოში საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ, გამართულ დამკვირვებელთა პრესკონფერენციაზე, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მატიას იორშმა, ახლადარჩეულ პარლამენტს მოუწოდა: წლის ბოლომდე გადაემუშავებინათ და მიეღოთ ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც მომავალი არჩევნების დარღვევების გარეშე ჩატარების საშუალებას მისცემდათ. ეს ყველაფერი, ახლა შემთხვევით არ გაიხსენეს. ევროპელი დონორები ხომ იმუქრებიან, რომ ქვეყანას დაპირებულ მილიონებს არ მისცემენ, თუ კი რეფორმები (მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობისაც) არ განხორციელდება.

სპიკერის დღევანდელ განცხადებას, წინ უძღოდა 9 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ პარლამენტისათვის მიცემული დავალება, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების შესახებ. მაგრამ ჯერ ადრეა იმაზე მსჯელობა, მიიღებენ თუ არა ოპოზიციონერები, მონაწილეობას სპეციალური საპარლამენტო ჯგუფის მუშაობაში.

გაზეთ "24 საათის" ინფორმაციით, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე თვლის: "საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტისგან მხოლოდ სააჩევნო კანონმდებლობის შეცვლას არ ითხოვს, დღის წესრიგში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაც დგას".

ამგვარად ფიქრობენ სხვა ოპოზიციონერებიც: ანუ პირველი დავალება - როგორც პირობა და აუცილებელი ეტაპი, მეორე დავალებაზე დაუყოვნებლივ გადასასვლელად და რეალიზებისათვის. მეტიც, კონსერვატორებს უკვე მზად აქვთ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტი, რომელიც 39 პუნქტისაგან შედგება. პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ ეს ვადამდელი არჩევნების იდეის რეალიზაციის, კონსტიტუციურ ფარგლებში პოლიტიკური ცვლილებების მოხდენის საშუალებას მოგვცემს.

ამ იდეას ხელისუფლება ეწინააღმდეგება. მათ არაერთხელ მკაცრად განაცხადეს, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. "გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო აჩევნების ჩატარება, რასაც ოპოზიცია მოითხოვს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე "ჩიხში მიმავალი გზაა" ". - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 12 დეკემბერს, მცირე და საშუალო ბიზნესისი წარმომადგენლებთან სატელევიზიო შეხვედრისას. "რა არის არჩევნები კრიზისის დროს?- განაგრძო მან - ეს ფულის ხარჯვაა არა ხალხისთვის, არამედ პოლიტიკისთვის. ეს ათობით, ასობით მილიონების ხარჯვაა პოლიტიკური კამპანიებისთვის. იმისთვის, რომ კონკრეტული პიროვნებები შევიდნენ პარლამენტში და დაიკავონ პრეზიდენტის პოსტი".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100