RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

რუსულ- ქართულ დიალოგს კულტურის მოღვაწეები განაახლებენ

17.12.2008  |  17:10

0/4/8/1048.jpegსამშაბათს, პირველად აგვისტოს ომის შემდეგ, რუსი და ქართველი - კულტურისა და  ხელოვნების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, საეკლესიო მსახურები - ისინი, ვინც, მთელი წლების განმავლობაში ხალხის სული და სინდისი იყვნენ, მრგვალი მაგიდის გარშემო დასხდნენ და თვალებში ჩახედეს ერთმანეთს.

რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის ერთერთ დარბაზში, შესდგა პირველი სამუშაო სხდომა რუსულ-ქართული ჯგუფისა, რომელიც შეიქმნა კავკასიაში ომის შემდგომი  ჰუმანიტარული შედეგების გადასალახავად. შეკითხვა "ვინ არის დამნაშავე?"- დღის წესრიგში არ იდგა. შეხვედრა შესდგა იმისათვის ,რომ იპოვნონ გზა  "რა მოვიმოქმედოთ?" როგორ დავიბრუნოთ ურთიერთგაგება და კეთილმეზობლური ურთიერთოებები.

საჭირო ტონალობა დასაწყისშივე მიეცა შეხვედრას. შეკრებილებს მიმართა რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, გადაცემა "თავად განსაჯეთ" ავტორმა და წამყვანმა, მაქსიმ შევჩენკომ: ისეთ სიტუაციაში, როდესაც პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები გართულებულია  ან შეუძლებელი, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, დავიწყოთ არა მხოლოდ დიალოგი, არამედ შევუდგეთ მომავლის აღმშენებლობას. ეს კი დამოკიდებულია არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე, არამედ უბრალო მოქალაქეებზეც. მოდით, გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენს შილებსა და შვილიშვილებს ბევრი კარგი რამ ჰქონდეთ გასახსენებელი".

შემდეგ დამსწრეები და მათი საქმიანობა დალოცეს: სტავროპოლისა და ვლადიკავკაზის არქიეპისკოპოსმა  თეოფანემ და პატრიარქის წარმომადგენლმა, ჭყონდიდის ეპისკოპოსმა პეტრემ.

საერთო ადამიანური  და პირველ რიგში, ზნეობრივი ფასეულობები- საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეების მაშველი რგოლია. თბილისში სჯერათ, რომ ორ ერს შორის მეგობრული დიალოგის დაწყებას, სათავე დაუდო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივამ, რომელიც გასულ კვირას მოსკოვში იმყოფებოდა. მეგობრობის ნიშნად ქართულმა დელეგაციამ საჩუქრად ჩამოიტანა წმინდა პანტელეიმონის ხატი. "დე, ამ ხატმა გვიშველოს, რომ მოვიშუშოთ ჭრილობები, გავთავისუფლდეთ ტკივილებისგან, რომელიც აწუხებს ქართველ და რუს საზოგადოებას", - მიმართა შეკრებილებს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, სტრატეგიული კვლევების ცენტრ «Агри"-ის პრეზიდენტმა მალხაზ გულაშვილმა.

პოლიტიკური მიმომხილველის ნიკოლაი სვანიძის, რუსეთის ნაციონალური გაერთიანების კონგრესის პრეზიდენტის ვლადიმერ ხომერიკის, ზემოთხსენებული მალხაზ გულაშვილისა და სხვათა გამოსვლისას (სულ 19 გამომსვლელი იყო), რთულად, მაგრამ მაინც გახდა შესაძლებელი საერთო მოქმედებათა პროგრამის ჩამოყალიბება.  მიუხედავად, პოლარულად განსხვავებული ემოციებისა, პოზიციებისა, ერთი შეხედვით შეუსაბამო ინიციატივებისა და წინადადებებისა.

აი, მაგალითად, საქართველოში რუსეთის ყოფილი ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო აცხადებს, რომ მომავალი დამოკიდებულია საქართველოს საგარეო კურსზე. "რუსეთმა უნდა იცოდეს, ვისთან როგორ ურთიერთობას დაამყარებს საქართველო. თუკი გასული წლების პოლიტიკა გაგრძელდება, მაშინ რუსეთთან ურთიერთობაც ბუნდოვანი და რთული იქნება",- დარწმუნებილია ის. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კურსი არა პროამერიკული ან პრო რუსული, არამედ პროქართული უნდა იყოს: "ეს მოიტანს მეგობრობას არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ თანამშრომლობას ყველა ქვეყანასთან"  და შემდეგ: "კულტურული და ეკონომიკური ურთუერთობის განახლება შესაძლებელია საერთაშორისო დოკუმენტების ხელმოწერით, რომლითაც ყოველი მხარე აიღებს პასუხისმგებლობას აღარ განაახლოს სამხედრო მოქმედებები. მაგრამ კოვალენკოს ბოლო ფრაზასთან დაკავშირებიათ, საქართველოს წარმომადგენლებმა ძლივს შეიკავეს თავი.მან კი კონკრეტულად ასე განაცხადა:" გამძაფრებული ურთიერთობის ჩაცხრობა საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის, დაეხმარება ამ ქვეყნებს ააგონ თანაბარი პარტნიორული ურთიერთობები".

სტუმრების აღელვება გასაგებია. საქართველოში ხომ თითქმის ყველაა დარწმუნებული, რომ სამხრეთ ოსეთიცა და აფხაზეთიც მათი ქვეყნის ნაწილია, საჭიროა მხოლოდ დევნილთა დაბრუნებასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ლაპარაკი. მაგრამ, მადლობა ღმერთს, არანაირი პოლემიკა ამ მტკივნეულ საკითხზე არ დაწყებულა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100