RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ჟენევა: მესამე რაუნდის შედეგები

22.12.2008  |  16:54

1/0/2/1102.pngუზრუნველყოფის, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. ექსპერტთა პროგნოზები გამართლდა - კონკრეტულ შეთანხმებებს მხარეებმა ვერ მიაღწიეს. "შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა, თუმცაღა მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეული არ იყო", - კომენტარი გაუკეთა ჟენევის დიალოგს, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში - პიერ მორელმა.

ცალასხად მხოლოდ შეთანხმდნენ, რომ გაიმართოს მორიგი, მეოთხე რაუნდის მოლაპარაკებები ჟენევაში. უსაფრთხოების და სტაბილურობის მიღწევის მექანიზმებს აფხაზეთის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, რუსეთის და ევროკავშირის დიპლომატები განიხილავენ 2009 წლის 17-18 თებერვალს.

ჟენევის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, რეგიონში სიტუაცია ისევ გამწვავადა: სასაზღვრო სოფელი პერევი ხელიდან ხელში გადადიოდა - რუსი სამხედროები, ქართველ პოლიცილებაი და ისევ რუსები. მხარეები ღამით პერიოდული სროლების შესახებ აკეთებდნენ განცხადებებს. საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთმანეთს სდებდნენ ბრალს. ყველა ნიშანი მიუთითებდა, სასაზღვრო რაიონებში გაწელილი ხასიათის, კონფლიქტურ სიტუაციაზე.

როგორ მოსალოდნელი იყო, მიმიდინარე შეხვედრაზე ამ პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა. შეიძება ითქვას, რომ ჟენევაში მესამე რაუნდში მომლაპარაკებლები მხოლოდ შეუდგნენ ამ პროცესს და განიხილეს ევროპელების მიერ, მომზადებული დოკუმენტის პროექტი "ინციდენტების და კონფლიქტების აცილება".

როგორც "დამოუკიდებელი გაზეთი " წერს, ნახსენები დოკუმენტი უნდა გახდეს ბაზა, სიტუაციის მონიტორინგის მექანიზმის შესაქმნელად. ნავარაუდევია, რომ მხარეთა წარმომადგენლები შეძლებენ ყოველდღიურ შეხვედრას და მიმდინარე პრობლემების განხილვას. გათვალისწინებულია ასევე, აუცილებლობის შემთხვევეში საგანგებო შეხვედრა სამი-ოთხი საათის განმავლობაში. დოკუმენტში არის ასევე პუნქტი ევროპელი დამკვირვებლების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეშვების შესახებ. რესპუბლიკები ამის საწინააღმდეგოდ გამოდიან. ისინი მოითხოვენ გაეროს მისიის დამკვირვებლების ყოფნას თავიანთ ტერიტორიაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდა, ასე რომ ამ დოკუმენტის მრავალი პუნქტია საკამათო და მისი განხილვა თებერვალში გაგრძელდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა დასკვნით პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ მიუხედავად გადაუჭრელი პრობლემებისა, ჩატარებული კონსულტაციები სასარგებლო და მნიშვნელოვანი იყო. ამავე დროს მან ხაზგაუსვა: რუსი სამხედროების სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში დისლოკაციის აუცილებლობას.

სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა, საერთაშორისო კონსულტაციების მესამე რაუნდის დასრულების კომენტირებისას, აღნიშნა, რომ საქართველო "გადამეტებულ პოლიტიზირებას უკეთებს" დისკუსიას.

საერთაშორისო შუამავლებმა, შედეგები ემოციის გარეშე შეაფასეს. საქართველოს საკითხებში, გაეროს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენლმა იოჰან ვერბეკემ განაცხადა, რომ "დისკუსიის მონაწილეებმა წინასწარ, ფრთხილად და მოვალეობების დაკისრების გარეშე, განიხილეს პირთა თავისუფალი გადაადგილება საკონტროლო პუნქტებიდან".

ხოლო ზემოთ ნახსენებმა პიერ მორელმა ხაზგასმით აღნიშნა: "კონსულტაციის ყველა მონაწილე აკეთებს წინსვლის სწრაფვის დემონსტრირებას". დისკუსიის მსვლელობაში გამოყენებული იყო, აპრობირებული სქემა. მუშაობდა ორი სამუშაო ჯგუფი: ერთი განიხილავდა უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხებს, მეორე იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებას. დელეგატები იყვნენ წარმოდგენილი პირადად, ქვეყნის ხსენების გარეშე, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ამან დისკუსიის მონაწილეთა სტატუსის სადაო საკითხი მოხსნა. პლენარული სხდომა, არ ჩატარებულა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100