RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოს დემოკრატიული პარტია: მეორედ მოსვლა

22.12.2008  |  17:14

1/0/6/1106.jpegსაქართველოში ოპოზიციური პარტიების რიცხვი იზრდება. გასულ კვირას შედგა ახალი "დემოკრატიული პარტიის" დამფუძნებელი ყრილობა, რომელიც 90-იან წლებში მოქმედი ანალოგიური დასახელების მქონე ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა.

ახალი "დემოკრატიული პარტია" "გაერთიანებული ოპოზიციის" ყოფილმა წარმომოადგენლებმა, ამჟამად დეპუტატებმა გიორგი თორთლაძემ და გია ცაგარეიშვილმა დააფუძნეს.

თავისი იდეის შესახებ მათ ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში განაცხადეს. დამფუძნებელ ყრილობაზე, დაამტკიცეს წინა წესდების საფუძველზე შესული ცვლილებები, ასევე განისაზღვრა მიზნები და ამოცანები. პარტიის პოლიტიკური მდივნის- აკაკი ფანჩულიძის განცხადებით, ისინი აპირებენ მიაღწიონ ტერიტორიების დეოკუპაციას და გააქტიურდნენ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის.

"ეს ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ერთადერთი გზაა, გზა ეკონომიკის გამვითარებისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის", - ხაზი გაუსვა მან.

პარტიის თავმჯდომარე გიორგი თორთლაძე და გენერალური მდივანი გია ცაგარეიშვილი დარწმუნებულნი არიან: მათი შვილობილი აბსოლუტურად გამოირჩევა სხვა ოპოზიციური პარტიებისგან. "დემოკრატიული პარტიის" წინაშე, ინტელექტუალური ძალების გაერთიანების საკითხი დგას.

ამასთან დაკავშირებით თორთლაძემ ყრილობაძე განაცხადა: "ქვეყანა უნდა მართონ პროფესიონალებმა და არა პარტული ნიშნით შერჩეულმა შემთხვევითმა ხალხმა." ამის გამო გადაწყდა, რომ შექმნილიყო სახალხო საბჭო, ეგრეთწოდებული "დარბაზი" (ასე ეწოდებოდა გაერთიანებას მე-12 საუკუნეში , რომელიც მონარქიულ სახელმწიფოში პარლამენტის მსგავსი ორგანო გახლდათ).

იქ შევლენ, არა მხოლოდ პარტიის წევრები, არამედ ცნობილი მეცნიერები, კულტურის მოღვაწეები. "დარბაზი" მოამზადებს პარლამენტისთვის თავის წინადადებებს, რეკომენდაციებსა და კანონპროექტებს. მის ხელმძღვანელად დელეგატებმა აირჩიეს აკადემიკოსი შოთა ნადირაშვილი.

ძველმა დემოკრატიულმა პარტიამ, მხარი დაუჭირა ახალგაზრდა მიმდევრებს. მისმა თავმჯდომარემ ნუგზარ ჟორჟოლიანმა თავის გამოსვლაში თქვა:"ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ მოღვაწეობაში. ჩვენ გადავწყვიტეთ დავიწყოთ მოლაპარაკებები, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად ჩვენ შევთანხმდით წესდების ცვლილებაზე".

ბოლო წლების მქუხარე პოლიტიკური მოვლენების რიგში, ცოტას თუ ახსოვს: ძველი დემოკრატიული პარტია დაარსდა 1991 წელს. მისი პირველი თავმჯდომარე - ქართლოს ღარიბაშვილი, სამი საპრეზიდენტო მარათონის მონაწილეა - 1995, 2000, 2004 წლებში. თუმცა ბოლო ორში, ის სხვა პარტიებს წარმოადგენდა.

თუკი 90-იანი წლების აქტივისტები ორგანულად შეერწყნენ ახალ პარტიას, მათი თანამშრომლობა დღევანდელ ოპოზიციონერებთან კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. თორთლაძემ და ცაგარეიშვილმა პარლამენტის მანდატები, გაერთიანებული ოპოზიციის პარტიული სიით მიიღეს დამაშინათვე განუდგნენ მას. ვინაიდან გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნები ფალსიფიცირებულად გამოაცხადა. ორივე დეპუტატმა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი დავით გამყრელიძე ავტორიტარულობაში დაადანაშაულა. ასე რომ, გასაგებია რატომ დაეძაბათ ურთიერთობა ოპოზიციონერთა უმეტეს ნაწილთან.

აგვისტოს მოვლენების შემდეგ არცერთი არ ჩქარობდა, რეჟიმის მოწინააღმდეგეების ახალი ტალღის მოქმედების გამართლებას. მიმდინარე წლის 7 ნოემბრის მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, რომელიც მიეძღვნა დემონსტრაციის დარბევის წლისთავს, ცაგარეიშვილი და თორთლაძე მოუწოდებდნენ თავი შეეკავებინათ რადიკალური მოთხოვნებისგან, რადგან მიაჩნდათ, რომ "აგვისტოს მოვლენების შემდეგ არსებულ სიტუაციაში ეს მიზანშეუწონილი არ არის". მათ თავიანთი მცირერიცხოვანი თანამებრძოლები, პარლამენტთან არ მიუყვანიათ. შეიკრიბნენ წმინდა სამების ტაძართან.

რა მიზნები და ამოცანები აქვთ ახალ დემოკრატებს? როგორია მათი პროგრამა? რაში არ ეთანხმებიან არსებულ რეჟიმს? დოკუმენტები, რომლებიც დამფუძნებელმა ყრილობამ მიიღო, ამაზე კონკრეტულ პასუხს არ იძლევა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100