RSS
на русском en in english
12.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ლატვია რთულ კითხვებს პასუხობს

23.12.2008  |  15:33

1/1/9/1119.jpegსაქართველოს ომი მორიგი "რთული საკითხია" - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა 18 დეკემბერს, ლატვიის ელჩებთან შეხვედრისას. - ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ და რუსეთი ვერასოდეს მივალთ საერთო აზრამდე. მაგრამ სასურველია, თუ ჩვენ მოსკოვთან მომავალშიც განვავითარებთ კეთილმეზობლურ და ჰარმონიულ ურთიერთობებს". თუმცა ლატვიას კიდევ ერთი "რთული საკითხი" აქვს - თავის რუსულენოვან მოსახლეობასთან ურთიერთობა.

საქართველოს მიმართ ლატვიის პოზიცია ცნობილია. ჯერ კიდევ 14 აგვისტოს ლიტვის, ესტონეთის, პოლონეთის პრეზიდენტებმა და ლატვიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს და მოითხოვეს აგრესიის დაუყოვნებლივ შეჩერება და აღარ გაგრძელდეს დემოკრატიული საქართველოს ოკუპაციია . მიმართვაში ხაზგასმული იყო, რომ საქართველოს ამგვარი აგრესიებისგან გადარჩენა, მხოლოდ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას შუძლია.

სეიმშიც დაახლოებით იმავე ტონის განცხადებები ისმოდა. ორიოდე თვის შემდეგ საიტმა NEWSru.com ლატვიის ტრანსპორტის მინისტრის აინარდ შლეერსის სიტყვების ციტირება მოახდინა, რომელმაც არაჩვეულებრივად დაახასიათა ეს აურზაური. "საქართველოს მოვლენების შემდეგ ჩვენ არ გამოვიყენეთ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ უბრალოდ გავჩუმებულიყავით. თუ ლატვიას ასე სურს მსოფლიოს დემოკრატიისთვის ბრძოლა, მაშინ შეუძლია აწარმოოს ასეთი ბრძოლა კუბასთან, ვენესუელასთან და სამხრეთ კორეასთან. რატომ უნდა გაგვენაწყენებინა რუსეთი? ერთადერთ ქვეყანა, რომელსაც შეეძლო იმ დანაკარგების კომპენსირება, რომელიც დასავლეთის კრიზისის გამო გვაქვს".

მაგრამ ეს პოზიცია დარჩა მხოლოდ კერძო მოსაზრებად. 18 დეკემბერს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მომავალი წლიდან ორი წლის განმავლობაში ლატვია შეასრულებს ნატოსა და საქართველოს შორის, დამაკაშირებელი საელჩოს ფუნქციას. მსგავსი დაწესებულებების მთავარი დავალება - თბილისსა და ბრიუსელს შორის, უფრო მჭიდრო კონტაქტებს დამყარებაა. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ლატვიისა და საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე მეტყველებს, რომელის ფუნდამენტში დევს თბლისის სურვილი: ინტეგრირებული იყოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

ამასთან ერთად დაიწყო იერიში "მეხუთე კოლონაზე" ანუ "ადგილობრივ რუსებზე" (რომლების, სხვათა შორის ადგილობრივი მოსახლეობის 40 პროცენტს შეადგენენ).

სეიმის იურიდიულმა კომისიამ 18 დეკემბერს, ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესწორებები შეიტანა. ამიერიდან სამსახურში რუსული ენის გამოყენებისათვის, ჯარიმა ორჯერ გაიზარდა. სამსახურის მისაღებად, კანდიდატურები უკვე დიდი ხანია ვალდებულები არიან, წარმოადგინონ სახელმწიფო ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი. ეს დოკუმენტი ლატვიისა და ესტონეთის გამოგონებაა. იმისათვის, რომ "არასწორი ნაციონალობის" მაცხოვრებლები სამსახურში მოეწყონ, უნდა ჩააბარონ დამამცირებელი და ძვირადღირებული გამოცდები, სახელმწიფო ენაში.

დიდი სიბრძნე არ უნდა, რომ მსგავსმა ნაციონალურმა პოლიტიკამ იქამდე მიიყვანა, რომ თითქმის ქვეყნის ნახევარი, ხელისუფლებით გულწრფელად უაკმაყოფილოა. ხელისუფლება კი, თავის მხრივ, მოსახლეობის ამ ნაწილს არ ენდობა. როგორც მთელს რუსეთს.

რუსეთთან მიმართებაში, რესპუბლიკის ხელმძღვანელობის დაძაბულობა და სიფრთხილე პერმანენტულად ევროპარლამენტის ლატვიელი დეპუტატის, გირტს-ვალდის კრისტოვსკის გამოსვლებში აისახება. ის ჯერ კიდევ ოქტომბერში აშინებდა კოლეგებს, თავისი მსჯელობით იმის შესახებ, რომ რუსების დაჯერება არ შეიძლება:

"რუსეთს დასავლეთთან ორთაბრძოლაში რევანშის წყურვილი კლავს. ის ჯერ კიდევ ვერ შეურიგდა, ცივ ომში დამარცხებას. განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს კრემლის მიერ დეკლარირებული, თანამემამულეების დაცვის პოლიტიკა. ამ პოლიტიკის რეალიზაცია, მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უკრაინისთვის, მოლდოვასა და ბალტიისპირეთისთვის. საბჭოთა ოკუპაციის დროს ჩასახლებული თანამემამულეები, რუსეთისთვის აგრესიული პოლიტიკის რეალიზების ინსტრუმენტები არიან".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100