RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოში პარლამენტის ალტერნატივას ქმნიან?

24.12.2008  |  15:46

1/3/3/1133.jpegსამი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა - ტრადიციონალისტების, „თავისუფლების" და ქალთა პარტიის „სამართლიანობისა და თანაბარუფლებიანობისთვის" , გადაწყვიტეს საქართველოში ეროვნული ყრილობის შექმნა. „ის შეიძლება პარლამენტის ალტერნატივადაც ჩაითვალოს. ყრილობა აღმასრულებელ ხელისუფლებას საკუთარ რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს წარუდგენს",-განცხადა ქალთა პარტიის ლიდერმა გუგული მაღრაძემ.

ახალი ეროვნული წარმომადგენლობის ორგანოს შექმნის შესახებ განაცხადა- სამმა ლიდერმა: კონსტანტინე გამსახურდიამ (საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, პარტია „თავისუფლება"), გუგული მაღრაძემ (საპრეზიდენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი, ქალთა პარტია) და აკაკი ასათიანმა ( „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" ) - წინა დღით პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე. ეს ღონისძიება მიუძღვნეს „თბილისის ომის" მე-17 წლისთავს.

მაშინ, 1991 წლის 22 დეკემბერს, დაიწყო შეიარაღებული წინააღმდეგობა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებსა და ოპოზიციას შორის, რომელიც ედუარდ შევარდნაძეს უჭერდა მხარს. თბილისის ცენტრალური ქუჩები და პარლამენტის წინ მდებარე მოედანი ბრძოლის ველად გადაიქცა. სროლის ხმა იქ 15 დღის განმავლობაში ისმოდა. ოფიციალური მონაცემებით 100 ადამიანზე მეტი დაიღუპა.

მას შემდეგ ქალაქის ცენტრის ორმა მოედანმა - თავისუფლების და პარლამენტის წინ მდებარემ - გადაიტანა კიდევ უამრავი ამაღელვებელი ამბავი: მიტინგები, საპროტესტო აქციები, „ვარდების რევოლუცია", გასული წლის ნოემბერი, როდესაც ოპოზიციის წინააღმდეგ ხელისუფლებამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. თუმცა სროლა აღარ გამეორებულა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, რომლის დროსაც მოხდა „თბილისის ომი", თვლის, რომ ქვეყანას ახლაც სჭირდება შველა. „ქვეყანა იმყოფება ისეთ ცუდ მდგომარეობაში, რომ დგას მისი არსებობის საკითხი. აუცილებელია, რომ მთელი საზოგადოება შეეწინააღმდეგოს ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძვლების ნგრევას და აიღოს თავის ხელში ქვეყნის გადარჩენის საქმე. ამ სუპერდავალების გადაწყვეტისთვის ვთვლით, რომ აუცილებელია უმოკლეს ვადაში მოვიწვიოთ წარმომადგენლობითი ეროვნული ყრილობა", - მოედანზე გაისმა კონსტანტინე გამსახურდიას მოწოდება.

ურიგო არ იქნება შეგახსენოთ, რომ გასული წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ მას ბრალი დასდეს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და მის წინააღმდეგ საქმეც აღიძრა. ასევე მოექცნენ მის უმცროს ძმას - ცოტნე გამსახურდიას ( „კონსტიტუციური მწყობრის მოშლის მიზნით განხორციელებილი შეთქმულებისა და ბუნტის" და „შპიონაჟის" მუხლებით ). ცოტნე დააკავეს საქართველოს აეროპორტში ამა წლის სექტემბერში და სოლიდური თავდების გადახდის შემდეგ გამოუშვეს. ასეთი გამოგონებული ბრალდებები წაუყენეს კიდევ უამრავ რეჟიმის მოწინააღმდეგეს.

ასე რომ, კონსტანტინე გამსახურდიას უკმაყოფილება ქვეყანაში არსებული სიტუაციით, საკმაოდ გასაგებიც არის. ტრადიციონალისტებისა და ქალთა პარტიის ლიდერებთან, მისი თანამშრომლობაც არ ყოფილა მოულოდნელი.

ქართული მასმედია იტყობინებოდა, რომ ხსენებულ პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებები უკვე ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მასში მონაწილეობას იღებდა „ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავაც, თუმცა მოგვიანებით პარტიის პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც კატეგორიულად უარყოფდა მსგავს ფაქტს, ისევე როგორც რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანებას.

გუგული მაღრაძისთის კი ეს პირველი მცდელობაა. მისი ოპოზიციაში მოსვლა ჯერ კიდევ გასულ ნოემბერს, მოულოდნელობად იყო. ის პარლამენტში გავლენიან ფიგურად ითვლებოდა, თანაც პრესა საუბრობდა მაღრაძისა და პრეზიდენტის ოჯახის სიახლოვეზე.

მაღრაძე აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი, ვინც დატოვა საპრეზიდენტო „ნაციონალური მოძრაობა" და ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა გადაწყვიტა. თუმცა, ბლო ხანებში ის ნაკლებად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, თავს იკავებდა მკვეთრი განცხადებებისგან.

ეროვნული ყრილობის შექმნის იდეას კი მხარი დაუჭირა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100