RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართულ ეკონომიკას მსოფლიო კრიზისის არ ეშინია?

25.12.2008  |  16:21

1/5/6/1156.jpegეუთო-მ დამდეგ 2009 წელს, მთელ მსოფლიოს პრიორიტეტულ მიმართულებად სიღარიბესთან ბრძოლა შესთავაზა. აღნიშნული მიმართულება, რასაკვიველია გლობალური ფინანსური კრიზისითაა ნაკარნახევი. კითხვაზე პასუხს, თუ როდის მიაღწევს პიკს და დაღმავლობისკენ წავა კრიზისი, ბუნებრივია ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტები უშედეგოფ ეძებენ, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა ეს ვადები იცის . . .

„ქვეყანას მხოლოდ 6 თვე გაუჭირდება, ხოლო 2009 წლის გაზაფხულზე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება"- პირობა დადო სააკაშვილმა, ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. შეხვედრას პირდაპირი ეთერით გადმოსცემდნენ წამყვანი ქართული ტელეარხები. მსგავს შეხვედრებს უკანასკნელ პერიოდშi, პრეზიდენი ხშირად აწყობს. ალბად ეფექტის იმედი აქვს, რომელიც ცნობილი გამოთქმის პერეფრაზირებას შემდეგნაირად ახდენს: კრიზისს სიტყვა ლესავს. პრეზიდენის სიტყვა უხვადაა გაჯერებული არგუმენტებით. მაგალითად ასეთით: „საქართველოს ფინანსური სისტემა დაბლანსებულია და სახელმწიფო ბიუჯეტში ხვრელები არ იქნება, რადგან აშშ-მ ჩვენ 250 მილიონი დოლარი გამოგვიყო"; „ჩვენი ეკონომიკა მსოფლიო კრიზისს საკმაოდ მზად შეხვდა, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ ძალების მაქსიმუმი გამოიყენა, მის გადასარჩენად"; „შეინიშნება ეკონომიკური ვარდნის ნიშნები, რომლებიც შესაძლოა გაძლიერდეს, მაგრამ არა იმ მასშტაბებით, როგორც ეს რუსეთში, უკრინაში, ლატვიასა და უნგრეთშია".

თუმცა სიტყვიერი რიტორიკა, უკვე აღარავის აღაფრთოვანებს. ადგილობრივი ეკონომისტები უკმაყოფილებას გამოხატავენ.

„ჩვენ მხოლოდ ლოზუნგები გვესმის, რომ ჩვენ ყველაზე „მაგრები" ვართ და გადავრჩებით, ხოლო ბალტიისპირეთი და ევროპა დაინგრევა. რუსეთი კი უკვე დაინგრა. სინამდვილეში ყველაფერი სრულიად სხვაგვარადაა: სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენ ჩვენი ეკონომიკით ბოლოში მივჩანჩალებთ"- ასეთ კომენტარს უკეთებს სახელმწიფოს მეთაურის ოპტიმიზმს ინტერნეტ-გამოცემა პრესს.ჯი-ზე ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი.

ხუხაშვილის განმარტებით ყველა ქვეყანა გადაიტანს მსოფლიო კრიზისს, რადგან მათ იციან, როგორია სისტემური მდგომარეობა, როგორ უნდა იშრომონ, როგორ უნდა შექმნან შესაბამისი მდგომარეობა, რათა შექმნილი სიტუაციიდან მაქსიმალურად სწრაფად გამოვიდნენ. „ჩვენთან არაფერ ამდაგვარზე, წარმოდგენა არა აქვთ. სააკაშვილი ირწმუნება, რომ სიძნელეები მხოლოდ ექვსი თვის მანძილზე იქნება. სიხარულით დავეთანხმები იმას, რომ პრეზიდენტის სურვილები ასრულდეს, მაგრამ სამწუხაროდ ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ".

როგორია რეალობა? 22 დეკემბრის შeდეგებით ლარი კიდევ 30 პუნქტით გაუფასურდა და ეხლა მისი კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 1,7-ს შეადგენს. ამავდროულად ქვეყანაში ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნილება მაღალი რჩება. მთელი დღის მანძილზე ქართული რადიო-სადგურის „კომერსანტი"-ს კორესპონდენტები იმის დადგენას ცდილობდნენ, თუ რით არის ეს გამოწვეული, მაგრამ პასუხი არავინ იცის.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის აზრით ლარის კურსის გამიზნული ვარდნა ამტკიცებს იმას, რომ: „საქართველო - ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ქვეყანა, ყველაზე რთულ მდგომარეობაშია. ჩვენ მათხოვრების ქვეყანა ვართ, პროდუქციის 80% შემოგვაქვს, 20% გაგვაქვს. იმისათვის, რომ ინფლაციას მართლა ებრძოლო, კონკურენტუნარიანი პროდუქცია უნდა აწარმოო. თუ ქვეყანაში არსებული ტენდენციები - წარმოების შეჩერება, ინვესტორების წასვლა - გაგრძელდება ლარის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება".

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ვალუტამ წონაში უკვე 20 პროცენტი დაკარგა და ახლა ქართულ მედიაში წინასწარმეტყველებენ: საახალწლო ტრადიცია ბევრ ოჯახში საფრთხის ქვეშაა - სუფრაზე არ ინქბა გოჭი. ღორის ხორცი 20% გაძვირდა, კილოგრამის ფასი 12-15 ლარს შეადგენს და ვაჭრები არ გამორიცხავენ, რომ ეს ზღვარი არ არის. გაძვირად კვერცხი, ყველი, თაფლი, თხილეული . . .

ქვეყნის მოახლეობის უმეტესობის ხელფასი კი ძველი საარსებო მინიმუმის დონეზე დარჩა - 400 ლარი (200 დოლარი). ყველაზე დიდი პენსია (ყველა შეღავათით და დამატებით, თუ ისინი ეკუთვნის) 100 ლარს არ აღემატება.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100