RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

იპოვის თუ არა ოპოზიცია თავის ლიდერს?

26.12.2008  |  14:00

1/6/8/1168.jpegგაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია, რომელსაც მრავალი ექსპერტი - როგორც ქართველი, ისე რუსი და დასავლეთევროპელი, თვლის პრეზიდენტობის პოსტზე მთავარ პრეტენდენტად, ნიუ-იურკიდან თბილისში ჩამოვიდა. მან სასტიკად გააკრიტიკა სააკაშვილის მთავრობა.

ჩამოფრენიდან რამდენიმე საათში, ალასანიამ ბრიფინგი გამართა. თავის გამოსვლაში მან ფაქტიურად დაადანაშაულა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს საომარ ავანტიურაში და ავტორიტარული მეთოდების გამოყენებაში.

"ხელისუფლების მთავარი მოვალეობა იყო აეცილებინათ საომარი დაპირისპირება, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა ჩათრეული, მიუხედავად სტრატეგიული მოკავშირეების არაერთგზის გაფრთხილებისა", - ხაზგასმით აღნიშნა ალასანიამ.

მან მომხდარის გამო, სააკაშვილის წინაშე დააყენა პასუხისმგებლობის საკითხი: "რუსეთთან ომის აცილება შესაძლებელი იყო. ამ პროვოკაციულ ომში ჩათრევის პასუხისმგებლობა, ეკისრება ქვეყნის პრეზიდენტს".

საქართველოს ყოფილ ელჩს გაეროში სჯერა, რომ არსებობდა კონფლიქტების დარეგულირების მშვიდობიანი გზა და ეს გზა, მისი აზრით, დღესაც რჩება ერთადერთ რეალურ შესაძლებლობად. ამასთან, მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოება არ არის დაცული და ხალხი საომარი დაპირისპირების განახლების შიშის ქვეშ იმყოფება.

"ქვეყანას სჭირდება ძირფესვიანი რეფორმები, რომელიც უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს და ეკონომიური კრიზისიდან გამოსვლის იმედს მისცემს", - დაამატა ალასანიამ.

ამგვარად, შეაჯამა მან თავის გამოსვლა, "აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება და რაც შეიძლება მალე".

ალასანიას გამოსვლას რეაქცია, ჯერჯერობით მხოლოდ პარლამენტის კედლებს შიგნით მოყვა და სავსე იყო საყვედურებით.

დეპუტატმა კობა ხაბაზმა, რომელიც მმართველ პარტიას წარმოადგენს ქართულ მას-მედიას განუცხადა: საწყენია, ომის პროვოკაციულობაზე იმ ადამიანისგან მოსმენა, რომლეიც კარგად არის გათვითცნობიერებული მოვლენებში და აქვს რეალურობაზე აფსოლუტურად უტყუარი ინფორმაცია.

"ალასანია ან მაშინ ტყუოდა, როდესაც აკეთებდა დღევანდელისგან აფსოლუტურად განსხვავებულ განცხადებებს ან ახლა, როდესაც უკვე აღარ იმყოფება ხელისუფლებაში და ცდილობს იაფფასიანი განცხადებებით იპოვოს თავისი ადგილი ქართულ პოლიტიკაში ", - აღშფოთებულია ხაბაზი.

ორმაგ სტანდარტებში ამგვარი დადანაშაულება, ალბათ ვერ მიაყენებს სერიოზულ დარტყმას ალასანიას რეპუტაციას. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ჩატარებული გაზეთ "კვირის პალიტრას" მიერ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მას ყველაზე სიმპატიურ პოლიტიკოსად თვლის. გაზეთ "ვერსიას" ანალოგიურმა კვლევამ გამოავლინა, რომ ალასანია - ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერია და ამ მიმართებაში უსწრებს "ფოლადის ქალს" ნინო ბურჯანაძეს. მასაც მიაკუთვნებენ საპრეზიდენტო პოსტის მთავარ კანდიდატთა რიცხვს. არ არის გამორიცხული, რომ ორი დიდწონიანი პოლიტიკოსი - ირაკლი ალასანია და ნინო ბურჯანაძე საარჩევო კამპანიისას, ტანდემში გამოვიდნენ.

ბურჯანაძემ განაცხადა, რომ იზიარებს ირაკლი ალასანიას მოსაზრებებს და მზად არის მასთან თანამშრომლობისათვის. "ჩვენ ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, - ახდენს ციტირებას ქართული მასმედია, - მათ შორის რამდენიმე დღის წინ ა.შ.შ.-ში. განვიხილეთ, როგორც ქვეყანაში არსებული სიტუაცია, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ფართო სპექტრი. რაც შეეხება მის გეგმებს, ამ ეტაპზე ჩემი ამაზე საუბარი გაუმართლებლად მიმაჩნია. ის თავად ჩამოაყალიბებს თავის პოზიციას".

ალასანიამ ჯერ არ გაახმაურა, რომელი ოპოზიციური პარტია ესიმპატიურება. მხოლოდ განაცხადა, რომ არ აპირებს ახალი პარტიის შექმნას, ისინი ისედაც საკმარისადაა საქართველოში.

ასევე დაადასტურა, რომ აწარმოებს კონსულტაციებს რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფეთან და მოძრაობასთან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100