RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

კავკასიური სტაბილურობა თურქულ პლათფორმაზე

30.12.2008  |  09:26

1/9/6/1196.jpeg26 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მომავალ წელს საქართველო, რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი შეძლებენ მოაწერონ ხელი შეთანხმებას, კავკასიაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის პლათფორმის შექმნის შესახებ. ეს განაცხადება აზერბაიჯანში თურქეთის ელჩმა ხულუსი კილიჯმა გააკეთა.

"დეკემბერში შედგა ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრა,- ბაქოში ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე, თურქეთის ელჩის გამოსვლის ციტირებას ახდენს საინფორმაციო სააგენტო Regnum.- განხილული იყო სამომავლი შეთანხმების ფორმატი. დღესდღეობით სამუშაო ჯგუფი მუშაობს ამ პროექტზე, რათა შესაძლებელი გახდეს, მისი უმოკლეს ვადებში მიღება".

შეგახსენებთ, 13 აგვისტოს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ტაიპ რედჯეპ ერდოღანმა მოსკოვში ოფიციალური ვიზიტისას, გაახმოვანა ე.წ. "კავკასიაში სტაბილურობის და თანამშრომლობის პლათფორმის" შექმნის შესაძლებლობა, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ასევე თურქეთისა და რუსეთის მონაწილეობით. "პირველ რიგში პლათფორმას უნდა ჰქონდეს გეოგრაფიული საფუძველი, - ხაზი გაუსვა ერდოღანმა, - და ისახავდეს მიზნად ტერიტორიული ურთიერთწინააღმდეგობების და რეგიონში უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრას, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას".

მოსკოვმა მხარი დაუჭირა ერდოღანის ინიციატივას, რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა კი, კოლეგასთან შეხვედრისას თურქეთს უწოდა "სანდო, მტკიცე პარტნიორი და მრავალი წლის განმავლობაში გამოცდილი კეთილი მეზობელი". უკვე მომდევნო დღეს, ერდოღანი თბილისში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ჟურნალისტებთან, ვიზიტის შედეგების შეჯამების დროს, თურქეთის პრემიერ - მინისტრმა განაცხადა: "ჩვენ შევათანხმეთ საქართველოს პრეზიდენტთან, ამ ქვეყნის მონაწილეობის შესაძლებლობა, კავკასიის უსფრთხოების პლათფორმაში. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ საქართველოში მშვიდობით და სიმშვიდით, ვინაიდან ეს ძალზედ მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი რეგიონისათვის".

პოლიტოლოგების პირველი რეაქცია სკეპტიკური თუ არა, საკმაოდ თავშეკავებული გახლდათ. სახელდობრ, სტრატეგიული კველვითი ცენტრის "არარატი" დირექტორმა არმენ აივაზიანმა 5 სექტემბერს ერევანში პრეს-კონფერენციაზე, ასეთი არგუმენტები მოიყვანა: "შეუძლებელია უსაფრთხოების სისტემის შექმნის შესახებ საუბარი, სადაც იმ ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ, რომლებსაც ამ ეტაპზე მტრული ურთიერთობები აქვთ. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ამ სისტემაში ერთად რუსეთი და საქართველო, ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნები, რომლებიც საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან. ასევე სომხეთი და აზერბაიჯანი, რომელთაგანაც ერთი სახელმწიფო, ემუქრება მეორეს საომარი მოქმედებების განახლებით".

სკეპტიკური განწყობა კიდევ უფრო გამწვავდა იმ მიზეზით, რომ ერდოღანის განცხადებიდან ერთი თვის შემდეგაც კი, "პლათფორმის" მთავრ დეტალებთან დაკავშირებით, მსოფლიომ ვერაფერი შეიტყო. რა მიმართულებით აპირებენ მოქმედებას, რა პირობებით, რა მექანიზმებს გამოიყენებენ, რა ეტაპობრივი ამოცანები აქვთ და რა ვადებში?

თითქოს და კრიტიკაზე საპასუხოდ, 23 სექტემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალი ბაბაჯანის სტატია გამოქვეყნდა, ჟურნალში «International Herald Tribune». სადაც აზრობრივად ოპონენტთა არგუმენტაციის გამეორებით, საგარეო საქმეთა მინისტრი შეეცადა შემოთავაზებული იდეის რეალიზაციის აუცილებლობა გაემაგრებინა. სტატიაში ნათქვამია:

"ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის, ურთიერთ ნდობის სერიოზული პრობლემა დგას და უნდა მოვკიდოთ ხელი ამ საკითხის გადაწყვეტას. რუსეთი და საქართველო ერთმანეთთან საომარ მდომარეობაში იმყოფება. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა მთიანი ყარაბახის კონფლიქტის გამო, დიდად არ განსხვავდება ქართულ-რუსულისგან. ასევე არსებობს პრობლემები თურქეთსა და სომხეთს შორის. თურქეთი რეგიონის ქვეყნებს სთავაზობს გაერთიანდნენ "სტაბილურობის და თანამშრომლობის პლათფორმის" ჩარჩოებში".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100