RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველო და კრიზისი: ვინ ვის?

04.01.2009  |  10:20

საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, სამოქმედო სტრატეგია შეიმუშავა, რომლიც ეკონონომიკის სტიმულირებისა და სოციალური დახმარების პროგრამისგან შედგება.

2/2/9/1229.jpegეკონომიკის სტიმულირებისა და კრიზისის ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლას დაგეგმილია 2,2 მილიარდი ლარის გახარჯვა. სოციალურად დაუცველი ფენისთვის განკუთვნილ, სოციალური დახმარების პროგრამაზე კი, 1,6 მილიარდი ლარია გამოყოფილი.

ამასთან ერთად მთავრობის გადაწყვეტილება: საშემოსავლო გადსახადების და დივდენდების გადასახადის შემცირებაზე, პედაგოგებისთვის ხელფასების 50 ლარით გაზრდისა და პენსიებზე 10 ლარის მომატებზე - ძალაში რჩება.

მიხეილ სააკაშვილის ოპტიმისტური განცხადებების ფონზე, რომ თურმე: საქართველო ღირსულად გაუმკლავდება მსოფლიო ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისს, შეინარჩუნებს ეკონომიკასა და საბანკო სექტორს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გააგრძელებს და სულ რაღაც ექვს თვეში ევროპის კვალდაკვალ გამოვა კრიზისიდან კიდევ უფრო ძლიერი. მიუხერდავად პრეზიდენტის ოპტიმიზმისა, საქართველოს ეკონომიკაში უკვე დაიწყო ნეგატიური მოვლენები.

"საქართველოს ბანკი" გვატყობინებს, რომ 800-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა, სწრაფი სესხისა და შიდა გაყიდვების სამსახურების დაკეტვის გამო.

"Tbs" ბანკმა 300 თანამშრომელი დაითხოვა. პერსონალის მასიური შემცირება დაიწყო სააქციო საზოგადოებამ "ჭიათურმანგანუმი". სამშენებლო კომპანიებში, უკვე რამოდენიმე თვეა მუშებს ხელფასი არ აუღიათ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი, ანტიკრიზისული სტრატეგიის შეფასებისას აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი პაკეტი, ძირითადად დეკლარატიულ ხასიათს ატარებს და უამრავ შეკითხვას ბადებს.

"მე ჩემს ქვეყანას ცუდს არ ვუსურვებ, მაგრამ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების გამო, ეს პროექტები უბრალოდ ჩაიძირებიან, ისევე როგორც ეკონომიკურ კრიზისის დადგომამდე შექმნილი სხვა უამრავი პროექტი დარჩა შეუსრულებელი ".-განაცხადა ექსპერტმა.

მისი აზრით მთავრობის პროექტები და ძალისხმევა - მხოლოდ სანახევრო ზომებია, რომლებიც დროებით შეაჩერებენ კრიზისის განვითარებას და ვერ შეძლებენ მის დაძლევას.

"ჩემთვის გაუგებარია, რა საერთო აქვთ ეკონომიკის სტიმულირებას ან სოციალურ პაკეტს - ინფრასტრუქტურულ პროექტებთან. მთავრობის მიერ წარმოდგენილ სტრატეგიაში კი, საუბარია ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტების ინვესტირებაზე. ან კიდევ ერთი მომენტი: ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საშემოსავლო გადასახადის შემცირებით, ეკონომიკაში 250 მილიონ ლარს დააბრუნებს. საინტერესოა, როგორ აპირებენ ამის გაკეთებას? თუ მთავრობა ამ გზით თავისებურ სიგნალს აძლევს დამქირავებლებს, რომ მათ შეუმცირონ ხელფასები თავიანთ თანამშრომლებს? ეს სტრატეგია უამრავ შეკითხვას ბადებს",- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა იმას რომ, საქმე ეკონომიკის ფინანსური სტიმულირების ოდენობაში კი არ არის, არამდე იმაში რომ ეკონომიკამ რეალურად უნდა იმუშაოს, საქართველოში კი ჯერჯერობით ამგვარი ტენდენცია არ შეიმჩნევა.

"მიღებული ზომები - მხოლოდ მცდელობაა მოსალოდნელი მაღალი რისკების დროებით გადავადებისა, მაგრამ ეს რისკები ადრე თუ გვიან, მაინც შეგვახსენებენ თავს".- განაცხადა ექსპერტმა.

მთავრობის დაპირებას იმის შესახებ, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც გაგრძელებენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. გია ხუხაშვილი ეკონომიკურ აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ სულაც არ შედის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ხელისუფლების მოვალეობეში.

"მთავრობა ვალდებულია იზრუნოს ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმაზე. ბიზნესი კი, თავად შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ჯერჯერობით გარდაუვალია სამუშაო ადგილების შემცირების პროცესი და ამის ნიშნები უკვე სახეზე გვაქვს ".- აღნიშნა ექსპერტმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100