RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

7 პატრიოტიზმი ერთ ბებიისათვის

08.01.2009  |  10:00

2/6/3/1263.jpegერთხელ მეგობარმა შემთხვევითი საუბრისას, არაჩვეულებრივი ისტორია მიამბო. მისი კარპატიელი გლეხი ბებია, მთელი ცხოვრების მანძილზე 7 სახელმწიფოს ქვეშევრდომი იყო - თანაც არც ერთხელ გასულა საკუთარი ქოხიდან. საზღვრები იცვლებოდა, ის კი ძველებურად აგრძელებდა ცხოვრებას. წველიდა ძროხას, აგროვებდა პომიდვრებს, რწყავდა ნარგავებს, დიდი მონდომებით ეხმარებოდა მეზობლებს, შემთხვევითი გამვლელისთვისაც ყოველთვის მოეპოვებოდა ჭიქა რძე. ხელისუფლებების ცვლაზე კი, საკმად ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა.

თუმცა, საგადასახადო ქვითრები 7 სახელმწიფო ენაზე გამუდმებით მოსდიოდა: შვიდი ხელისუფლება, შვიდი ჯარი, შვიდი პოლიცია ხდიდა ნაღებს მის რძეს, არჭობდა ჩანგლებს მის პომიდვრებს. შვიდი ხელისუფლება - რუსული, უნგრულ-ავსტრიული, უბრალოდ უნგრული, ჩეხოსლოვაკიური, გერმანული, საბჭოთა, უკრაინული - ითხოვდა მისგან სიყვარულს, შვიდი ეროვნების ერთგულებას, შვიდი დროშის პატივისცემას, შვიდ ჰიმნზე წელში გამართვას.

რასთან დაკავშირებითაც მე უმალ გამიჩნდა კითხვა: განა ბევრი არ არის შვიდი პატრიოტიზმი ერთი ბებიისთვის?

საერთოდ, მეოცე საუკუნემ პატრიოტიზმის გამო, განსაკუთრებით კი, საბჭოთა კავშირმა ბევრი ცუდი მოსაგონარი დაგვიტოვა. თითქმის ასწლეულის დასასრულამდე ქვეყანას მართავდა თავს მოხვეული, არავისგან არჩეული ხელისუფლება, რომელიც გამუდმებით ღალატობდა საკუთარ ხალხს. მას არა თუ ერთგულების , არამედ მინიმალური პატივიცემის იმედიც კი არ უნდა ჰქონოდა. და რამდენჯერ გადაიწია საზღვრებმა?

აი მე გამიმართლა - მთელი ცხოვრება რუსეთში გავატარე, ყველა მეგობარი და ახლობელი აქ არის, რუსული ენა კი ბავშვობიდან სუნთქვასავით გავითავისე. სადმე წავალ - სახლისკენ მომიწევს გული. ტელეფონი დილიდან საღამომდე რეკავს, ყოველთვის ვიღაცას ვჭირდები, მეც მჭირდება ისინი. უცნობი ადამიანები წერილებს მწერენ და დახმარებას მთხოვენ. მოკლედ რომ ვთქვა, ფესვები აქ მაქვს გადგმული და ვერაფრით დავთმობ აქაურობას. კითხვას, რომელი ქვეყანა მიყვარდეს, არასოდეს შევუწუხებივარ.

თუმცა მილიონობით ადამიანს ნაკლებად გაუმართლა.

90-ანი წლების დასაწყისში უზარმაზარი ქვეყანა, 15 ნაწილად დაიშალა. ამ კატასტროფის მსხვერპლი კი, გარკვეულწილად, დაახოებით 300 მლნ ადამიანი აღმოჩნდა. ყველას ცხოვრება არ გართულებულა ამ მოვლენის შემდეგ, ზოგის პირიქით - გაუმჯობესდა. თუმცა, აფეთქების ნამსხვრევებმა თითქმის ყველამდე მიაღწია.

პარიზში შესანიშნავი ადამიანი გავიცანი, სახელად პაშა. ოდესღაც თანამემამულეები ვიყავით, ახლა კი... არც კი ვიცი როგორ ვთქვა - შეიძლება ახლაც თანამემამულეები ვართ ან არც ვართ.

გარეთ სიგრილე და მზეა - ტიპიური პარიზული იანვარი. მე და პაშა კი, მაგიდასთან ვსხედვართ, მივირთმევთ უგემრიელეს ფრანგულ პაშტეტს, ვსვამთ ფრანგულ ღვინოს - ვარდისფერს და წითელს, ვსაუბრობთ ცხოვრებაზე. პაშა ბინას ქირაობს, ის ბოლო - მეშვიდე სართულზეა, მართალია პატარაა, მაგრამ სამაგიეროდ ოთხი დონე აქვს: ქვემოთ სამზარეულოა, ანტრესოლზე ბიბლიოთეკა, კიდევ უფრო ზემოთ საძინებელი, ხოლო სულ ზემოთ სახურავზე ასასვლელია, საიდანაც მთელი პარიზი ჩანს.

პაშას საკმაოდ მძიმე წარსული აქვს, უამრავი მოსახვევით, თუმცა არა იმიტომ რომ ის ბუნებით ავანტიურისტია, პირიქით - ის საკმაოდ მშვიდი და სერიოზული ადამიანია. უბრალოდ თვითნ დრო არის ზემდეტად რთული, მილიონობით ადამიანი გადაისროლა მან ცხოვრების ბობოქარ ზღვაში და არც კი შეეკითხა, იცოდნენ თუ არა მათ ცურვა. ჩვენთან ერთად სუფრასთან პაშას მეუღლე რონდა ზის - ის ამერიკელია, ტეხასიდან. დრო და დრო ხან რონდას, ხანას პაშას მუხლებზე ორი წლის ანდრიუშა აძვრება - ის... მოკლედ, ვინ არის ის, არ დავიწყებ დაკონკრეტებას, იმიტომ რომ არც ის ვიცი პაშა ვინ არის. დედა მას რუსი ჰყავს, მამა უკრაინელი, სკოლა პაშამ დონბასში დაამთავრა, ინსტიტუტი მინსკში, მსახურობდა საბჭოთა ჯარში, მუშაობდა რუსეთში, ამერიკაში და პარიზში. საკმაოდ ძლიერი პროფესიონალია, ოჯახის ლიდერი და მარჩენალია - რონდა სახლში ზის ბავშვთან, არც ცხოვრებას უჩივის და ქმარსაც სიყვარულით უყურებს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100