RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ისტორიკოსები პაექრობენ

10.01.2009  |  10:00

2/8/8/1288.jpegკავაკასიაში, მადლობა ღმერთს, სროლის ხმა აღარ ისმის, მაგრამ ისეთმა მშვიდობამ დაისადგურა, რომელიც კეთილ შუღლზე უკეთესია. თუმცა ბრძოლა გრძელდება, მაგრამ განსხვავებული იარაღით: ამ ჯერად ისტორიკოსები ერთმანეთს კალმებით ეპაექრებიან.

პატივცემულმა ოსმა მეცნიერმა, რეალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით დაამტკიცა, რომ სამხრეთ ოსეთი არასოდეს შედიოდა, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში. თავის მხრივ პატივცემულმა ქართველმა მეცნიერმაც, უკვე სხვა რეალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით დაამტკიცა, რომ სამხრეთ ოსეთი ყოველთვის იყო, საქართველოს განუყოფელი ნაწილი.

ვის დავუჯეროთ?

მე ისტორიკოსი არ ვარ, მწერალი ვარ და სამეცნიერო პოლემიკის მსაჯულად არ გამოვდგები. მაგრამ ეჭვი მაქვს: თუ კამათში პატივცემული რუსი ისტორიკოსი ჩაერთვება, ის მესამე რეალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე დაადასტურებს, რომ საქართველოც, სამხრეთ ოსეთიც და საერთოდ, მთელი კავკასია საუკუნეების მანძილზე რუსეთის იმპერიაში შედიოდა და ეს უნდა ავიღოთ ათვლის წერტილად. მაგრამ საეჭვოა, ამით დასრულდეს დისკუსია, რადგან პატივცემული ირანელი ისტორიკოსი, კიდევ ერთ დასტა დოკუმენტებს წარმოადგენს და დამაჯერებლად დაადასტურებს, რომ ამ საკითხზე კამათს აზრი არ აქვს, რადგან სინამდვილეში ზემოთ ნახსენები ტერიტორიები ირანის ნაწილია. რამდენადაც, ძველად ამ ტერიტორიების მაცხოვრებელნი ირანულ ხელისუფლებს აღიარებდნენ და რეგულარულად უხდიდნენ კიდეც ხარკს.

ყველა თავისებურად მართალიც იქნება!

ისტორია - ეს ბებიის უზარმაზარი სკივრია, რომელშიც სურვილისამებრ, შეგიძლია ყველანაირი გემოვნებისთვის მოსაწონი ფაქტები აღმოაჩინო. როგორი რთულია ჩვენი ცხოვრება, ჩვენი წინაპრების ცხოვრება კი, გაცილებით უფრო რთული იყო. არც თვითმფრინავი, არც მატარებელი, არც ტელეფონი და რაღაზეა საუბარი როცა, ჩვეულებრივი კალამიც კი არ ჰქონდათ! სიცხის დამწევი ასპირინის ტაბლეტი ალბათ, საოცრებათა საოცრებად მოეჩვენებოდათ. და რა? ხომ ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, აშენებდნენ თავის ქალაქებს, ანგრევდნენ სხვისას, იმარჯვებდნენ, მარცხდებოდნენ და ყველაფერი ამის შესახებ მემატიანეები მოგვითხრობდნენ, ყოველი მათგანი თავისი შეხედულებისა და სურვილისამებრ. საერთოდაც, ისტორიკოსებიც ხომ ხალხია.

 

როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, ხელახლა შექმნილი სახელმწიფოების იდეოლოგებმა უამრავი დრო და ენერგია დახარჯეს იმის დასამტკიცებლად, რომ ხმელეთის ამ მონაკვეთზე სწორედ მათი ხალხია ძირძველი მოსახლეობა, სხვა დანარჩენი კი, ოკუპანტები არიან. რომლებიც ვალდებულნი არიან დაუთმონ ძირძველ მოსახლეობას ხელისუფლებაც, მიწაც და სამოქალაქო სამართალიც. მხოლოდ პოლიტიკოსებს, რომ ეკამათათ, რომელია მათ შორის ძირძველი მოსახლე, კიდევ არაუშავს. მაგრამ მილიონობით რიგითი ადამიანი ჩაითრია ამ მაცდურმა პოლემიკამ, რომლის შედეგადაც უხვად დაიღვარა სისხლი - ფერგანაში, ყარაბახში, დნესტრისპირეთში, ჩრდილო კავკასიაში, აფხაზეთშიც და სხვათა შორის, სამხრეთ ოსეთშიც, სადაც ახლა კი რთული სიტუაციაა.

მე დიდ პატივს ვცემ ისტორიას, როგორც მეცნიერებას - ის გვეხმარება, ამოვკრიფოთ და გავითვალისწინოთ წარსულის გაკვეთილები. მაგრამ ვერფრით მივიღებ პარტიულ, პატრიოტულ ისტორიას, დამძიმებულს კიდევ რაიმე ეშმაკური განსაზღვრებებით - ასეთი ისტორია ჩემი თანამედროვეების სისხლით იკვებება.

თნამედროვე, დღეს მცხოვრები ადამიანების უფლებების ძიება შორეულ წარსულში, უიმედო საქმეა. ავიხლართებით. ავიღოთ მაგალითად ამჟამად აქტუალური შავიზღვისპირეთი. ვინაა აქ ძირძველი? ყივჩაღები, პეჩენეგები, ხაზარები, სკვითები, ბერძნები, რომაელები, ამოუცნობი ჰუნები, ლეგენდარული ალანები, ქართველები, აფხაზები, თურქები, თათრები, რუსები თუ უკრაინელები? თუ კი გახსოვთ, მონღოლებიც იყვნენ, რომლებმაც კოლოსალური იმპერია შქმნეს ჩინეთიდან უნგრეთამდე - ამ საფუძველზე დაყრდნობით, მათაც ხომ შეუძლიათ წარმოადგინონ მეპატრონის უფლებები, ევრაზიის ორ მესამედზე?

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100