RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

არის კი ქარტიაში ბუტაფორია?

14.01.2009  |  09:51

3/2/2/1322.jpegშტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიამ, ქართული ხელისუფლების აზრით, ქვეყანა ნათელი მომავლისკენ მიმავალ რელსებზე დააყენა. თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, საქართველოს ნატო-ში შესვლის გეგმაში ამერიკის მხარდაჭერა, ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობა, დემოკრატიის განმტკიცება, ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავება და კულტურული გაცვლების გაფართოება - ასეთია ამ დოკუმენტის ძირითადი პოზიციები. თუმცა ოპტიმიზმს, ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ყველა არ იზიარებს.

როგორც ზოგიერთი ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გვატყობინებენ, ამ დოკუმენტს ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ და მოძრაობამ „თავშეკავებულად დაუჭირეს მხარი", მაგრამ კრიტიკას ეს შეთანხმება, მაინც ვერ გადაურჩა.

ქარტიის ხელმოწერამდე 8 იანვარს, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნესტან კირთაძემ, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა, მასმედიით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ თითქოს და დოკუმენტი ითვალისწინებს საქარველოს ტერიტორიაზე, ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებას. მისი თქმით:

„ქარტია - ეს მხოლოდ დეკლარაციაა. დიახ, იქ ლაპარაკი არ არის ბაზებზე, იქ საუბარია სამხედრო - სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მაგრამ ამ პოლიტიკური დოკუმენტის შემდეგ, მალევე შეიძლება გაჩნდეს სხვა ხელშეკრულება - ამერიკელებისთვის ქართული მიწების გადაცემის შესახებ".

კირთაძე დარწმუნებულია, რომ ახლა საქართველოსთვის აშშ-სთან ქარტია კი არ არის, აუცილებელი და მთავარი, არამედ ჩარჩო - ხელშეკრულება რუსეთთან. მისი აზრით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებების დადება, რომლებიც „ორ ქვეყანას შორის დაარეგულირებდნენ ურთიერთობებს პოლიტიკურ, საკანონმდებლო, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში."

როდესაც ქარტია ხელმწერილ ფაქტად იქცა, ლეიბორისტებმა ყოველგვარი შეფარული სარკაზმის გარშე, საზოგადოების ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ქარტიამ, არაფერი არ მისცა საქართველოს. თუმცა თავად დოკუმენტი, ქვეყნის მოსახლეობას მიეწოდებოდა, ისე როგორც შეთანხმება სამხედრო ურთიერთდახმარების შესახებ.

„ლაპარაკია ბუტაფორიაზე - აღნიშნა 11 იანვარს გაზეთისთვის „კომერსნტი" მიცემულ ინტერვიუში, პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა, - საზოგადოების დაშვიდებისა და იმ აზრის ჩანერგვის მიზნით, რომ რუსეთის ახალი აგრესიის შემთხვევაში, აშშ საქართველოს სამხედრო დახმარებას გაუწევს. რა დახმარების გაწევა შეუძლია აშშ-ს თავისი მოკავშირეებისთვის, ამაში აგვისტოში დავრწმუნდით". აშკარაა, მხედველობაში ჰქონდა, რომ ქარტიის „ბუტაფორიულ" პუნქტებს მოკავშირეობის ხარისხი, არანაირად არ აუყვანია უფრო მაღალ საფეხურზე.

11 იანვარს, ამ ხელშეკრულების მიმართ მსგავსი შეფასებით გამოვიდა პარტიის „დრმოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ლიდერი ნინო ბურჯანაძე (იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც ლაპარაკია სამხედრო თანამშრომლობაზე):

„ხელისუფლება ატყუებს ხალხს, - აქვეყნებს მის სიტყვებს „კომერსანტი", - როდესაც ამტკიცებს, რომ ქარტია შეიცავს ომის შემთხვევაში, გარანტიებს საქართველოსთვის. ეს ძალიან საშიში ტყუილია. სინამდვილეში, დოკუმენტში უმეტესად წილად საუბარია, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებებზე: განავითარონ დემოკრატია და დაიცვან ადამიანის უფლებები".

თუმცა, ბურჯანაძე არ ასახელებს იმათ სახელებს, ვინც ამტკიცებს, რომ ქარტია - ომის შემთხვევაში უსაფრთხოების გარნტიაა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ეს უცნობია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100