RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

აღმოსავლური პარტნიორობა რჩეული ხუთეულისთვის

15.01.2009  |  10:11

3/3/4/1334.jpegუახლოეს მომავალში საქართველო შეძლებს ევროკავშირთან, რიგი შეთანხმებები გააფორმოს. ამის შესახებ 12 იანვარს, ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხდა.

„ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს, ჩვენ დავიწყებთ ამ დოკუმნეტზე მუშაობას. - მის ციტირებას ახდენს РБК , - რა თქმა უნდა, ამისათვის საჭირო იქნება დრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შეთანხმებები გაფორმდება. მასში საუბარი შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას და ევროკავშირის ფარგლებში თავისუფალ ვაჭრობას".

სახელმწიფო მინისტრის მიერ ნახსენებ ხელშეკრულებებზე მუშაობა, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან პარტნიორობის გაღრმავების შესახებ, ევროკავშირის დეკემბრის გადაწყვეტილების საპასუხო რეაქცია იყო.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 3 დეკემბერს ევროკომისიის სხდომაზე მიღებული იყო, ეგრეთწოდებული ორგანიზაციის - „აღმოსავლეთის პარტნიორობის" გეგმა. მასში გაერთიანებული იქნება ევროკავშირის 27 სახელმწიფო, პლიუს ზემოხსენებული ხუთეული.

გათვალისწინებულია, რომ მომზადდეს შესაბამისი ხელშეკრულებები, რომლებიც ამ უკანასკნელს, ევროპის ეკონომიკაში ინტეგრირებაში შეუწყობს ხელს. იგულისხმება ისეთი ზომები, როგორიცაა სავიზო რეჟიმის გაუქმება, თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნა, ამ ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა და ენერგეტიკული უსაფრთხოება. ასეთ უსაფრთხოებას, გარკვეულწილად, დაეხმარება უკრაინისა და მოლდოვის დაგეგმილი შესვლა ენერგეტიკულ თანამეგობრობაში, ასევე ამ სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა იმავე მოლდოვასთან და ასევე, საქართველოსა და სომხეთთან.

ორგანიზაცია „აღმოსავლური პარტნიორობის" შექმნაზე კომენტირებისას, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბარროზუმ განაცხადა:

„ვეროკავშირის ყველა ქვეყანა აგებულია დემოკრატიაზე, ისევე როგორც ის ქვეყნები, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ ჩვენ. ამ ქვეყნებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სურთ ევროპასთან. არ უნად იყოს არავითარი გავლენის სფეროები. ქვეყნები თავად უნდა ჩამოყალიბდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ".

„აღმოსავლური პარტნიორობის" იდეა ძალიან სწრაფად „გავრცელდა". უკვე 11 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე შეხვედრისას, მონაწილე ქვეყნების მეთაურებმა დაამტკიცეს ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული გეგმა. ამგვარად, ორგანიზაციის შექმნის შესახებ თანხმობა, პარქტიკულად მიღებულია.

ახლა, 12 იანვარს სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე და ბარროზუს ფორმულირების გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ ოფიციალური თბილისი „ჩამოყალიბდა, თუ როგორ მოიქცეს".

მართლაც, რა საჭიროა გაჭიანურება? მითუმეტეს რომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, საკითხი, ძირითადად უკვე მოგვარებულია.

ამჟამად ევროკავშირის მიერ ხდება საქართველოს დაფინანსება, რომელიც გათვლილია 2007-დან 2010 წლამდე და ეს არის ყველაზე მასშტაბური, „აღმოსავლური პარტნიორობის" პოტენციური მონაწილე ქვეყნების დაფინანსებებს შორის - 620 მილიონი ევრო. შედარებისთვის: სომხეთი ევროკავშირისგან ოთხი წლის განმავლობაში იღებს 98 მილიონ ევროს, აზერბაიჯანი კი უფრო ნაკლებს - 92 მილიონს. ზემოხსენებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების თანხმობის შემთხვევაში, როგორც გეგმითაა გათვალისწინებული, ეს თანხები სამჯერ გაიზრდება.

ევროკავშირს კარგი არგუმენტები აქვს. როგორც ამბობენ, შეთავაზებულია წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვი. საქმე, რა თქმა უნდა, პირდაპირ შერწყმაში არ არის. იოლი შესამჩნევია, რომ „აღმოსავლური პარტნიორობის" გეგმით გათვალისწინებული ყველა ზომა, საბოლოო ჯამში, ევროპის ეკონომიკაში ინტეგრირების მსურველი ქვეყანებისთვის, მნიშვნელოვან კომერციულ მოგებას ნიშნავს.

მოსალოდნელია, რომ ამ გეგმის რეალიზაციისთვის აუცილებელი ყველა ფორმალური პროცედურა ევროკავშირის მარტის სამიტზე დასრულდება - აღმოსავლეთ ევროპის ხუთეულის წარმომადგენლებთან ერთად. ორგანიზაცია კი, დაფუძნდება ივნისში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100