RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

2007–ის ნოემბრის მოვლენები გამოძიებას საჭიროებს

16.01.2009  |  09:56

3/4/2/1342.jpegსაქართველოს პარლამენტის ოპოზიციური პარტიები „ძლიერი საქართველო" და ქრისტიან - დემოკრატები აპირებენ მიაღწიონ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც გამოიძიებს 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლას.

„ეს პრინციპის საქმეა. ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც საკუთარ ხალხს გაუკეთა." - განაცხადა ჩვენ კორესპონდენტთან საუბრისას პარტია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ცაგარეიშვილმა. მისი სიტყვებით, სახელმწიფო კანცელარიას, სადაც შეტანილია ოფიციალური მიმართვა საგამოძიებო კომისიის შექნმასთან დაკავშირებით, არ აქვს უფლება, უარი თქვას ამ ინიციატივაზე. რეგლამნეტის თანახმად, ეს საკითხი მარტის ბოლოს ან შუა რიცხვებში გატანილი იქნება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ამასთანავე, ცაგარეიშვილი უშვებს, რომ „პროპრეზიდენტული პარლამენტი" შეიძლება არ დაეთანხმოს ასეთი კომისიის შექმნას. „მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ხალხი მოითხოვს, რომ ნოემბრის მოვლენების დამნაშავეებმა პასუხი აგონ ჩადენილისთვის, - ამბობს ცაგარეიშვილი. - პირადად მე, ეჭვი არ მეპარება სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის განცხადების ჭეშმარიტებაში იმის შესახებ, რომ დემონსტრაციის დარბევის შესახებ გადაწყვეტილება, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით მიიღეს.ასეა თუ არა, ეს საპარლამენტო კომისიამ გაარკვიოს."

მისი შექმნის ინიციატივით , თავად სოზარ სუბარი დეკემბრის ბოლოს გამოვიდა. მაშინ მან საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულებრივ შეთქმულებაში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი დაადანაშაულა, რომელმაც გენპროკურორთან- ზურაბ ადეიშვილთან, მაშინდელ თავდაცვის მინისტრთან - დავით კეზერაშვილთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაშინდელ თავმჯდომარესთან - დათა ახალაიასთან ერთად დემონსტრაციის დარბევის გეგმა გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე შეიმუშავა. "შინაგან საქმეთა მინისტრმა განკარგულება გასცა, რომ მომიტინგეები ეცემათ ძირითადად თირკმელებში და მუცელში, საჭიროების შემთხვევაში - სახეშიც. ამასთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრი თათბირზე საუბრობდა იმის შესახებ, რომ აქციის არცერთი მონაწილე არ უნდა დარჩენილიყო გაულახავი, რათა სამაგალითო ყოფილიყო მათი დასჯა და იგივეს გამეორების სურვილი აღარ გასჩენოდათ".-განაცხადა ახალ წლებამდე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სუბარმა და არწმუნებდა, რომ შეუძლია წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება - კონკრეტულად, აუდიოჩანაწერი.

რაც შეეხება თავად მოვლენას, მან, გადაჭარბების გარეშე, შეძრა მთელი მსოფლიო. 2007 წლის 7 ნოემბერს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ხელკეტების მეშვეობით, მასობრივი დემონსტრაცია დაარბია, რომლის მონაწილეებიც სრულებითაც არ იქცეოდნენ აგრესიულად. ოფიციალური მონაცემებით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 508 კი საავადმყოფოში მოხვდა. ამის შემდეგ დასავლეთმა ეჭვქვეშ დააყენა „ვარდების რევოლუციის ქვეყნის" დემოკრატიული პრინციპები.

სახელმწიფოს მეთაური, მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა დაენიშნა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც თავად მოიპოვა გამარჯვება. მაგრამ, როგორც დღეს ოპოზიცია ამტკიცებს, მხოლოდ იმის გამო, რომ დამკვირვებლები თვალს ხუჭავდნენ მრავალ დარღვევასა და ფალსიფიკაციაზე".

მიტინგის დარბევის წლისთავზე სააკაშვილი ერთ-ერთ იმ ადამიანს შეხვდა, რომელიც მაშინ მძიმედ დაშავდა, და არწმუნებდა, რომ პირადად მან და ქვეყნის ხელისუფლებამ, იმ მოვლენებიდან გაკვეთილი მიიღეს. „ამან ჩვენ ის გვასწავლა, რომ ყველა საკითხი არა ქუჩაში, არამედ პარლამენტში, სასამართლოში, საუბრებში, ურთიერთ მოთმენის პირობებში უნდა გადაწყდეს, და არა ლანძღვით", -აღიარა პრეზიდენტმა.

იმავე დღეს თბილისში ამ დღესთან დაკავშირებული მიტინგები გაიმართა, - გაიმართა მშვიდობიანად, ექსცესების გარეშე. მაგრამ უკვე ნოემბერში ქართულმა ოპოზიციამ გააფრთხილა, რომ იანვარში ახალ საპროტესტო აქციებს დაიწყებდა. საქართველოს სახალხო დამცველის ზემოთნახსენები განცხადების შემდეგ კი, 2007 წლის მოვლენებს საზოგადოებამ კვლავ მიაპყრო ყურადღება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100