RSS
на русском en in english
25.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას ისევ რთული დრო დაუდგა

20.01.2009  |  10:11

3/7/3/1373.jpegპროქართული „სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის" პრეს-სამსახური იტყობინება, რომ მისი შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯემალ ქარქუსოვი სამსახურიდან გაუშვეს.

„სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თავმჯდომარის განკარგულებით 2009 წლის 9 იანვრიდან ჯემალ ქარქუსოვი გათავისუფლდა ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან.დროებით მისი მოავლეობის შემსრულებლად მინისტრის მოადგილე დაინიშნა", - აღნიშნულია 15 იანვრით დათარიღებულ განცხადებაში.

როგორც შემდგომი ტექსტიდან ჩანს, დეკემბრიდან ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია და ფინანსური შემოწმება ტარდება, რომლის მსვლელობისასაც „გამოვლენილი იქნა რიგი სერიოზული დარღვევები". დაკავშირებულია ეს ფაქტი ქარქუსოვის გათავისუფლებასთან?

იმავე დღეს ქართული გაზეთი „ალია" სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ჯემალ ქარქუსოვი ოჯახთან ერთად გაიქცა. სავარაუდოდ, რუსეთში. „ალიას" ინფორმაციით, აგვისტოს მოვლენების შემდეგ ურთიერთობა ჯემალ ქარქუსოვსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას შორის გაუარესდა და ახლა მას თითქოსდა, დაჭერა ემუქრება. ზუსტად ფინანსური დარღვევებისთვის. თუმცა, გაზეთს მოჰყავს სხვა შესაძლებელი მიზეზიც - ქარქუსოვის რუსულ სპეცსამსახურებთან მუშაობა.

საერთოდ, „დროებით ადმინაისტრაციაში" ბოლო დროს რაღაც უცნაური რამ ხდება. შეგახსენებთ, აგვისტოს მოვლენებამდე ის განთავსებული იყო ქართული ანკლავის სოფელ ქურთაში, ცხინვალის ჩრდილოეთით და აკონტროლებდა რესპუბლიკის ტერიტორიის დაახლოებით 20 %. მას მერე, რაც 10 აგვისტოს ქურთაში რუსული ტანკები შევდნენ, ადმინისტრაცია გადმოვიდა თბილისში, სადაც ჭადრაკის სასახლის რამდენიმე ოთახს იკავებს. მისი მეთაური დიმიტრი სანაკოევი გასული წლის ბოლომდე საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ყველა ქართული დელეგაციის წვრი იყო, როგორც სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმური წარმომადგენელი.

საინფორმაციო სააგენტო REGNUM სამხედრო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დიმიტრი სანაკოევი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, ის განადგურებულია ქართული სპეცსამსახურების მიერ.

საპასუხოდ, რამდენიმე ქართულმა გამოცემამ აღშფოთებით განაცხადა: სანაკოევი ცოცხალი და ჯანმრთელია. თანაც არა დროებითი ადმინისტრაციის წყაროზე, არამედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების უფროსის, შოთა უტიაშვილის ინფორმაციზე დაყრდნობით.მისი თქმით, მან თავად დაურეკა დიმიტრი სანაკოევს და გაიგო, რომ ის თავის სახლშია, თბილისში. მაგრამ თვითონ სანაკოევს, რომელსაც ძალიან უყვარს ჟურნალისტები და ტელეკამერები, მას შემდეგ თავი არ შეუხსენებია. პრეს-სამსახურის სიტყვებით, მან 9 იანვარს მხოლოდ განკარგულებას მოაწერა ხელი...

საინტერესოა, რომ სანაკოევი და ქარქუსოვი ერთმანეთს ბიოგრაფიის კრიმინალური შტრიხებით ენათესავებიან.

პირველი ოდესღაც იყო სამხრეთ ოსეთის პრემიერ მინისტრი, მაგრამ 2001 წელს დატოვა თანამდებობა, გადავიდა ვლადიკავკასში და ბიზნესით დაკავდა. თბილისში ის გამოჩნდა 5 წლის შემდეგ და დაიკავა „სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის" მეთაურის თანამდებობა. ამის გამო თვითონ რესპუბლიკაში გამყიდველად გამოაცხადეს, მისი გადაწყვეტილება კი, ემსახუროს ქართულ ხელისუფლებას, სამეწარმეო საქმიანობაში მსხვილ წაგებას დააბრალეს.

ქარქუსოვი კი ადრეც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო - ჯერ კიდევ სამხრეთ ოსეთის „სეპარატისტული" ხელისუფლების დროს. მაგრამ 2005 წელს ძმასთან, იანეკთან ერთად დააპატიმრეს იარაღის უკანონოდ შენახვისა და გასაღებისთვის. ასევე შპიონაჟისათვის. მაგრამ სასამართლომდე საქმე არ მისულა: ნოემბერში ეჭვმიტანილები ბადრაგს გაექცნენ. საინტერესოა, რომ ორი დღის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შეაქო სპეცსამსახურები, ძმები ქარქუსოვების გათავისუფლების წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის, რომლებიც „დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური მოტივებით".

და ასე, „სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია", რომელიც აგვისტოდან მოყოლებული, გაუგებარია რის ადმინისტრირებას ეწევა, როგორც ჩანს მეთაურის გარეშეა დარჩენილი. რასაც ხელი არ შეუშლია, ჩატარებულიყო შემოწმებები და რეორგანიზაცია. სხვათა შორის, სავსებით დასაშვებია, რომ ამ აქციების დასასრულს, ახალი პერსონები იქ არა მხოლოდ ხელმძღვანელის და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობეზე გამოჩნდებიან.

სერგეი ჩაიკინი

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100