RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სნაიპერი–მკვლელი: თუ კი დაკვეთაა, ვისი?..

21.01.2009  |  12:16

3/9/2/1392.jpegრეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ მოსკოვი თბილისის შეიარაღებული წინააღმდეგობაში ჩათრევის პროვოცირებას ცდილობს.

სოფელ კნოლევთან პოლიციელის მკვლელობის ფაქტის კომენტირებისას, მან 16 იანვარს, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა:

„ის, რაც დღეს მოხდა, სახელმწიფო ტერორია რუსეთის მხრიდან. ჩვენ ველოდებით კიდევ უფრო მეტ პროვოკაციებს ამ რეგიონიდან, მაგრამ საქართველო ინარჩუნებს სიმშვიდეს და არ აპირებს რუსეთთან ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყებას". ამასთანავე დასძინა, რომ ელის ახალ პროვოკაციებს.

abkhazeti.info პუბლიკაციის მიხედვით, საკუთარი ტენდენციური წარმოდგენების ჭეშმარიტებაში ოდნავადაც არ ეპარება ეჭვი იაკობაშვილს. ბრალდებების გლობალურ განზოგადებამდეც მიდის: „ ცხადია, რომ რუსეთს მეტი აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ დაკავდეს პროვოკაციებით საქართველოში, უკრაინაში, ევროპასა და მსოფლიოს სხვა ადგილებში", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 იანვრის დილას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან მოხდა გასროლა. ტყვია მოხვდა სოფელ კნოლევის პოლიციის განყოფილების შენობის აივანზე მყოფ მამუკა კუხნიაშვილს. შედეგად, რეგიონის სამხარეო პოლიციის 27 წლის თანამშრომელი ადგილზე დაიღუპა. მისი ცხედარი ქსეპერტიზისთვის გორში გადაასვენეს, სადაც დაადგინეს, რომ მამუკა კუხნიაშვილი მოკლულია მაყუჩიანი სნაიპერული შაშხანიდან გასროლილი ტყვიით. ამას მოყვა ოფიციალური თბილისის ხმამაღალი განცხადებები ასეთი ლეიტმოტივით: მოსკოვმა „შეუკვეთა" პოლიციელის მკვლელობა, რათა მოეხდინა მდგომარეობის დესტაბილიზაცია ქვეყანაში.

პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა დაღუპულს „რუსული აგრესიის მორიგი მსხვერპლი" უწოდა და თანაგრძნობა გამოუცხადა მის ოჯახს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ მოითხოვა კონფლიქტურ რეგიონში საერთაშორისო დამკვირვებლების შეყვანა. რისთვის? რა თქმა უნდა იმისთვის, რომ „შეჩერდეს მიზანმიმართული პროვოკაციები რუსი ოკუპანტებისა და მათ მიერ კონტროლირებული მარიონეტული რეჟიმის მხრიდან" და კიდევ „უსაფრთხოების მყარი გარანტიების შექმნისთვის, მსგავსი ტერორისტული აქტების აღმოფხვრისათვის...".

საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ ასეთი მონაცემები მოიტანა: უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ეს უკვე მეთერთმეტე პოლიციელია, რომელიც ამ ტერიტორიიდანაა მოკლული. ამასთანავე, როგორც ირკვევა, პრემიერის „უდაო" მსჯელობა საქართველოში ევროკავშირის მისიისთვისაც მისაღებია. ამ მისიის მეთაურის, გენერალ ჟილ ჟანვიეს კატეგორიული გამონათქვამი მოიყვანა „გაზეტამ": „ეს ფაქტი საქართველოსა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, დაუშვებელი დარღვევაა".

სამხრეთ ოსეთის ოფიციალური პირების მიერ ფაქტის უარყოფისთვის, ყურადღება არავის მიუქცევია. ევროკავშირის დამკვირვებების ლოგიკით, როგორც ჩანს, ისინი არ იმსახურებს ნდობას. ამასთან ერთად, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავისი პრეს-სამსახურის საშუალებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებას არა მარტო პროვოკაციული და არსებულ სიტუაციასთან შეუთავსებელი უწოდა,არამედ მოყვანილი იყო სავსებით დამაჯერებელი არგუმენტებიც.

მაგალითად, ასეთი. უახლოესი ოსური საგუშაგო კნოლევამდე ოთხ-ხუთ კილომეტრში მდებარეობს. „ამ მანძილზე სროლა ფიზიკურად შეუძლებელია, თუნდაც სნაიპერული იარაღიდან".

თუმცა, პოლიციელის მოკვლის ფაქტი სამხრეთ ოსეთის სამხედრო კომენდანტმა, პოლკოვნიკმა ანატოლი ტარასოვმა დაადასტურა. ამას მისი სიტყვებიც ადასტურებს, რომლებსაც ИТАР-ТАСС აქვეყნებს: რუსი სამხედროები სამხრეთ ოსეთში აწარმოებენ ღონისძიებებს, იმისთვის, რომ საქართველოს ქარელის რაიონის დასახლებულ პუნქტ კნოლევში, ქართველი პოლიციელის მკვლელობის შემდეგ არ გამწვავდეს სიტუაცია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100