RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

განკარგულება იარაღია შესახებ საქართველოსთვის. უცხოური რეზნონსი

22.01.2009  |  16:26

4/0/9/1409.jpegრუსეთის პრეზიდენტმა 19 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას „საქართველოსთვის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდების აკრძალვის ღონისძიებათა შესახებ". უკრაინაში ამან, საკმაოდ მტკივნეული რეაქცია გამოიწვია.

ეს აკრძალვა, რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოსთვის იარაღის ან სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე, მიყიდვასა ან გადაცემაზე, მათთან დაკავშირებულ მატერიალურ საშუალებებზე, ასევე სამხედრო დანიშნულების პროდუქციაზე, რომელიც შეიძლება სამხედრო მიზნით იქნას გამოყენებული, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ვრცელდება.იგივე ეხება იარაღის ან საომარი ტექნიკის მოხმარებასთან ან ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მომსახურეობას.

თუმცა ბრძანებაში საუბარია არა მარტო რუსეთის ტერიტორიაზე. მთავრობას ამიერიდან დაევალა, საქართველოსთვის უცხოეთის ქვეყნებიდან სამხედრო მიწოდების ფაქტების გამოვლენის შამთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოიყენოს მათ წინააღმდეგ „სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებები". უფრო მეტიც,თუ ეს შეიარაღება რუსული ან საბჭოთა წარმოებისაა, მაშინ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ასეთ ქვეყნებთან შეიზღუდება ან საერთოდ შეწყდება.

აქამდე ერთადერთი ქვეყანა, რომელიც კანონით ცდილობდა, აეკრძალა სხვა ქვეყნების მიერ ვინმესთვის იარაღის მიყიდვა, იყო აშშ. რუსეთის თავდაცვითი ორგანოები გარკვეულწილად წუხდებოდნენ მათი სანქციებით. ბოლო ასეთი შემთხვევა გასული წლის შემოდგომაზე იყო, როდესაც აშშ-მ „როსობორონექსპორტის" წინააღმდეგ საჯარიმო ღონისძიებების შემოღების შესახებ განაცხადა, მისი ყველა შვილობილი ფირმების ჩათვლით. ამ დროს, ასევე, დაზარალდა 12 კომპანია - ვენესუელადან,სირიიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, კორეის სახალხო რესპუბლიკიდან, სამხრეთ კორეიდან, სუდანიდან და არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან. ასეთი მკაცრი ღონისძიებების საფუძველი გახდა „აქტი იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ირანში, ჩრდილო კორეაში და სირიაში", რომელიც აშშ-ს კონგრესმა მიიღო. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,სტრატეგიის ანალიზის და ტექნოლოგიის ცენტრის დირექტორმა რუსლან პუხოვმა სააგენტო РИА Новости - ის განუცხადა: „ეს რუსეთის საგარეო პოლიტიკაში სავსებით ახალი მოვლენაა. ის ზეწოლა და გაფრთხილება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ფულის გულისათვის ან რუსოფობიური განწყობის გამო, დღესაც სამხრეთ ოსეთში მომხდარი აგვისტოს მოვლენებიდან ნახევარი წლის შემდეგ, მზად არიან მიაწოდონ საქართველოს იარაღი და სამხედრო ტექნიკა".

პუხოვის სიტყვებით, პირველ რიგში ეს ეხება უკრაინას, პოლონეთს, ჩეხეთს, ბულგარეთსა და ბოსნიას, რომლებიც სამხრეთ ოსეთში ომის დაწყებამდე სააკაშვილის რეჟიმისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებლები იყვნენ. პოლიტოლოგმა ასევე გაიხსენა, რომ საქართველოს არმია საომარი მოქმედებების შემდეგ გადაადგილდებოდა არა მხოლოდ ამერიკული „ჰამერებით", არამედ კამაზებითაც, რომლებიც ადრე საქართველოს რუსეთში ჰქონდა შეძენილი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში მედვედევის ბრძანება გაიკვირვეს. „ჩვენ დამოკიდებულები ვართ ერთმანეთზე ტექნიკით, რომელიც ჩვენს შეიარაღებაშია. - განუცხადა „კომერსანტს" შეიარაღების შესყიდვებისა და გადამუშავების დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ გრეკმა. - ჩვენ რუსეთზე, ისინი - ჩვენზე".

და დაემუქრა: თითქოს, ბრძანების უკრაინისთვის არასაურველი შედეგის შემთხვევაში, მას ადეკვატური პასუხის გაცემა მოუწევს ანუ დაიწყებს ახალი პარტნიორის ძებნას ევროპაში. ქვეყნის ხელისუფლება იძულებული გახდება, ზუსტად ასეთი რეაგირება მოახდინოს. „აქამდე ჩვენ არ ვუშლიდით ჩვენს სამხედრო წარმოებებს, შეესრულებინათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეკვეთები, - შეგვახსენა გრეკმა. - მაგრამ თუ კონფრონტაცია დაიწყება, ჩვენ მოგვიწევს რამე ვიღონოთ".

თუმცა, წამოსცდა, რომ ამ მომენტში უკრაინა საქართველოში არაფრის მიწოდებას არ აწარმოებს. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ "არ არის შეკვეთა". მაგრამ, თუკი შეკვეთა იქნება, მაშინ ის დაუყოვნებლივ იქნება განხილული.

შესყიდვებისა და გადამუშავების დეპარტამენტის დირექტორის ომახიანი ტონი, არც თუ სავსებით საფუძვლიანად გამოიყურება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100