RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ოპოზიცია სწრაფი და სერიოზული ცვლილებების მოლოდინშია

23.01.2009  |  09:53

4/1/8/1418.jpegქართული ოპოზიცია საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი და სერიოზულ ცვლილებებს ელის 20 იანვარს შემდგარი ა.შ.შ-ის ახალი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ინაუგურაციის შემდეგ.

ოპოზიციური სპექტრის თითქმის ყველა წარმომადგენლები თვლიან, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილს აღარ აქვს ისეთი საყრდენი ვაშინგტონში, როგორიც ჯორჯ ბუშის მმართველობის პერიოდში ქონდა.

"მთავარია, რასაც მთელი ეს წლები ეყრდნობოდა სააკაშვილის რეჟიმი, თეთრი სახლის მხარდაჭერა იყო, ახლა კი ეს აღარ იქნება",- განაცხადა "სახალხო პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიას" საღამოს ეთერში, თოქ-შოუში "ბარიერი".

მისი თქმით, სააკაშვილი თავის დროზე მოვიდა ხელისუფლებაში იმის გამო, რომ ქონდა 100 პროცენტიანი მხარადაჭერა ვაშინგტონიდან, ხოლო მოსკოვი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. დღეს, ბარაკ ობამას თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვლება და ა.შ.შ აღარ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში.

შიდა საქმეებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა "ახალი მემარჯვენეების" ერთ ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ: "სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება აუცილებელია, მაგარამ ეს არ არის საკმარისი პირობა საქარველოს სამომავლო განვითარებისათვის". განმარატა - ეს პირველი და უმთავრესი მოთხოვნაა ოპოზიციურ ძალთა უმრავლესობისა, რომლებმაც შეიგნეს, რომ სააკაშვილი - კრიზისის და ყველა უბედურების წყაროა, რომელიც საქართველოს დაატყდა თავს.

კაციტაძემ ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტს, რომელსაც აანონსებდა ოპოზიცია და რომელიც ჯერ-ჯერობით სამი პუნქტისაგან შედგება (სააკაშვილის გადადგომა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და თავისუფალი არჩევნების პირობების შექმნა), საბოლოო სახე ჯერ არ მიუღია, მუშაობა მასზე გრძელდება და მოუწოდა ყველას, ვისთვისაც არ არის სულერთი ქვეყნის მომავალი, ჩაებან დოკუმენტის შემუშავებაში. მან აღიარა, რომ ქართულმა ოპოზიციამ არაერთი შეცდომა დაუშვა, ვერ შეძლო გამხდარიყო ერთანი ძალა, როგორიც თავის დროზე იყო "ნაციონალური მოძრაობა" (მიხეილ სააკაშვილის პარტია). ამავე დროს კაციტაძე თვლის, რომ არსებული რეჟიმის მოწინააღმდეგეები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ და სწორი დასკვნები გამოაქვთ. "მემარჯვენეები" დიდ იმედებს ამყარებენ ა.შ.შ -ს ახალ ადმინისტრაციაზე და ასევე აცხადებენ, რომ ახლა სააკაშვილს აღარ დარჩა მსოფლიო მაშტაბით ისეთი ლობისტი, როგორიც ჯორჯ ბუში იყო.

ლეიბორისტები დარწუნებულნი არიან, რომ მალე მიხეილ სააკაშვილი წავა, უფრო სწორად მას წაიყვანენ თავისთან დასავლელი მფარველები. მაგრამ გვახსენებენ "მიშას" "მიშა-2-ით" შეცვლის შესაძლო საშიშროებას.

"ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ სააკაშვილმა ჩააბაროს ხელისუფლება თავის "მემკვიდრეს", როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ედუარდ შევარდნაძემ, მიიღო რა ხელშეუხებლობის და კრწანისის რეზიდენციაში მშვიდი ცხოვრების გარანტიები", - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა.

მისი თქმით, "მიშა -2" შეიძლება ნებისმიერი პიროვნება გახდეს, მოვლინებული მოსკოვიდან ანდა ვაშინგტონიდან, მათ შორის ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი ანდა ირაკლი ალასანია.

"სააკაშვილი თავის დროზე თვითონ არ მოსულა ხელისუფლებაში, როგორც ცდილობდნენ ამაში ჩვენს დარწმუნებას, ის მოიყვანეს იქ, მათ შორის რუსეთმაც. გაიხსენეთ, როგორ ჩამოდიოდა თბილიში იგორ ივანოვი, რომელიც შემდგომ ჩამოფრინდა ბათუმში და წაიყვანა იქედან ასლან აბაშიძე, ჩააბარა ამით სააკაშვილს ხელისუფლება. შედეგად მან ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანა საფუძვილანად დაანგრია, დაანგრია მისი ეკონომიკა, გასცა სამაჩაბლო და აფხაზეთი", - განაცხადა შატბერაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ლეიბორისტები ერთადერთი ძალა იყო 2003 წელს, რომელიც გამოვიდა "ვარდების რევოლუციის" წინააღმდეგ და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ის ევდრებოდა ლეიბორისტებს მხარდაჭერას და ჰპირდებოდა მმართველობის ლამის ნახევარს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100