RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

რუსეთისათვის ფორს-მაჟორი, სხვებისთვის - მობრძანდით !

23.01.2009  |  17:11

4/2/8/1428.jpegთბილისმა არ შეუშვა რუსეთის ინსპექტორები ქვეყნის სამხედრო ობიექტებზე. თავისი პოზიცია ახსნა ფორს-მაჟორული სიტუაციით რუსეთთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 იანვარს გამოაცხადა სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში რუსული ჯარების ყოფნასთან დაკავშირებით.

როგორც ქართულმა საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ განაცხადა, რუსეთის ფედერაციამ 19 და 21 იანვარს ოფიციალურად მოითხოვა, საქართველოს სამხედრო ობიექტების ინსპექიის ჩატარების უზრუნველყოფა. 1999 წლის ნდობის და უსაფრთხიების გამყარების, ეუთოს ვენის დოკუმენზე აპელირებით.

ამასთან დაკავშირებით BBC იტყობინება, რომ ეს დოკუმენტი ითხოვს ეუთოს ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნისაგან, რეგულარულად გაცვალონ მსგავსი ინფორმაციები საკუთარი შეიარაღებული ძალების თაობაზე. ნებისმიერს ამ სახელმწიფოთაგანს, უფლება აქვს მოითხოვოს ეუთოს პარტნიორებისაგან სამხედრო ობიექტების ინსპექციის ჩატარება, მაგრამ კალენდარულ წელიწადში არა უმეტეს ერთხელ. როგორც ვენის დოკუმენტი იუწყება, უარი შესაძლოა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე ფორს-მაჟორული ვითარების არსებობისას.

"თუკი მიმღებ სახელმწიფოს არ აქვს საშუალება მიიღოს ინსპექცია ფორს-მაჟორული ვითარების გამო, ის დაუყოვნებლივ წარმოადგენს დიპლომატიური და სხვა ოფიცილური არხებით დეტალურ განმარტებას არმიღების მიზეზებისა და შეძლებისდაგვარად მიუთითებს სავარაუდო ხანგრძლივობას არსებული ვითარებისა, რომელიც დაედება საფუძველად ფორს-მაჟორულ სიტუაციაზე აპელირებისათვის". - ნათქვამია 78.2. პუნქტში.

თითქოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, წესების დაცვით მოიქცა. თუმცაღა, დაყრდნობა ფორს-მაჟორზე - ანუ უეცრად გაჩენილი გადაულახავი ვითარება - გამოწვეულია რუსი სამხედროების ყოფნით აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში... რომლებიც იქ უკვე ხუთი თვეა რაც იმყოფებიან! ამასთან თვითონ ფორს-მაჟორის გამოცხადება მოხდა, რუსეთის მოთხოვნიდან 3 დღის შემდეგ.

საინტერესოა ასევე სხვა რამ. საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების მიერ გავრცელებურ დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სხვა წევრ-ქვყნებთან მიმართებაში, რომლებმაც ხელი მოაწერეს ვენის დოკუმენტს, საქართველო მზადაა მთლიანად შეასრულოს ყველა მოთხოვნა. მოკლედ, ფორს-მაჟორი მხოლოდ რუსეთისთვისაა. ხოლო ყველა დანარჩენს - მობრძანდით!

ამასთან, რუსეთის ინსპექტორების სამხედრო ობიექტებზე არ შეშვება, გადაწყვეტილია სერიოზულად და ხანგრძლივად. ეს გამომდინარეობს საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებითი განცხადებიდან: "ფორს-მაჟორი მოიხსნება იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაცია: აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით".

ლამის ყველა ქართველმა პოლიტიკოსმა და ექსპერტმა გამოთქვა თავიანთი სრული მხარდაჭერა ქვეყნის ხელმძღვანელობისადმი, ფორს-მაჟორის გამოცხადებას რუსეთთან მიმართებაში თვლიან "ერთადერთ და დროულ დიპლომატიურ ნაბიჯად".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაფასა ოფიციალური თბილისის ქმედება, როგორც,- "ინტერფაქსი" გვატყობინებს, - მორიგი მცდელობა დამალოს სიმართლე, ქართული სამხედრო ნაწილების მდებარეობაზე: "ქართული მხარე არაერთგზის იუწყებოდა, რომ მისი შეიარაღებული ძალები იმყოფებიან მუდმივი დისლოკაციის ადგილებში მედვედევ-სარკოზის შეთანხმების შესაბამისად და სთავაზობდა ამის შემოწმებას. მაგრამ, როდესაც საქმე მივიდა რეალურ მოქმედებამდე, გადათქვა".

სხვათაშორის, დასავლელი ჟურნალისტები აღნიშნავენ - ვენის დოკუმენტის ტექსტში არ კონკრეტდება, რა იგულისხმება ფორს-მაჟორულ ვითარებებში.

ევროპამ, ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ მოახდინა მოსკოვსა და საქართველოს შორის, მორიგ კონფრონტაციაზე.

ამასთან, რუსეთი ბოლო დროს სულ უფრო დაჟინებით ცდილობს მიიქციოს ევროპელების ყურადღებას იმისადმი, რომ საქართველო აღადგენს სამხედრო ინფრასტრუქტურას უცხოელი დონორების ფულით, რომელიც გამოყოფილია აგვისტოში დაზარალებული ეკონომიკის რეაბილიტაციისათვის. ამიტომაც, მცდელობა მოახდინონ ამ ქვეყნის სამხედრო ობიექტების ინსპექტირება, ამ კონტექსტში საკმაოდ გამართლებულად გამოიყურება.

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100