RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პრეზიდენტი ირონიულია, მაგრამ არჩევნებისთვის ემზადება?

26.01.2009  |  16:46

4/4/1/1441.jpegსაქართველოს პრეზიდენტმა 23 იანვარს განაცხადა, რომ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე - 2013 წლამდე დარჩება თავის პოსტზე. „არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს პარლამენტისა და პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარება", - განაცხადა მან.

და დაამატა: „არავის ეგონოს, რომ მე კიდევ ერთხელ ვადაზე ადრე გადავდგები, როგორც 2007 წელს". ასე უპასუხა სააკაშვილმა მოსახლეობის ერთ-ერთ შეკითხვას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.

ეს გამოსვლა, რომელიც 23 იანვარს შედგა, მიეძღვნა გასული წლის 5 იანვრის არჩევნებში გამარჯვების ინაუგურაციის წლისთავს. სპეცპროექტში -„საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოების შეკითხვებს პასუხობს", მონაწილეობა მიიღეს კიდევ ორი ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა - „რუსთავი-2"-დან და „იმედიდან". გათვალიწინებული იყო სახვადასხვა რეგიონის მაცხოვრებლების, ინტელიგენციისა და ჟურნალისტების შეკითხვები, როგორც სტუდიაში, ასევე მის გარეთ.

სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის მოსახლეობას ამ მომენტში აღელვებს სოციალური ხასიათის კითხვები, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგები. როგორც მიხეილ ნიკოლოზის ძე თვლის, ამასთან გამკლავება მხოლოდ მას და მის გუნდს შეუძლიათ. მათი ძალისხმევის წყალობით, კრიზისის პერიოდში საქართველო ინარჩუნებს საფინანსო-საბანკო სისტემის სტაბილიზაციას.-აღნიშნა მან. „ჩვენი გუნდი - ძალიან კარგი გუნდია, იმიტომ, რომ მას არ უღალატია თავისი მთავარი პრინციპისათვის. მთავარი კი - ეს კორუფციის არარსებობაა. ყველა, ვინც კორუმპირებული იყო ჩვენს გუნდში, გავათავისუფლეთ სამსახურიდან ან დავსაჯეთ. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენი გუნდი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება, რომ ჩვენ არ ვიცავთ ქვეყნის „ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას",- იუწყებოდა სააკაშვილი.

მართალია, მას მაინც არ გაუცია ნათელი პასუხი - არის ქვეყანაში კრიზისი თუ არა. ძირითადად საუბრობდა ქართული ეკონომიკის მიღწევებზე: „შევძელით შეგვენარჩუნებინა საბანკო - საფინანსო სისტემის სტაბილურობა და ნაციონალური ვალუტის-ლარის კურსის დაცემის შეჩერება", „შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები"...

თითქოს, მისი ვადამდელი გადადგომის მიზეზი - უბრალოდ არ არსებობს. „აშშ-ს პრეზიდენტი (ჯორჯ ბუში - ი.პ.) უფრო არაპოპულარული იყო, მაგრამ არავის მოსვლია თავში მისი ვადამდე გადადგომის იდეა", - ასეთი იყო ერთ-ერთი „შეუდარებელი დასკვნა", რომელიც სააკაშვილმა მოიტანა.

ყოველი შემთხვევისთვის, ასეთი აღიარება გააკეთა, რომელიც „ნიუ-იორკ თაიმსში" გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა იმაზე, რომ ის ქართული ოპოზიციის ადგილზე რომ ყოფილიყო, 3 თვეში ჩამოაგდებდა ამჟამინდელ ხელისუფლებას: „ჯერ ერთი, მე ვთქვი სხვაგვარად - მე არ მითქვამს, რომ ჩამოვაგდებდი მთავრობას, მე ვამბობდი, რომ შევუქმნიდი ხელისუფლებას პრობლემებს. მეორეც - მე უბრალოდ, ვიხუმრე".

ამასთანავე, ქართული ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, ხელისუფლებასთან ომის დაწყებას გაზაფხულზე აპირებს, რათა მიაღწიოს პრეზიდენტის ვადამდელ გადადგომას. ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარალამენტო არჩევნები - ეს ის ერთადერთი პუნქტია, რაზეც დაქსაქსულმა ოპოზიციონერებმა შეძლეს მოლაპარაკება.

მაგრამ როგორ ვიმოქმედოთ მომავალში? როგორი სტრატეგია ავარჩიოთ, როგორ მეთოდებს მივანიჭოთ უპირატესობა? ძველებურად, საერთო მიდგომა შემუშავებული არაა.

მიხეილ ნიკოლოზის ძემ, რომელსაც მისი დასავლელი მფარველებიც კი სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ ავტორიტარიზმში, განაცხადა:"ოპოზიციაში ლიდერზე ტენდერია გამოცხადებული. მათ აქვთ პოლიტიკური ამბიციები, მაგრამ არ ჰყავთ ლიდერი. გარწმუნებთ, ლიდერები უფრო მეტნი იქნებიან, ვიდრე პოლიტიკური პარტიები". მიხეილ სააკაშვილი ამას ნამდვილად არ აზვიადებს.

ზუსტად არსებული რეჟიმის მოწინააღმდეგეების ქრონიკული „მოულაპარაკებლობა" ყველაზე მეტად აშფოთებს საზოგადოებას. გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპონენტებმა ვერ შეძლეს საერთო კანდიდატის შერჩევა. პრეტენდენტთა რიცხვი კი იყო - 13.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100