RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველო ფაქტების დამახინჯებაში ამხელს უფლებათა დამცველებს

29.01.2009  |  10:29

4/7/1/1471.jpegსაქართველოს პარლამენტი აპირებს „საკადრისი პასუხი გასცეს" საერთაშორისო ორგანიზაციას Freedom House. თავის ყოველწლიურ გამოცემაში „თავისუფლება მსოფლიოში" მან საქართველოს დემოკრატიის შუქურის იმიჯი წაათვა. ასეთი დახასიათება კი ქვეყანას, თვად ჯორჯ ბუშმა მიანიჭა.

ქართველი დეპუტატები საკუთარ წერილში შეეცდებიან დაასაბუთონ Freedom House-ის მიერ გამოტანილი დასკვნების მცდარობა. როგორც საინფორმაციო სააგენტოს "GHN" განუცხადა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ: ტექსტის შედგენაზე ამ კომისიასთან ერთად იმუშავებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიც.

რით არიან უკმაყოფილო პარლამენტარები? რა უსამართლობა დაუშვეს მთელს მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაციის ანალიტიკოსებმა, რომელთა მიზანიც დემოკრატიულ ფასეულობათა განვითარებაა?

მოხსენებაში, რომლის ტექსტიც იანვრის შუა რიცხვებში ფართოდ გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ნათქვამია, რომ საქართველო ამიერიდან აღარ არის თავისუფალი ქვეყანა. ის მიეკუთვნება „ნაწილობრივ თავისუფალი სახელმწიფოების" კატეგორიას, სადაც თავისუფლება და მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებები მხოლოდ ნაწილობრივაა დაცული. მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოს რეიტინგი ავტორიტარული მმართველობის ნიშნების გამო დაეცა.

„საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო „ფერად რევოლუციებში" და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, ნათელ წერტილად გვევლინებოდა. მაგრამ მისი არასტაბილური კურსი, 2007 წლის საგანგებო მდგომარეობისა და აგვისტოში რუსეთთან ომის ჩათვლით, ბოლო ორი წლის მანძილზე ყველაზე შემაშფოთებელ მოვლენათა რიგში აღმოჩნდა".

ქვეყანაში შესამჩნევი პოლიტიკური კრიზისისა და მოსკოვის მიმართ, თბილისის მიერ გამოთქმული ხმამაღალი ბრალდებების ( აგრესია და ნაციონალურ უმცირესობათა უფლებების შეზღუდვა) ფონზე, Freedom House-ის მოხსენება თავისთავად, უსიამოვნო და საგანგაშო სიგნალია. გარდა ამისა, ეს ორგანიზაცია მართალია არასამთავრობოდ ითვლება, მაგრამ მათი იდეოლოგია ფაქტიურად ემთხვევა ა.შ.შ.-ს ამჟამინდელი მმართველი დემოკრატიული პარტიის იოდეოლოგიას. კონკრეტულად კი, რესპუბლიკელები (რომლებიც ამ პარტიამ შეცვალა), ქმნიდნენ და მხარს უჭრდნენ „ფერად რევოლუციურ" რეჟიმებს პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ასე რომ მოტივები, რომლებმაც უბიძგა პარლამენტარებს თავი ემართლებინათ, საკმარისზე მეტია.

ზემოთ ნახსენები მალაშხიას სიტყვებით, Freedom House-მა დაამახინჯა ბევრი ფაქტი. „მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოში 200 ათასი დევნილია, როდესაც მათი რეალური რიცხვი 300 ათასია", - ამბობს ის.

თბილისის განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ ამ ორგანიზაციამ ნებსით თუ უნებლიედ, ტოლობის ნიშანი დასვა საქართველოსა და აფხაზეთს შორის. კონკრეტულად კი, ერთსაც და მეორესაც ერთი და იგივე სტატუსი აქვს: "ნაწილობრივი დემოკრატია".

იგივე მალაშხია განიცდის - მოხსენებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთი საქართველოს 1930 წელს შეუერთდა. მაშინ, როცა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში აფხაზეთი დასახელებულია მის შემადგენელ ნაწილად, კონკრეტულად კი,მოიხსენიება სოხუმის ოლქად. მეორე პარლამენტარი გია არსენიშვილი კი თვლის, რომ მთელი მოხსენება „მცდარადაა მომზადებული".

„აფხაზეთი, - მის ციტირებას ახდენს საინფორმაციო სააგენტო "GHN" - შეფასებულია, როგორც ნახევრად დემოკრატიული ქვეყანა და ეს მაშინ, როდესაც დახურულია ქართული სკოლები, - დასაწყისში ადგილი ჰქონდა ეთნოწმენდას, ახლა კი ეს პროცესი გრძელდება ინტელექტუალურ დონეზე".

და საერთოდ, ქართველი დეპუტატები, მათი სპიკერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მზად არიან მიაღწიონ სამართლიანობას: მოხსენების ფაქტიური ნაწილი , რომელიც მათ ქვეყანას ეძღვნება, უნდა შესწორდეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100