RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საინფორმაციო ომში ვის მხარეზეა სიმართლე

29.01.2009  |  10:33

4/7/3/1473.jpegაგვისტოს მოვლენების შემდეგ, თბილისის მიერ გაჩაღებული საინფორმაციო ომი, ისევე წარუმატებლად ტარდება, როგორც ქართველი სამხედროების მიერ ჩატარებული, სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციის ქვეშ დაბრუნების ოპერაცია. და აი, კიდევ ერთი დასტური ამისა...

26 იანვარს საქართველოს ხელისუფლებამ ადგილობრივი ტელეარხებით გამოაცხადა, რომ: რუსი სამხედროები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ზოგიერთ რაიონებში ცდილობენ ბრუნვიდან ამოიღონ ქართული ფულის ერთეული. პარლამენტარები ისევ ალაპარაკდნენ ეკონომიკურ ანექსიაზე "თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში".

"საქართველომ - ბობოქრობდა ქართული რადიოს "კომერსანტის" ეთერში დამოუკიდებლობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია,- საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით უნდა ჩაატაროს ღონისძიებები, იმ რუსული ბანკებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ფულის გათეთრებით არიან დაკავებულნი". მხედველობაში ჰქონდა 20 რუსული ბანკი, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე ფუნქციონირებენ.

და დააკონკრეტა რეპრესიული ღონისძიებების პროგრამა. თურმე, პირველ რიგში: უკანონოდ მოქმედი ბიზნეს-სტრუქტურების ხელმძღვანელების წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ინტერპოლის საშუალებით ისინი ძებნაში უნდა გამოცხადდნენ. მეორე: მათ მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საჯარიმო სანქციები".

ამ ყველაფერთან ერთად მალაშხიამ, შეაქო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც პარლამენტმა გასული წლის ოქტომბერში მიიღო. ასეთებად გამოცხადდა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. სწორედ მათთან მიმართებაში გამოყენებული იქნება განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ძირითადად კანონით გათვალისწინებულია რიგი სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური შეზღუდვები. მათ შორის კერძო საკუთრებასთან მიმართებაში. ამგვარად, ნებისმიერი შეთანხმება ყიდვა-გაყიდვის შესახებ ბათილად და არაკანონიერად ითვლება. ამასთან ერთად შემოღებულია სერიოზული შეზღუდვები ინვესტიციებზე კონფლიქტურ რეგიონებში და ასევე მათთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

მართალია, ეკონომიკური სანქციების გამოყენება, ჯარიმის სახით კანონის დამრღვევებთა მიმართებაში, საქართველოს ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერცერთხელ ვერ შეძლო.(მაგალითად, იმ რუსულ კომპანიებთან მიმართებაში, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ იმუშაონ "ოკუპირებულ ტერიტორიებზე") როგორც წესი ისინი, საერთაშორისო საზოგადოებისათვის დახმარების თხოვნის წერილების გაგზავნით კმაყოფილდებიან. შემთხვევითი არც "ეკონომიკური ანექსიის" მოხსენიება გახლდათ მალაშხიას მხრიდან, 27 იანვარს ზამთრის ევრო საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნის წინ სტრასბურგში. რომლის დღის წესრიგშიც, დგას ორი მოხსენება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით.

თუმცა ის ეფექტი, რომლის იმედიც ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის მომწოდებლებს ჰქონდათ, არ მოჰყვა და არც შეიძლებოდა, რომ მოჰყოლოდა.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ტელე და რადიო არხებმა ყურადღების აქცენტირება მოახდინეს იმაზე, რომ განსაკუთრებულად მკაცრ კონტროლს "რუსი ოკუპანტების" მხრიდან გალის რაიონის მაცხოვრებლები ექვემდებარებიან, რომლებიც ენგურის ხიდიდან გადადიან. ვითომც და რუსი სამხედროები ატარებენ რეიდებს და იარაღის მუქარით ართმევენ ხალხს ქართულ ფულს.

გალის რაიონი, მართალია აფხაზეთის ნაწილია, მაგრამ განსაკუთრებული კონტროლის ზონად ითვლება - ვინაიდან მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქართველია. აქ მხარეთა მოლაპარაკების შესაბამისად, დაბრუნდნენ ქართველი ლტოლვილები.

თუმცა, საქართველოს ნაციონალური ბანკის განცხადებითაც კი, არანაირი ინფორმაცია აფხაზეთში, ბრუნვიდან ქართული ნაციონალური ფულის ერთეულის ამოღების შესახებ, არ გააჩნიათ.

იგივე რადიოს "კომერსანტი" მოჰყავს გალის რაიონის მაცხოვრებლების მონათხრობი, ანონიმურობის პირობით. ყველანი ერთხმად ამბობენ: "ლარი ჩვენთან ყველაზე გასავლიანი ფულია, აფხაზებიც კი სარგებლობენ ამ ფულით. ჩვენთვის ლარი არავის წაურთმევია".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100